Фильтр
Все темы

🔴 კვესტი გუბერნატორისგან

🇷🇺 სოციალური ქსელებით ვირუსულად ვრცელდება რუსეთის ვოლოგდის გუბერნატორ სერგეი ფილიმონოვის ვიდეო.
საქმე ისაა, რომ ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც გუბერნატორი ხელქვეითებისაგან ანგარიშს იბარებდა, ფილიმონოვს მოახსენეს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე ცუდი შედეგები ინგლისურ ენასა და ინფორმატიკაში დაფიქსირდა...
და ფილიმონივმა ინგლისურად, წმინდა ბრიტანული აქცენტითა და ბრიტანულად თავაზიან-მკაცრად მოსთხოვა მომხსენებელს პასუხი შეკითხვაზე, რა სჭირს ინგლისურ ენას ვოლოგდაში?!
  • Класс!3

🔴 გამოჩნდება ხალხი, რომელსაც არ ელით!

გთავაზობთ უახლეს წინასწარმეტყველებას ლელა კაკულიასგან.
ვიდეოში, რომელიც 2024 წლის 24 ივლისსაა ჩაწერილი, საუბარია ჩვენს ქვეყანაში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებზე და ვფიქრობ, დაგაინტერესებთ.
00:50
ლელა კაკულია
1 620 просмотров
  • Класс!6

🔴 ბედი ჰქონია!

აზერბაიჯანელი მომღერალი MadTeen (მეთინ ჰუსაინზადე) სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდლის.
არადა, თავად არც შეუმჩნევია, რას ნიშნავდა მისთვის წამის მემილიონედებში გვერდზე გადადგმული ერთი ნაბიჯი.
00:14
  • Класс!7

🔴 ოპოზიციის შეცვლილი მიდგომა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთისადმი ოპოზიციის უეცრად შეცვლილ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
პაპუაშვილის მთავარი გზავნილი ასეთი იყო:
  • Класс!3

🔴 დაკარგულები დაბრუნდნენ!!!

სვანეთის მთებში დაკარგული ახალგაზრდები, გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი უკვე შინ არიან.
როგორც „სვანეთი ნიუსი“ წერს:
„ბიჭები თავისი ფეხით ჩავიდნენ ზემო სვანეთიდან ქვემოში. ჯანმრთელად და კარგად არიან, ჩვენ კი გვანერვიულეს...“
ესეც დაკარგულ-გამოჩენილების პირველი კომენტარი:
  • Класс!6

💥 აფეთქდა პიროტექნიკის ქარხანა

🇧🇬 ბულგარეთის პიროტექნიკის ქარხანაში ორი ტონა ფეიერვერკი აფეთქდა.
აფეთქება, რომლის სიმძლავრე ორი ტონა ტროტილის შესაბამისი იყო, დედაქალაქ სოფიადან დაახლოებით 30 კილომეტრში მოხდა, დასახლებული ტერიტორიიდან მოშორებით.
საბედნიეროდ, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულია ორი ადამიანი — მამაკაცი და ქალი, რომლებსაც სხეულის 85% აქვთ დამწვარი.
  • Класс!2

🔴 უგულავა იმუქრება

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ერთი საკმაოდ მძიმე განცხადება გააკეთა.
ის ბიძინა ივანიშვილს ლიბიის პრეზიდენტის, მუამარ კადაფის ბედით დაემუქრა, რომელიც 2011 წელს მოკლეს მეამბოხეებმა.
  • Класс!5

🔴 ჯექსონები ბაქოში

პოპ-მუსიკის მეფის, ლეგენდარული მაიკლ ჯექსონის ძმები ბაქოს ეწვივნენ.
ტიტო, მარლონ და ჯეკი ჯექსონებმა ბაქოს ძველ უბანში - იჩერი-ხანში გაისეირნეს და ჰეიდარ ალიევის ცენტრის პარკსაც ეწვივნენ.
შეგახსენებთ: ჯექსონების ოჯახში 9 შვილი იზრდებოდა. მაიკლს 5 ძმა და 3 და ჰყავდა.
01:18
  • Класс!3

🔴 ბაიდენმა მთავარი მიზანი დაასახელა

🇺🇲შეერთებული შტატები კვლავაც განაგრძობს იმ ქვეყნების კოალიციად შეკრებას, რომლებიც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებიან, - ასეთი იყო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ამერიკელი ერისადმი ვიდეომიმართვის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი.
ბაიდენის თქმით, ის განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ შეერთებული შტატები დარჩეს თავისუფალი სამყაროს ძლიერ და უსაფრთხო ლიდერად, ხოლო ნატო - უფრო ძლიერი და ერთიანი, ვიდრე ოდესმე ყოფილა ისტორიაში.
  • Класс!0

🔴 ასაკი - 14 საუკუნე!!!

🇬🇪 ახალქალაქის სოფელ აგანაში მე-10 საუკუნის წარწერა აღმოაჩინეს, რომელიც ქვის ფილაზეა დატანილი და რომელშიც ბაგრატ III კურაპალატია მოხსენიებული.
ბაგრატ III ბაგრატიონი - გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975–1014 წლებში.
ბაგრატი იყო ქართველთა მეფეთ-მეფე გურგენის შვილი, ეგრის-აფხაზეთის უშვილო მეფე თეოდოსის დისწული და ტაოს მეფე დავით III კურაპალატის შვილობილი.
ბაგრატ III–მ პირველმა მიიღო „აფხაზთა და ქართველთა მეფის" ტიტული.
მისი სრული ტიტულატურა იყო „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, კურაპალატი".
ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდში აიგო არაერთი არქიტექტურული შედევრი. მათ შორის, ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, ნიკორწმინდის ტაძარი და ბედიის მონასტერი.
  • Класс!6

🔴 🇬🇪 საქართველო 9 ადგილით დაწინაურდა

ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 108-ე ადგილზეა.
განმარტება: როდესაც ქვეყნის ბიუჯეტში ხარჯები უფრო მეტია, ვიდრე შემოსავლები, ბიუჯეტი ამ დროს დეფიციტურია და ხარჯების დასაფარავად მთავრობა ფულს სესხულობს.
გამომდინარე იქიდან, რომ დეფიციტი ქვეყნის სახელმწიფო ვალსაც ზრდის და სხვა მაკროეკონომიკურ პრობლემებსაც იწვევს, მისი არსებობა არასასურველია.
📊 საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ 2024 წლის აპრილში გამოქვეყნებული მონაცემებით, ბიუჯეტის დეფიციტის მიხედვით საქართველო 187 ქვეყანას შორის 108-ე ადგილზეა.
შარშან საქართველო რეიტინგში 99-ე ადგილზე იყო, ანუ წელს ქვეყნის პოზიცია 9 საფეხურით გაუმჯობესდა.

რა ხდებ

  • Класс!3

🔴 ლარი ცოტათი გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7152 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
შესაბამისად, გუშინდელთან შედარებით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 0,0090 ლარით გამყარდა.
✅ შეგახსენებთ: გუშინ ერთ დოლარი 2,7242 ლარი ღირდა.
სხვა ვალუტების კურსი დღეისათვის ასეთია:
  • Класс!0

🔴 ამფეთქებელი დაკავებულია

მოსკოვში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი მამაკაცი თურქეთში, ქალაქ ბოდრუმში დააკავეს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ეს რუსეთის მოქალაქე ევგენი სერებრიაკოვია.
ინციდენტი მოსკოვში გუშინ მოხდა. მამაკაცმა ასაფეთქებელი მოწყობილობა რუსეთის შეიარაღებული ძალების სატელიტური კომუნიკაციების ცენტრის უფროსის მოადგილის, ანდრეი ტორგაშოვის მანქანაზე დაამონტაჟა. აფეთქების შედეგად დაშავებულია ცოლ-ქმარი.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მცდელობა ტორგაშოვის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.
  • Класс!2

🇺🇲 ნახვამდის, ჯო!

დღეს ამაზე უფრო სახალისოს ვეღარაფერს ნახავთ 😎
ცოტა გავერთოთ და დაბნეული ჯო ბაიდენის კაზუსები გავიხსენოთ.
  • Класс!5

🔴 ახალი თურქული გამანადგურებელი

🇹🇷 თურქეთმა ახალი უპილოტო გამანადგურებლის პროტოტიპი წარმოადგინა და მისი ძრავის ტესტირება ჩაატარა.
აი, როგორ გამოიყურება Bayraktar KIZILELMA, როდესაც მისი ძრავი სრული სიმძლავრით მუშაობს.
00:43
Bayraktar KIZILELMA
398 просмотров
  • Класс!2

🇺🇲 ჰარისმა ტრამპს გაუსწრო

ახალმა გამოკითხვამ, რომელიც Reuters/Ipsos-მა ჩაატარა, აჩვენა, რომ კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს მცირე უპირატესობით უსწრებს.
კვლევით, რომელიც 21-22 ივლისს ჩატარდა (ანუ მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა), გაირკვა, რომ ჰარისს გამოკითხულთა 44% უჭერს მხარს, ტრამპს - 42%.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში 1241 ზრდასრული ამერიკელი, მათ შორის 1018 რეგისტრირებული ამომრჩეველი მონაწილეობდა. ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.
  • Класс!5

🔴 სუს-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა გუშინ მედიით გავრცელებული
https://ok.ru/saqartvelodasamezoblo/topic/156300676688100
 ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში უკრაინაში მებრძოლ ქართველებს გამოკითხვებზე ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე იბარებენ.
უწყების განცხადებით, უკრაინაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები და ყოფილი ძალოვანები ბიძინა ივანიშვილის მკვლელობას ამზადებდნენ და აფინანსებდნენ.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატი
  • Класс!3

🔥 ძლიერი ხანძარი ვარკეთილში

წუხელ, შუაღამით, ვარკეთილში ავტოფარეხები დაიწვა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე ერთ-ერთ ფარეხში შენახული პიროტექნიკა აფეთქდა, რასაც აალება მოჰყვა, მერე კი ცეცხლი ახლომდებარე ნაგებობებზეც გავრცელდა.
ცეცხლი ისეთი ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე რამდენიმე კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს.
ხანძრის ამსახველი ვიდეოები ადგილობრივებმა გაავრცელეს.
‼ თუ ვინმეს პიროტექნიკა გაქვთ შენახული გაუნიავებელ, დახუთულ სათავსოებში, იცოდეთ, რომ ეს ძალიან, ძალიან სახიფათოა - მით უმეტეს, ზაფხულის ხვატში!!!
  • Класс!8

💲 დოლარი ისევ გაძვირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,7242 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
შესაბამისად, გუშინდელთან შედარებით, ქართული ვალუტა დოლარის მიმართ 0,0138 ლარით გაუფასურდა.
შეგახსენებთ: გუშინ ერთი აშშ დოლარი 2,7104 ლარი ღირდა.
სხვა ვალუტების კურსი დღეისათვის ასეთია:
  • Класс!1

🔴 ეთიკის საბჭომ კვესიტაძე და მელაძე გაამტყუნა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ტელეკომპანია „პირველის“ წამყვანმა ნოდარ მელაძემ, ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ და ტელეკომპანია „მთავარის“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები დაარღვიეს.
საბჭოს გადაწყვეტილებით:
  • ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტი არის მანიპულაციური და საზოგადოებისთვის ისეთი გზავნილების მიწოდებას ემსახურება, რომელთა ნაწილიც არ არის სათანადოდ გადამოწმებული და დადასტურებული.
  • გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი” დაირღვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპები, რომელიც შეეხება ინფორმაციის სიზუსტეს
  • Класс!3
Показать ещё