Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
🇬🇪 გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ლისაბონის "სპორტინგში" აგრძელებს
ინფორმაცია ამის შესახებ "ლევანტეს" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა - "ქოჩორაშვილმა კონტრაქტი "სპორტინგთან" გააფორმა, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლუბთან პორტუგალიაში".
კონტრაქტი 25 წლის ქართველ ნახევარმცველთან 2030 წლამდე გაფორმდა. ქოჩორაშვილი 30 ივნისამდე იჯარით ამჟამინდელ კლუბ "ლევანტეში" ითამაშებს და "სპორტინგს" ივლისიდან შეუერთდება.
მხარეებმა შეთანხმებას სატრანსფერო თანხაზე, 7.5 მილიონ ევროზე (5.5 მილიონი პლუს 2 მილიონი ბონუსის სახით) მიაღწიეს. ქართველის გამოსასყიდი ფასი 80 მილიონი იქნება.
0 комментариев
1 класс
🇬🇪 სასამართლო მაგდა პაპიძის საქმეს უბრუნდება
⠀
უვადო მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში მკაცრი პირობების შემსუბუქებას და დახურული ზონიდან ნახევრად ღია დაწესებულებაში გადასვლას ითხოვს.
⠀
როგორც მან მოსამართლეს მიმართა, მისი სურვილია ჩაერთოს ციხის ყველა პროგრამაში, იმუშაოს და თანხა დააგროვოს. უვადო პატიმარს ციხიდან გასვლის მოლოდინი აქვს და წლების ფუჭად გატარება არ სურს.
⠀
"მინდა, რომ დრო გამოვიყენო ადამიანურად. აქედან რომ გავალ, გავიდე ადამიანი. არ მქონდეს განცდა, რომ წლები დამეკარგა", – მიმართა პაპიძემ მოსამართლეებს.
1 комментарий
0 классов
🇬🇪 საქართველომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ექვსი ლიცენზია მოიპოვა
მამაკაცთა კატეგორიაში, სპორტულ წყვილებსა და სპორტულ ცეკვებში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ორი ლიცენზია მოიპოვა ნიკა ეგაძემ, ორი ლიცენზია მოიპოვა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა, ორი ლიცენზია მიიღო დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა.
0 комментариев
1 класс
🇬🇪ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
მეშვიდე სართულზე გაჩენილ ხანძარს მოხუცი ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა.
0 комментариев
1 класс
🇬🇪 2026 წელს Google Maps დაამატებს საქართველოს 360 გრადუსიან პანორამულ სურათებს
Google-ის სპეციალური გადამღები ჯგუფები ქვეყნის 24 ქალაქში 360 გრადუსიან პანორამულ სურათებს გადაიღებენ. დაგეგმილია 15 000 კმ-ის გავლა, მათ შორის ქალაქები, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, მესტია და სხვა.
0 комментариев
1 класс
🇬🇪 პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერი ელენე ხოშტარია და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს
თავდაპირველად აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რის უფლებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევდნენ. პოლიციასა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად ადგილი აქვს სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.
📌პარლამენტთან აქციის მონაწილეები, "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.
2 комментария
0 классов
🇬🇪 🇮🇹 იტალიაში, ტურინში, ტურისტული ავტობუსი მდინარეში ჩავარდა
⠀
მედიის ცნობით, დაიღუპა ავტობუსის მძღოლი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებაში მარტო იმყოფებოდა.
⠀
მაშველებმა მამაკაცი ავტობუსიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი რეანიმირება ვერ შეძლეს.
0 комментариев
0 классов
ერთი წელიც გასულა!
0 комментариев
3 класса
🇬🇪🇪🇸ესპანეთში ილია თოფურიას სახელობის ქუჩა ოფიციალურად გაიხსნა.
0 комментариев
2 класса
🇬🇪კალაძე: პირველი, ვინც ქვეყნის აყირავებით იყო დაკავებული, ეს იყო USAID-ი და NED-ი