როგორც კარიბჭე სამოთხის მიღმა
ბოღმა ზენიტზე ასული მომთხოვს
რომ დავივიწყო ყოველი წმინდა
მძაფრი სურვილი ცამდე აწვდილი
როგორ გავაღწევ ამ ქაოსიდან
ისევ არ მერგო ჩემი მარხილი
დამარცხებულის ცრემლი მომცვივდა
მასობრივია გონების გლოვა
ქარს მწუხარების სუნი მოჰქონდა
არავინ იცის ამ გულის ბოღმა
ზეცამ სიკვდილი როგორ მომთხოვა
დამივიწყებენ არ ღირს გოდება
დამტოვებს ყველა დავრჩები მარტო
აქ გაზაფხული სულ არ ცოცხლდება
ცივი გონება სტროფებად მათოვს
სხვა გზას ვერ ვხედავ არაფერს ვგეგმავ
სულ არ მოგითხრობთ ისე ვასრულებ
შავი ფერების კვლავ შავთან შერწყმა
ხედავთ სიკვდილით დავიმსახურე
ვიცი რომ არ ვარ ისეთი კარგი
როგორც გინდოდათ როგორსაც მთხოვდით
გაცსუქდი მეტად ბოღმით და ჯავრით
სხეულით არა სულით დაგშორდით
ჩემთვის ვარ ისევ ცივი ღიმილის
მიღმა დავმალავ გრძნობებს და განცდებს
მალე დავშრები მტკნარი სიცილით
ხედავ რომ არცერთ ტკივილს არ ვაცდენ!!!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев