Предыдущая публикация
დაბადებით ვარ ქართველი, გვარად
და სახელადაც ქართველი მქვია,
ჩემი სამშობლოს მმართველი მარად,
რასაც ამ ქვეყნის საშველი ჰქვია.
მე სანაქებო დედის შვილი ვარ,
წმინდა მანდილი რომ ჰქონდა თავზე,
მის ხსენებაზე სევდით ვტირივარ,
ცრემლებს ვერ ვიშრობ კვლავ მომდგარს თვალზე.
საქართველოს წინ ვიჩოქებ მუხლზე,
არ დავიშურებ ძალას და ღონეს,
სიყვარულს ვერსად ვიშორებ შუბლზე
და მის დიდებას ზღვა ხალხს ვაგონებ.
სულით და ხორცით შვილი ვარ ქვეყნის,
ქართველობა მჭირს...არც ვფარავ არსად,
სამშობლოსათვის ფიცი მაქვს რწმენის,
შემოვერტყმები კვლავ დამცავ გარსად.
მე ქართველი ვარ!...სახელად, გვარად,
სანამ მაცოცხლებს უფალი, ღმერთი,
ისევ დავდგები მცველად და ფარად,
თუნდაც გზა დამრჩეს უვალი, ერთი.
,,ეთო" .მაისი .2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1