Предыдущая публикация
თვალი ჩამიკრა ცისკრის ვარსკვლავმა,
კვლავ სამშვიდობოდ ცაზე მოსულმა
და ბნელმა ღამემ, სიზმრით მმალავმა
გზა გააგრძელა ძალზე ,,ლომგულმა".
გამოანათა დილის მშვენებამ,
მიუალერსა მიწას გულთბილად,
ჯერ კიდევ ბნელში სხივის ჩვენებამ
ვერ ჩაუარა მინას გულგრილად.
შეაფერადა ჩემი სარკმელი,
გამოაცოცხლა გრძნობა-გუნება,
აამეტყველა სევდით სათქმელი
და გაამჟღავნა თხოვნა რწმუნებად
შემოაბიჯა სულის ოთახში,
იმედი ისევ შემომახიზნა,
ისევე, როგორც გულით ოჯახში
თვალებით მზერა მე მომაბჯინა.
,,ეთო". ივლისი .2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев