ისე მიყვარხარ, ვერ გაგიშვებ ჩემი გულიდან,
სამუდამოდაც აქ იქნები, სანამ ვიცოცხლებ,
კვალად რომ დარჩი ძველ ნაპირებს გრძელი ხნულიდან,
აღარასოდეს წაიშლები, მარად იცოცხლებ.
ბევრჯერ მათოვა გამშრალ თმაზე წლების ლოდინში,
დანისლულ თვალშიც აღარ დახტის ცელქი მზის სხივი,
კვლავ გელი მაინც, რადგან გზაზე ნელი ბოგინით
მივდივარ, მაგრამ სადღა მაცდის ძნელი დღის მწკრივი.
ისევ გავყურებ შენს გზას, თითქოს უნდა გამოჩნდე,
უნდა მოხვიდე ჩემამდე და განცდით მათრთოლებს,
ფიქრშიც არ მინდა მე ვთქვა ის, რომ თუ რად დავშორდე
ან ჩემთან მოსულს ერთხელ დამრჩეს დარდი, ნაობლებს.
მხოლოდ სურვილი არ მაღონებს, კიდეც მჭირდები,
რადგან სულ მარტო სიარულით გადავიღლები,
შემომხვდი, თორემ დამაოსებ, ისე მტკივდები
და უშენობის სინანულით გარდავიცვლები.
,,ეთო" .მაისი. 2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1