Предыдущая публикация
. .
იცი,რა ძნელია უღირსს გაუცინო,
და ყალბ ადამიანს უმზირო.
იცი,რა ძნელია გულით აპატიო-
როცა საწყენია უძირო...
"ყველა გიყვარდესო"-როგორ შეიყვარებ,
ხომ ვერ ემსგავსები ნიღბიანს.
იქნებ,სიმართლისთვის ბევრმა შეგიძულოს...
ადგილს ვერ ჰპოვებენ, მიდიან...
თუ არ გედარდება შენზე რას იტყვიან,
ქვაზე ალესილი ენები...
უფრო გიჟდებიან,უფრო "ირჯებიან"-
ბოღმით ებერებათ ვენები...
და თუ ისეთი ხარ,ბოდიშს არვის უხდი,
სუსტი არაფერი არ გიყვარს.
როცა მართალს ამბობ,უნდა მოემზადო-
ბევრი სიმართლისთვის გაგრიყავს!
♡ანო.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев