გიყვარს ყოველდღიურობა,
გიყვარს ადამიანები ვისთან ერთადაც გიწევს ამ ყველაფრის გავლა, მაშინ საუკეთესო თვისებებს აფრქვევ გარშემო, ბრწყინავ და ანათებ სრულ ჰარმონიაში მყოფი, მუდამ მზად ხარ დახმარებისთვის, თანადგომისთვის...
მაგრამ საკმარისია ადგილი შეგიცვალონ, შენთვის ნოყიერი ნიადაგიდან, უდაბნოს პირობებში გადაგრგონ, ჯერ ჭკნობას იწყებ, მერე იცლები დადებითი ემოციებისგან და ყოველდღიურობას შესცქერი გრძნობა შემხმარი თვალებით და აჰა, სადაცაა შეგეყრება აპათიის სენი...
და ეს უკვე კვდომაა, პიროვნული დაფერფვლაა.
ჰოდა, ყველაზე მთავარი შენი ადგილის პოვნაა ამ სამყროში, მათ გვერდით ცხოვრებაა ვინც გიხარის და ვისაც უხარიხარ...
ეს უნდა შეძლო, შენი ადგილი უნდა იპოვო ან დაკარგული დაიბრუნო, რათა ცხოვრებამაც უღიმღამოდ არ ჩაგიაროს გვერდით უკეთესის მოლოდინიში."
🖊 ანო✍️
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1