ეს არ არის ტრაგედია, რადგან მთავარია საკუთარი თავი თავად გიყვარდეს,
ამის გარეშე წარმოუდგენელია აუსრულო ოცნებები მას, გააბედნიერო,
გააღიმო,
გაათამამო..
ზოგს ეს ყველაფერი ერევა,
სხვისგან ელიან ბედნიერების მინიჭებას, გათამამებას..
ზოგი საკუთარ ოცნებებსაც სხვას აჰკიდებს ხოლმე ასასრულებლად, არადა, არავინ არის ვალდებული შენ წინაშე,
საკუთარ ცხოვრებაზე მხოლოს შენ ხარ პასუხისმგებელი...
სხვაზე, თუნდაც ყველაზე ახლობელ ადამიანზე არ უნდა იყოს დამოკიდებული შენი ცხოვრების პულსირება,
შენ თავად უნდა ჰქმნიდე საკუთარ მაჯისცემას,
შენი ადამიანი კი გვერდით უნდა მოგყვებოდეს,
ზურგს გიმაგრებდეს..
შენს სცენარს თავად უნდა წერდე, სხვათა აზრებისაგან თავისუფალი..
არ უნდა ჰკარგავდე მთავარ როლს შენს ცხოვრებაში,
კულისებში არ უნდა რჩებოდე,
იქ ბნელა და მხოლოდ ტაშისცემა ისმის სხვათა გამარჯვებების..."
🖊 ანო
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев