და გულს დავმარხავ შესასვლელთან სადაც ბილიკზე ,
გაივლი, იტყვი, ამ სტორფებმა დაიწყო დაღლა.
მინდა მოგირთო ყველა ქუჩა სადაც ივლი შენ.
ამ ფრესკებს შენი წამწამები წარბები რომ აქვთ,
და ეს ფორმები წმინდა არის ჩემს სულთა მყოფი,
სულის სიმშვიდე თუ სიკივდილის ფერებად მოჩანს,
მაშინ ეს ბოლო სტრიქონია შენგან გამყოფი.
განა მთვრალი ვარ ,სევდამ ახალ დღეს გადაუსწრო,
მე ამატირა სიგარეტის კვამლმა ახლიდან ,
ეს ტკივილია, ეს წამებიც არის უძირო.
გაქცევა კი მსურს ამ ქვეყნიდან, და ამ სახლიდან
როგორც პეპელა,სამ დღეს ვითვლი სამჯერ ფარფატითმ
ტაძრის ფრესკის წინ სალოცავად კვლავ ავტირდები.
მოხვალ, ფიქრებში სიყვარულის გარდა არაფრით,
და მგლოვიარეს კვლავ ტკივილით დამაკვირდები.
სიყვარულია, ეს მაბრუებს მაჩვევს ატანას!
დასტური გახდა ხეთა ჯარი გაუკვალავი,
იქნებ შენც ებრძვი დაშორების შმედეგ სატანას,
თითქოს განცდებით დაიღალე, დაუღალავი.
გეძახი ქარში, გამოქვაბულს ბინადარს ვგავდი,
ორიოდ წამი და გავქრები სრულად უჩინრად.
მწამხარ ქალღმერთო, აქამდეც კი ათასჯერ მწამდი,
მაგრამ გაგიშვი, ხელი ისე ცივად, უტიფრად.
შენს სალოცავად მე საკუთარს ავაგებ ტაძარს,
და გულს დავმარხავ შესასვლელთან სადაც ბილიკზე .
გაივლი, იტყვი, რომ დაიწყო სტორფებმა დაღლა.
მინდა მოგირთო ყველა ქუჩა სადაც ივლი შენ.
ასე დასრულდა, აქ ვერაგი გულის ამბავი.
ვტირი, მუდმივად და ცრემლების დაშრობას განვცდი.
თუ სასტიკია ეს ცხოვრება რასაც ვკარგავდი,
მოვკვდები, სანამ მეტად ვიგრძნობ ტკივილებს დაჭრის!!!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев