Предыдущая публикация
და თუ ავტირდი, ჩემი ცრემლიც შენი ბრალია,,
გულზე როდესაც ტკივილად და დიდ ლოდად წევხარ,
მწარე ფიქრებით დარდმაც აღარ დამიხვალია.
შენ გადათელე ულმობელად ჩემი გრძნობები,
სამაგიეროს კარგს რას ელი, მიკვირს ძალიან,
მე ყველა ტკივილს სულ ადვილად შევიხორცებდი,
მაგრამ რა ვქნა, რომ სულში ყინვა და ავდარია.
გული გატკინე? სულ ცოტა ხნით გახედე წარსულს,
დაფიქრდი,მწარედ სანანებელს მეტს ნუღარ მეტყვი,
სიტყვას უკან ვერ დააბრუნებ ნათქვამს და წასულს,
დაე გახსოვდეს, რასაც დასთეს, იმას მოიმკი.
თუ დაგივიწყე, ეს მიზეზი შენში ეძებე,
სარკის წინაშე საკუთარ თავს კითხვა დაუსვი,
რა დავაშავე, თუ სიმშვიდე სულის ვეძებე
და ჩემი წასვლით დასასრულის ფარდა დავუშვი.#ანო
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев