სიტყვა მერევა ცრემლიან ხმაში
თოვა იწყება სევდა ჯვარს იწერს
დათოვლილ ქუჩის ჭუჭყიან კარში
სიმარტოვის ცა თავზე მახურავს
ფიფქთა აკვანი ალღოს მარიდებს
შენ სადღა გნახავ მიწაც არ ბრუნავს
თოვლი ფარავდა შენს კვალს ნაბიჯებს
დავიარები ცრემლების ზღვასთან
ცივა და მტკივა თოვლის შეხება
უშენოდ ზამთარს მიუვალ ნაზად
დღეს სიკვდილისას ველი შეტევას
წამზომს მირთავენ ალკოჰოლს ვიტან
სევდა სასმელით სულში ერევა
ნაგვიან ქუჩებს ველი და ვიღაც
ლოთი ამ ბრბოში ვეღარ ეტევა
ღამე ლამპიონს ძირას ვატარებ
საღია ყველა ცივი ნათება
თუ შეგეყრები ვიცი მაკმარებ
აქამდე ტანჯვას დრო განათლდება
მეტყვი რომ მოვედ ვიცი მელოდი
ვიცი ცრემლების იდექი ზღვაში
მე მაპატიე თავს ვერ ვეტყოდი
რომ სიყვარული მდებია ხმაში
ჩემს გულს გაჩუქებ შენთან დავრჩები
მე მოგაშორებ იანვრის ყინვას
ეს სიზმარია განა წავედი?!
განა ამ გულში სიძულვილს ძინავა.
მითხარ მიყვარხარ მეც ამას ველი
მეც ამ გრძნობებით ისე ვარ სავსე
როგორც გაზაფხულს ნუშის რტოები
ყავილებს უთვლელს მიწაზე აფენს
და შევრიგდებით ცოტა ხნით მაინც
ცოტახნით თოვას წაშლის სხივები
შენ ისევ წახვალ დავრჩები მთვრალი
და შენს მოსვლამდე ასე ვიქნები
მე დაძინება სამუდმოდ მიწევს
სიტყვა მეშლება ცრემლიან ხმაში
თოვა იწყება სევდა ჯვარს იწერს
დათოვლილ ქუჩის ჭუჭყიან კარში
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев