Предыдущая публикация
შემოეფინა დარაბებს დილა,
ცას მტრედისფერი ჩუმად შესძინა,
ქარმა გაშალა ღრუბლები ფთილად
და მორიდებით ქუჩას შესცინა.
გადამიყარა გულზე ნაღველი,
თვალში აცელქდა სხივი ციმციმა,
ლაღი გამოჩნდა მწუხრზე ნათელი,
წუხელი თითქოს ძილში იწვიმა.
ჩამოიქროლმა გრილმა ნიავმა,
მომიალერსა თმაზე ცუღლუტად,
გრძნობამ ინება თბილმა, გვიანმა
გამოღვიძება ხმაშიც, ზურმუხტად.
ამ დროს ხალისმა მხარი გაშალა,
გაეთამაშა სახეს ღიმილად,
დარდის ლოდები დარით დაშალა
და შეუნახა ღამეს ტკივილად.
,,ეთო". ივლისი. 2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев