Предыдущая публикация
თუმც კი არც ახლა ვუჩივი ყინვას
გაყვითლდა დღესაც მწვანე ფერები
მიკვირს ოქტომბრის ცრემლების რისხვა
ვშიშობ ნოემბერს ვიცი დამახშობს
დამიმახინჯდა გულის ადგილი
თითქოს დინამიტს ვაღვივებ ამდროს
თავზე დამადგა მკვლელინ აჩრდილი
ამტკივდა გულში ყველა ნატკენი
როგორც ჭრილობა ომების შემდგომ
რატომ გავმხდარვარ მეტად თავხედი
სიზმრებს ვამაგრებ ღამეში ერთობ
გხედავ თვალების დახუჭვით მხოლოდ
ძილში ხარ თურმე ყველა წამებში
საკუთარ თავთან სიკვდილზე ვომობ
არ ვიც რარიგად როდის დავეცი
აქ ქარებს ცვლიან ცივი დღეები
მე უშენობით ვუჩივი ყინვას
გაყვითლებულან მწვანე ტყეები
ვგუობ ოქტომბრის ცრენლებთა რისხვას
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев