ჯერ არ დამშრალა ჩემი სტროფები,
მზად ვარ ეს მთები კვლავაც გადავდგა
ჩემთან თუ მოხვალ მეამბორები.
სიზმრად მოსული ცხადში გიხილე,
ამიხდა ყველა ჩემი ოცნება.
შენხარ მზის სხივი სარკმლის კიდეზე
თვალის მოკვრისას რომ გაოცდება.
მტკივა ყოველი წამი და წუთი,
საუკუნოდ ჩანს მთელი დღე ჩემი.
ეს დრო არასდროს არ იყო რთული,
უკან დავტოვეთ რაც იყო ბნელი.
მიყვარხარ ძლიერ, არ წყდება წამით,
სხვას კი რაც უნდა მათ ქონდეთ ისევ.
მივდივარ შენთან გრძნობებით დაღლილს
ვერ ვიმჩნევ გზაზედ მორბენალ რითმებს.
საღამო მოდის, მზე საბანს იფარს,
იმზადებს ღამის საგზალს ხვალისთვის.
მე ისევ ვზივარ ამ ქუჩის მიღმა,
რა დროც გინდ იყოს ისევ დაგიცდი.
ღამდება შენით, მთვარე ჩანს ლანდად,
არ ცხრება ჩვენთან სხივთა მორევი.
მზად ვარ ეს მთები კვლავაც გადავდგა,
ჩემთან თუ მოხვალ მეამბორები.....
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев