იცით, მინახავს სიტყვამ „გამარჯობა” როგორ გააღიმა მარტო მჯდომი მოხუცი.
შემიმჩნევია სიტყვამ „მომენატრე” როგორ აამაღლა ადამიანის თვითშეფასება.
გამიგია როგორ გაუნათდა ცხოვრება მას, ვისაც უთხრეს „მიყვარხარ”.
ისიც მსმენია, როგორ გაუგრძელებიათ გზა სიტყვებით: „რაც არ უნდა მოხდეს, წინ იარე”.
გამარჯვებულებიც მინახავს, რომლებიც დაყვნენ სიტყვას: „გაბედე”.
სინათლეზე გამოსულებიც მინახავს სიტყვებით: „მოვა უკეთესი დღეები”.
მინახავს დაცემულნიც და ფეხზე წამომდგარნიც, სიტყვებით „წარსული უკან დატოვე და წინსვლა განაგრძე“.
წარმატებულებზეც მსმენია, რომლებიც გამხნევდნენ სიტყვებით, „კიდევ ერთხელ სცადე”.
ეს სიტყვები შესაძლოა მათ მოისმინეს მშობლისგან, შვილისგან, მეუღლისგან, მეგობრისგან, თუ აბსოლუტურად უცხო ადამიანისგან. მაგრამ, ვიღაცამ აუცილებლად თქვა ეს მარტივი და ამასათანავე, დიდი სიტყვები.
შენ და მე შეგვიძლია წარმოვთქვათ ეს სიტყვები.
ჩვენ გვგონია სიტყვა შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ სიტყვას საუკუნო ექო აქვს!#ანო.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев