Фильтр
Все темы

🌏 მსოფლიოს უძლიერესი არმიები

კონფლიქტების შესწავლის ბონის საერთაშორისო ცენტრმა (BICC), რომელიც 1994 წელსაა დაფუძნებული, მსოფლიოს ქვეყნების არმიათა ახალი რეიტინგი – Global Firepower
https://www.globalfirepower.com/countries-listing.php
გამოაქვეყნა.
GlobalFirepower (GFP) 2006 წლიდან აგროვებს უნიკალურ ინფორმაციას მსოფლიოს 145 ქვეყნის არმიებზე. მისი რეიტინგი ეფუძნება თითოეული ქვეყნის პოტენციურ უნარს, აწარმოოს ომი ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში, და 60 ცალკეულ ფაქტორს ითვალისწინებს.
‼ რეიტინგში საქართველო წელს 84-ე ადგილზე განთავსდა.

სამეზობლოს რეიტინგები

🇷🇺 რუსეთი - მე-2 ადგილი;
🇹🇷 თურქეთი - მე-8 ადგილი;
🇦🇿 აზერბაიჯანი - 59-ე ადგილი;
🇦🇲 სომხეთი - 102-ე ადგილი.

მსოფლიოს უძლიერესი არმიების ტოპ-10

  1. აშშ
  2. რუსეთი
  3. ჩინეთი
  4. ინდოეთი
  5. სამ
  • Класс!0

🔴 განადგურებულია 11 ბოევიკი

თურქეთმა ერაყის ჩრდილოეთში ტერორისტულად შერაცხული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 11 წევრი გაანადგურა.
ოპერაციის ამსახველი ვიდეო თურქულმა ინტერნეტსაიტებმა გაავრცელეს.
  • Класс!0

🔴 ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობი

მიმდინარე წლის ივლისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 2,7 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ეს ნავთობსადენი, ჩვეულებრივ, თვეში 2,5 მლნ ტონა ნავთობს ატარებს, თუმცა ივლისში მილსადენი განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობდა.
რაც შეეხება წლის პირველი 7 თვის მონაცემებს, მილსადენით 17,4 მლნ ტონა ნავთობი გადაიქაჩა, რაც 2,5%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამჟამად მილსადენი ძირითადად აზერბაიჯანულ ნავთობს ატარებს, თუმცა, ასევე იქაჩება ყაზახური და თურქმენული ნავთობიც.
ცნობისათვის: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სიგრძე 1.768 კილომეტრია, საიდანაც 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს და 1.076 კმ თურქეთის ტ
  • Класс!0

🔴 რამდენი ხორბალი ინახება ელევატორებში

„საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს 29 ელევატორში 95 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა, რომლის 34,3%-ს ხორბალი შეადგენდა.
‼ ამ პერიოდში ელევატორებიდან გაყიდულია 80,7 მლნ ლარის ღირებულების პროდუქცია – 64,8 ათასი ტონა, საიდანაც 63,1% იმპორტირებული პროდუქცია იყო.
ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში – როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით – ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 86,5%.
ელევატორი – მარცვლეულის შესანახი დიდი ნაგებობა, რომელიც აღჭურვილია ასაწევი, გადასატანი, გასანიავებელი, გასაშრობი და სხვა მოწყობილობებით.
  • Класс!1

🔴 ინტერნეტის სიჩქარე საქართველოში

🇬🇪 მობილური ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 68-ე ადგილზეა, ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით კი 126-ზე – ასეთია Speedtest by Ookla Global Index-ის უახლესი მონაცემები.
რაც შეეხება ჩვენს სამეზობლოს, ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით იქ ასეთი ვითარებაა:
🇷🇺 რუსეთი: მობილური – 91-ე ადგილი, ფიქსირებული – 61-ე;
🇦🇲 სომხეთი: მობილური – 81-ე ადგილი, ფიქსირებული – 93-ე ადგილი;
🇦🇿 აზერბაიჯანი: მობილური – 49-ე ადგილი, ფიქსირებული – 109-ე;
🇹🇷 თურქეთი: მობილური – მე-60 ადგილი, ფიქსირებული – 107-ე.
  • Класс!3

⚫ აფეთქება გურჯაანში

გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე სადგურის თანამშრომლები და მომხმარებლები იმყოფებოდნენ.
აფეთქების შედეგად დაიწვა ავტომობილი და დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც გურჯაანის სავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამ დროისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. რა გახდა აფეთქების მიზეზი, გამოძიება დაადგენს.
  • Класс!3

🔴 სპეციალური განცხადება

საქართველოს პენიტენციური სამსახური ტელეარხ „მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ქუთაისის N2 საპატიმროში განთავსებული ბრალდებულ ნ.ბ.-ს შეეხება.
როგორც სამსახურში აცხადებენ:
ბრალდებული ნ.ბ. განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან, ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით, ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება.
ნ.ბ.-ს იქვე, დაწესებულებაში ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა საინფორმაციო საშუალება
  • Класс!2
საქართველო და სამეზობლო
добавлена 23 августа в 17:00

🔴 რა უპასუხა კობახიძემ ოპოჟურნალისტებს

დღეს პრემიერმინისტრმა და პარალელურად „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ თბილისის დელეგატები წარადგინა, რის შემდეგაც მედიასთან ბრიფინგი გამართა.
ტრადიციულად, ყველაზე მწვავე კითხვები მას ოპოზიციური არხების ჟურნალისტებმა დაუსვეს, როგორც „ნაცმოძრაობის“ აკრძალვაზე, ისე საფრანგეთისგან სესხის აღებასა და გავრცელებულ ხნებზე, რომ „ოცნება“ კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებას აპირებს.
ნახეთ მოკლე ანაკრებში, რა უპასუხა მათ კობახიძემ:
ცნობისათვის: საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, გულისხმობს იმას, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთ
  • Класс!3
საქართველო და სამეზობლო
добавлена 23 августа в 15:25

🔴 საშიშია თუ არა შავ ზღვაში ბანაობა?

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხი კვლავ შეამოწმა (სააგენტო მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად ახორციელებს) და დაასკვნა, რომ:
‼ შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.
წყლის სინჯებს, როგორც წესი, თორმეტ წერტილში იღებენ და შემდეგ მის ჰიდრობიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის, 13 მძიმე ლითონის, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადების, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას ზომავენ.
სინჯების კვლევა აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ტარდება, რომელიც მაღალი სიზუსტის ანალიტიკური ხელსაწყოებითაა აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
  • Класс!2
საქართველო და სამეზობლო
добавлена 23 августа в 14:00

🔴 ატომური აფეთქების საფრთხე

🇷🇺 რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რეგიონების ხელმძღვანელებთან ვიდეოკონფერენციისას განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა 22 აგვისტოს ღამით კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა სცადეს, რაზეც უკვე ინფორმირებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA).
„მოწინააღმდეგე დღეს ღამით შეეცადა, დარტყმა მიეყენებინა ატომური სადგურისთვის. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ინფორმირებულია ამის თაობაზე. ისინი დაგვპირდნენ, რომ თავადაც ჩამოვლენ და სპეციალისტებსაც გამოგზავნიან სიტუაციის შესაფასებლად. იმედი მაქვს, რომ ისინი ამას, ბოლოს და ბოლოს, გააკეთებენ“.
აღსანიშნავია, რომ 22 აგვისტოს ღამითა და დილით კურსკის ოლქში ოთხჯერ გამოცხადდა სარაკეტო საფრთხე.
კურსკი
  • Класс!3
საქართველო და სამეზობლო
добавлена 23 августа в 12:45

🇮🇷 ირანის ახალი გეგმები

ირანის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი აბას არაქჩი ირწმუნება, რომ თეირანს ვაშინგტონთან დაძაბულობის დარეგულირება და ევროპასთან კავშირების აღდგენა სურს – თუკი ისინი მტრულ მიდგომაზე უარს იტყვიან.
გარდა ამისა, მინისტრი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ აზიასთან, განსაკუთრებით იაპონიასთან, ურთიერთობების განვითარება ირანის დიპლომატიის საკვანძო ხაზი გახდება.
მინისტრის რანგში თავის პირველ ინტერვიუში არაქჩიმ ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ირანისთვის სანქციების მოხსნა და 2015 წელს ხემოწერილი „ბირთვული გარიგების“ აღდგენა.
ცნობისათვის: თეირანის ბირთვულ პროგრამაზე ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA), ანუ „ბირთვული გარიგება“, რომელსაც დიდმა ბრიტანეთმა, გერმანია
  • Класс!3
საქართველო და სამეზობლო
добавлена 23 августа в 11:20

