მე ვიცი რას ნიშნავს, გაცრუებული იმედებით ცხოვრების გაგრძელბა...
მე ვიცი რას ნიშნავს,როცა დასაყდენ გამოცლილი ბარბაცებ და ჩამოსაჯდომს ეძებ აზრზე მოსასვლელად...
მე ვიცი რას ნიშნავს, ჭაობში ჩავარდნა და გადასარჩენად ხელ- ფეხის დაღლამდე ქნევა...
მე ვიცი რას ნიშნავს, სასოწარკვეთილისათვის უცხოს მიერ გამოწვდილი ხელი...
მე ვიცი რას ნიშნავს, ნდობა დაკარგულისთვის რწმენის ხელახლა დაბრუნება...
მე ვიცი რას ნიშნავს, ცხოვრება ტყუილში და მინდა გითხრათ, რომ მათ შორის ყველაზე საშინელი თავის მოტყუბაა...
მე ვიცი რას ნიშნავს, სულის ტკივილებით ცხოვრება, ამ დროს გულის ტკივილს ვეღარ გრძნობს თურმე ადამიანი...
მე ვიცი რას ნიშნავს, ვიღაცას იმედის თვალით შეჰყურებდე და ერთ დღეს სწორედ მანვე ჩამოგამხოს თავზე მთელი სამყარო...
მე ვიცი რას ნიშნავს, ნანგრევებში მოყოლილმა მოძებნო გზა გადასარჩენად და აკანკალებული წამოდგე ფეხზე...
მე ვიცი რას ნიშნავს, სული კბილებით გეჭიროს და მაინც არ ნებდბოდე...
მე ვიცი რას ნიშნავს, სიცოცხლეს სიკვდილი გერჩიოს, თუმცა მაინც დარჩე ცოცხალი... რადგან გაქცევა მხოლოდ სუსტების ხვედრია ამქვეყნად და ამიტომაც ყველაფრის მიუხედავად მე ვირჩევ ვიყო ცოცხალი#ანო
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев