მუქარა ნაკრების მიმართ დასჯადია!
თბილისის საქალაქო სასამართლომ პირს, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ ლადო დვალიშვილს ცემითა და მოკვლით ემუქრებოდა, ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (მუქარა), რომლითაც ჰქონდა წარდგენილი ბრალი პირს, მაქსიმალურ სასჯელად სწორედ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საუბარია ვინმე
ნოდარ ნიშნიანიძეზე, რომელზეც 2015 წლიდან იარაღის შენახვისთვის საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული (თვითონ ამბობდა, პოლიციამ ჩამიდო იარაღიო).
როგორც ირკვევა, ნიშნიანიძემ ლადო დვალიშვილს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა და დაემუქრა, რომ ყველა იმას, ვინც მისი ცოლისძმა, ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი „დაჩაგრა“ და უეფას ერთა ლიგის მატჩზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშში ნაკრებში არ აიყვანა, პასუხს მოსთხოვდა; ანუ, როგორც პროკურატურა წერს, „ნაკრების ფეხბურთელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა“.
სხვათა შორის, მომხდარზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო (2022 წელს), რაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ამ მუქარისადმი მიძღვნილი სიუჟეტი გავიდა.
აი ეს მუქარები და მცირე ამონარიდი ხსენებული სიუჟეტიდან:
Комментарии 7