ვერსად ვუპოვე ნაზამთრალმა ბინა გაზაფხულს,
ვერ გავაღვიძე ვეღარცერთი დღე და საათი,
ვერ ვაძებნინე დანაკარგი მიზნად დასასრულს
ან ერთი ნატვრაც გასავლელ გზას ვერსად, ტაატით.
დრო კი გასულა, მაგრამ ვნანობ... ვითვლი განვლილ წლებს,
სიფრთხილით ვადგამ ყველა ნაბიჯს,
არ ვშლი ნაკვალევს,
წარსულს ნახატად კედლებს ვანდობ,
ვტირი ნაფიქრებს
და მათთან ერთად ცრემლებს ვიშრობ
თვალში დანატევს.
ცივი ქარია, მზის სხივებმა მითხრეს უარი,
ცაზე ღრუბლებიც კვლავ მოაწყდა სევდის ნაპირებს,
მარტო, ეული არ მიმიღეს ისევ უბარი,
რადგან გვიანს ვთვლი ღვთის ბოძებულ
ბედის ნაწილებს.
ვითომ კვლავ ვცდილობ ბრძოლას, თუმცა მაინც ვმარცხდები,
უიმედობა გზას მიღობავს წლობით ნატირებს,
ვეღარ ვერევი, ვერც ვიჯერებ, მიტევს დარდები
და სევდიანი მივუყვები გრძნობით ნაფიქრებს.
,,ეთო". ივლისი. 2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев