Фильтр
Все темы

⚽ მაგარი ამბავი

UEFA-ს გადაწყვეტილებით, თუ ევრო 2024-ის ფინალის შემდეგ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი არ გამოვლინდება, „ოქროს ბუცი“ ყველა იმ ფეხბურთელს გადაეცემა, რომლებსაც გატანილი გოლების თანაბარი რაოდენობა აქვთ.
დღეის მონაცემებით, ყველაზე მეტი, სამ-სამი გოლი, გატანილი აქვთ:
  • გიორგი მიქაუტაძეს (საქართველო),
  • ჯამალ მუსიალას (გერმანია),
  • ჰარი კეინს (ბრიტანეთი),
  • კოდი გაპკოს (ნიდერლანდები),
  • დანი ოლმოს (ესპანეთი),
  • ივან შრანცს (სლოვაკეთი).
იმ შემთხვევაში, თუ ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებების ფინალში (14 ივლისს) ვერც კეინი და ვერც ოლმო გოლს ვერ გაიტანენ, მაშინ „უეფა“ ექვსივე ფეხბურთელს დააჯილდოებს „ოქროს ბუცით“.
ასე რომ, ჩვენს გიორგი-ჟორჟს დიდი შანსი აქვს, „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახ
  • Класс!3

🚘 პარლამენტი ახალ მანქანებს ყიდულობს

საქართველოს პარლამენტმა 6.7 მლნ ლარის 60 ავტომობილის შეძენა გადაწყვიტა. ახალი მანქანების შესყიდვაზე ტენდერი პარლამენტის აპარატმა დღეს გამოაცხადა.
✅ ტენდერის პირობებით, ავტომობილები უნდა იყოს: I კლასის, სედანის ტიპისა და ჰიბრიდული; ამასთან, არ უნდა იყოს 2024 წელზე ადრე გამოშვებული, არ უნდა ჰქონდეს 200 კმ-ზე მეტი გარბენი, უნდა იყოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული.
ℹ შესყიდვებისთვის გამოყოფილი საერთო თანხიდან, ანუ 6 712 230 ლარიდან საკუთრივ ავტომანქანებზე დაახლოებით 5 557 800 ლარი დაიხარჯება, ხოლო დანარჩენი 1 154 430 ლარი - 5-წლიან საგარანტიო პერიოდზე გათვლილ მომსახურებაზე (საწვავი და ტექნიკური მომსახურება).
დღეისათვის პარლამენტის აპარა
  • Класс!0

🔴 უკრაინის პრეზიდენტი... პუტინი

ნატო-ს სამიტზე ჯო ბაიდენმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა და უკრაინის პრეზიდენტად პუტინი დაასახელა.
„ახლა კი მინდა სიტყვა გადავცე უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც აქვს არა მხოლოდ გამბედაობა, არამედ მონდომებაც. ქალბატონებო და ბატონებო, პრეზიდენტი პუტინი“, – გამოაცხადა ბაიდენმა.
და როდესაც დარბაზში კანტიკუნტი ტაში გაისმა, ბაიდენი უეცრად მიხვდა, რომ გვარი შეეშალა და შეეცადა, სიტუაცია გამოესწორებინა.
„პრეზიდენტი პუტინი... ის დაამარცხებს პრეზიდენტ პუტინს. პრეზიდენტი ზელენსკი! მე იმდენად ვარ ორიენტირებული პუტინის დამარცხებაზე, რომ ამაზე უნდა ვიღელვოთ“, – დასძინა ბაიდენმა და გზა ზელენსკის დაუთმო.
00:23
  • Класс!1

⚽ მუქარა ნაკრების მიმართ დასჯადია!

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირს, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ ლადო დვალიშვილს ცემითა და მოკვლით ემუქრებოდა, ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ℹ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (მუქარა), რომლითაც ჰქონდა წარდგენილი ბრალი პირს, მაქსიმალურ სასჯელად სწორედ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საუბარია ვინმე ნოდარ ნიშნიანიძეზე, რომელზეც 2015 წლიდან იარაღის შენახვისთვის საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული (თვითონ ამბობდა, პოლიციამ ჩამიდო იარაღიო).
როგორც ირკვევა, ნიშნიანიძემ ლადო დვალიშვილს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა და დაემუქრა, რომ ყველა იმას, ვინც მისი ცოლისძმა, ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი „დაჩაგრა“ და უეფას
  • Класс!3

🔴 სასიკეთო ცვლილებები ბიუჯეტში

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის წლევანდელი ბიუჯეტი 519 მილიონი ლარით იზრდება.
ეს ნამატი თანხა უწყებებზე ასე გადანაწილდება:
  • 115 მილიონი - ჯანდაცვის სამინისტრო
  • 100 მილიონი - თავდაცვის სამინისტრო
  • 80 მილიონი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
  • 33 მილიონი - კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  • 10 მილიონი - შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • 10 მილიონი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
  • 6 მილიონი - საგარეო საქმეთა სამინისტრო
  • 3 მილიონი - ცესკო
  • 60 მილიონი - სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ბიუჯეტი
  • 102 მილიონი - მუნიციპალიტეტები.
  • Класс!0

🔴 ბალტიის ქვეყნებმა რუსეთში ექსპორტი გაზარდეს

ევროსტატის ბოლო ანგარიშით, რუსეთში ექსპორტით ბალტიისპირეთის ქვეყნები – ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ლიდერობენ.
ℹ ევროსტატი – ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური, რომელიც კავშირის წევრი ქვეყნების შესახებ სტსტისტიკურ ინფორმაციას კრებს. მისი სათავო ოფისი მდებარეობს ლუქსემბურგში.
ანგარიში რუსეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვისა და ექსპორტ-იმპორტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეიცავს.
ამ მონაცემების მიხედვით, 2023 წელს:
🇱🇹 ლიეტუვის ექსპორტი რუსეთში 13,8%-ს, ანუ 2.143 მლრდ ევროს შეადგენდა,
🇱🇻 ლატვიის ექსპორტი რუსეთში 28.5 %-ს, ანუ 2.125 მლრდ ევრო იყო,
🇪🇪 ესტონეთის ექსპორტი – 12.4%, ანუ 589 მლნ ევრო.
🇬🇪 უნდა აღინიშნოს, რომ საან
  • Класс!0

🔴

  • Класс!0

🔴 დროშის და გერბის კონკურსი ჩაიშალა

თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი ჩაიშალა. მიზეზი – ეს წარდგენილი ნამუშევრების კრიტერიუმებთან შეუსაბამობაა.
როგორც მერია წერს, კონკურსზე სულ 27 ნამუშევარი იყო წარდგენილი, რომლებიც საკონკურსო კომისიამ ისე განიხილა, რომ ავტორების ვინაობა არ იცოდა (წესია ასეთი). განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ნამუშევრების ნაწილი უბრალოდ კი არ ჰგავდა, არამედ პირდაპირ იმეორებდა სახელმწიფო სიმბოლოებს, რაც დაუშვებელია ქალაქის სიმბოლიკისათვის.
ამასთან ირკვევა, რომ:
  • ნამუშევრების უმრავლესობა ერთი და იგივე იდეის სხვადასხვა ვარიანტი იყო;
  • ბევრ შემთხვევებში არ იყო დაცული კავშირი გერბსა და დროშას შორის (არადა, თურმე, ჰერა
  • Класс!0

📊 ვინ რამდენი არაყი იყიდა რუსეთისგან

🇷🇺 სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს რუსეთმა სულ 59,7 მილიონი დოლარის არაყი გაყიდა.
აქედან ჩვენს რეგიონში ყველაზე მეტი შეიძინა:
🇦🇲 სომხეთმა – 4,5 მილიონი დოლარის ღირებულებისა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ რუსული არყის იმპორტი ამ ქვეყანაში, წინა წლებთან შედარებით შარშან მესამედით იყო შემცირებული.
🇬🇪 საქართველომ – 3,9 მლნ დოლარისა;
🇦🇿 აზერბაიჯანმა – 3,5 მლნ დოლარისა.
📌 როგორც ღია წყაროებიდან ირკვევა, 2023 წელს რუსეთში არყის წარმოების ტემპი შენელდა. რიგ უცხოურ ბაზარზე რუსული პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების გამო, ის, რაც ადრე საექსპორტოდ იწარმოებოდა, შიდა ბაზარზე გადანაწილდა.
00:14
არაყი
111 просмотров
  • Класс!0

🔴 ლარის კურსი 11 ივლისს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7488 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0023 ლარით გამყარდა.
შეგახსენებთ: 10 ივოლისს ერთი დოლარი 2,7511 ლარი ღირდა.
სხვა ვალუტების კურსი დღეისათვის ასეთია:
  • Класс!0

🇺🇸 🇬🇪 სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისშია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია თბილისს ეწვია.
როგორც ის X-ის აკაუნტზე წერს, ჩვენს ქვეყანაში იმისთის ჩამოვიდა, რომ „ხაზგასმით აღნიშნოს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქართველი ხალხის მიმართ“.
და იქვე აღნიშნავს, რომ:
„ამერიკა სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს".
უზრა ზეია საქართველოში მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდება.
  • Класс!4

🇬🇪 საქართველო გლობალური ინოვაციების ინდექსში

ℹ️ გლობალური ინოვაციების ინდექსი (Global Innovation Index) არის გლობალური კვლევა, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგს ადგენს ინოვაციების განვითარების დონის მიხედვით.
კვლევა 2007 წლიდან ატარებენ საერთაშორისო ბიზნესსკოლა INSEAD და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია. დღეისათვის ეს ინოვაციური განვითარების ინდიკატორების ყველაზე სრულყოფილი კომპლექტია მსოფლიოში.
გლობალური ინოვაციების ინდექსი 82 ცვლადს ეფუძნება, რომლებიც
❇ ახალი ინდექსით, რომელიც დეტალურად ახასიათებს ეკონომიკურად სხვადასხვა დონეზე მყოფი ქვეყნების ინოვაციურ განვითარებას, რეგიონში პოზიციები ასე გადანაწილდა:
  1. 🇹🇷 თურქეთი – 39
  2. 🇷🇺 რუსეთი – 51
  3. 🇬🇪 საქართველო – 65
00:18
რობოტი
69 просмотров
  • Класс!0

☀ საქართველოში ორი მზეა

ეს მაგარი აფრიკელი კაცი, მისი ქვეყნისა და კონტინენტის მიხედვით, ჩვენი მეზობელი ვერაა, მაგრამ მთლად ჩვენებური კია.
ეს ვიდეო ნახეთ და მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ ❤
  • Класс!3

🔴 „ლომჯარიამაგვარი“ ხალხი მთავრობაში?

🇬🇪🇩🇪 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გერმანიის ელჩის განცხადებით უკმაყოფილოა, ვინაიდან მის სიტყვებში საეჭვო ჩანაფიქრს ხედავს.
შეგახსენებთ: მანამდე გერმანელმა დიპლომატმა თავისი ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილება გაახმოვანა. ამ გადაწყვეტილებით, გერმანიამ საქართველოს ფინანსური დახმარებაც შეუჩერა და, აშშ-ის მსგავსად, სამხედრო მისია „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობაც.
ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ დასავლელ პარტნიორს ჩვენი ქვეყნის მთავრობის შეცვლა და სათავეში „ლომჯარიამაგვარი“ ადამიანების მოყვანა სურდეს.
  • Класс!0

🔴 პოლიციამ მოძალადე დააკავა

აჭარის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც გუშინ ქედის რაიონში მცხოვრებ შშმ პირზე, 35 წლის ქალზე იძალადა - სვემა და გააუპატიურა.
როგორც ირკვევა, ეს 1994 წელს დაბადებული (30 წლის), წარსულში ნასამართლევი ჯ.გ.-ა, რომელსაც ახლა 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ელოდება.
შეგახსენებთ: ეს საზარელი შემთხვევა ქედაში სამი დღის წინ მოხდა. როგორც ამბობენ, მოძალადე კაცი დაზარალებულის ოჯახში სტუმრად დადიოდა ხოლმე და ამ ჯერზეც თავისუფლად მისულა. სამწუხაროდ, მსხვერპლი ქალი შინ მარტო ყოფილა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია კაცს.
სატიკად ნაცემ ქალს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისათვის მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
  • Класс!1

🇬🇪🇩🇪 გერმანიამ დახმარება შეგვიჩერა

გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა თავისი მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო ჟურნალისტებს.
‼ ამ გადაწყვეტილებით, გერმანიამ საქართველოს ფინანსური დახმარებაც შეუჩერა და, აშშ-ის მსგავსად, „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობაც.
ფიშერი ძალიან წუხს შექმნილ ვითარებაზე და აცხადებს, რაც მოხდა, საქართველოს ხელისუფლების ბრალიაო.
„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, მაგრამ ჩვენ ამ პროცესში ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით, როგორც იცით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო“, – თქვა ელჩმა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა.
ესეც ვიდეოამონარიდი პეტერ ფიშერის კომენტარიდან:
00:28
პეტერ ფიშერი
86 просмотров
  • Класс!0

🔴 🇬🇪 ლარის კურსი 10 ივლისს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7511 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0112 ლარით გაუფასურდა.
შეგახსენებთ: 9 ივლისს ერთი დოლარი 2,7399 ლარი ღირდა.
სხვა ვალუტების კურსი დღეისათვის ასეთია:
  • Класс!0

🔴 ივანიშვილი კიდევ გამდიდრდა

Bloomberg-მა მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის განახლებული რეიტინგი
https://www.bloomberg.com/billionaires/
გამოაქვეყნა.
✳ ინდექსიდან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო პერიოდში 700 მილიონით გაზრდილა და ამ დროისათვის 7.30 მილიარდ დოლარს შეადგენს. რეიტინგში ის 359-ე ადგილზეა.
💲 ჩამონათვალში შესულია კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი – მიხეილ ლომთაძე. მისი ქონება 6.72 მილიარდი დოლარია და რეიტინგში 423-ე პოზიციაზეა.

რა ხდება სამეზობლოში

Bloomberg-ის განახლებულ ინდექსში რუსეთიდან 26 უმდიდრესი ადამიანი მოხვდა. აქედან ყველაზე მდიდარი ვლადიმირ პოტანინია - 32 მლრდ-ით (53-ე ადგილი), ხოლო ყველაზე „ღარიბი“ - სერგეი პოპოვი, რომლის ქონებაც 6.2 მლრდ დოლარია და რეიტინგში 458-ეა.
თურქეთის, აზერბაიჯანის ან
  • Класс!3

🔴 კალაძე გაყინულ 30 მლნ-ზე

🇪🇺🇬🇪 თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 30 მლნ ევროს გაყინვის თემას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ: მანამდე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა და ახლა ამ თანხას საქართველოში მედია- და სამოქალაქო საზოგადოებების განვითარება-დაცვას მოახმარს.
კალაძე ერთგავარდ საყვედურობს ევროკავშირს, რომ ფული იმ ჯარს გაუყინეს, რომელიც სამშვიდობო მისიებში აქტიურად მონაწილეობდა და უფრო მეტიც, ნატო-ს წევრ ქვეყნებზე მეტი ჯარისკაცი ჰყავდა გაშვებული ამ მისიებში.
00:16
კახა კალაძე
341 просмотр
  • Класс!1

🔴 🇬🇪 მსოფლიო ბანკის უახლესი მონაცემები

მსოფლიო ბანკი მთლიანი ეროვნული შემოსავლების (მეშ) განახლებულ გლობალურ მონაცემებს აქვეყნებს
https://data.worldbank.org/indicator/NY.GNP.MKTP.PP.CD
.
ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი, მსყიდვეულნარიანობის პარიტეტის მიხედვით, 2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა და 86,6 მილიარდ საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა.
ამით საქართველო იმ 30 ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებშიც გასულ წელს მეშ-ი ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა.
❇ მთლიანი ეროვნული შემოსავალი (მეშ) – ქვეყნის რეზიდენტების მიერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის ჯამი. მთლიანი ეროვნული შემოსავალი მოიცავს როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებულ შემოსავალს, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რეზიდენტების მიერ მიღე
00:19
სტატისტიკა
56 просмотров
  • Класс!0
Показать ещё