🇦🇲🇺🇸 სომხეთის მიმართვა

ერევანმა ვაშინგტონს სთხოვა, მიაერთოს აშშ-ის ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც მას ბირთვული ენერგეტიკის განვითარებისთვის ამერიკულ ტექნოლოგიებზე წვდომას მისცემს.
ეს შეთანხმება ერევანს მისცემს საშუალებას, ჯერ კიდევ სსრკ-ის დროს აშენებული მეწამორის ატომური ელექტროსადგური ახალი, ამერიკული ტექნოლოგიებით აღჭურვილი აეს-ით ჩაანაცვლოს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ სომხეთმა ნამდვილად მიმართა ამ თხოვნით შტატებს, და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
ცნობისათვის: ექსპერტთა შეფასებით, მეწამორის აეს-ი სერიოზულ საშიშროებას უქმნის რეგიონის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას. მას ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ატომურ სადგურად
  • Класс!0
საქართველო და სამეზობლო
добавлена 23 августа в 09:25

🔴 ლარი ისევ დაეცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7099 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
შესაბამისად, გუშინდელთან შედარებით, ქართული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 0,0035 ლარით გაუფასურდა.
სხვა ძირითადი ვალუტების კურსი დღეისათვის ასეთია:
  • Класс!1
საქართველო და სამეზობლო
добавлена 22 августа в 17:55

🔴 გახარიამ შეცდომები აღიარა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, რომელიც ასევე ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, ერთ-ერთ-რეგიონში ყოფნისას საკუთარ შეცდომებზეც ისაუბრა და თავიც შეიქო.
01:52
  • Класс!2
საქართველო და სამეზობლო
добавлена 22 августа в 15:50

🔴 15 წლის გოგო მკვლელობისთვის დააკავეს

პოლიციამ ხაშურში 15 წლის გოგონა დააკავა, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ყ.-მ ცივი იარაღით დაჭრა 74 წლის მამაკაცი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ გოგო ცხელ კვალზე დააკავა და დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • Класс!2
საქართველო და სამეზობლო
добавлена 22 августа в 15:25

🔴 ნათელაშვილმა ოპოზიცია გალანძღა

ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი უკვე კარგა ხანია, რაც ტელევიზიებს საყვედურობს, გადაცემებში არ მიწვევთო.
შალვას მიაჩნია, რომ მას სპეციალურად ბლოკავენ და სრულიად მიზანმიმართულად არ უთმობენ ეთერებს.
აი ახლაც, გუშინ, კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ტელევიზიებიც გალანძღა, მათი მფლობელებიც და ის ხალხიც, ვისაც ხშირად იწვევენ სტუდიებში. მთავარი ლეიბორისტის განსაკუთრებული რისხვა კი მაინც „ტვ პირველმა“ და მისმა მფლობელმა დაიმსახურეს.
  • Класс!2
საქართველო და სამეზობლო
добавлена 22 августа в 13:18

🔴 კალაძის უკმეხი პასუხი

თბილისის მერმა Instagram-ზე ატვირთა ფოტო, რომელშიც ის ძვირადღირებულ ავტომობილ Mercedes Benz G500 Cabriolet-ში ზის.
რაღა თქმა უნდა, ოპოზიციურ არხებს ეს არ გამორჩენიათ და შესაბამისი კითხვაც დაუსვეს მერს, რაზეც საკმაოდ უკმეხი პასუხი მიიღეს კალაძისგან.
ცნობისათვის: Classic.com-ის მიხედვით, ავტომობილი, რომელიც კალაძის ფოტოებში ჩანს, საშუალოდ 248,187 აშშ დოლარი ღირს. მისი ფასი 123 725 დოლარიდან 544 000 დოლარამდე მერყეობს - გამოშვების წლისა და კომპლექტაციის შესაბამისად.
ისე, დასამალი და საჩუმათო რომ ყოფილიყო ეს მანქანა, ვფიქრობ, „ინსტაგრამზე“ არ გამოფენდა ამ ფოტოს კალაძე.
და კიდევ: ამ „ტვ პირველმა“ თავის მფლობელსაც რომ დაუთვალოს ქონება და მანქანების ღირებულება
  • Класс!6
საქართველო და სამეზობლო
добавлена 22 августа в 12:45

🔴 ახალი გზა წითელი ხიდისკენ

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა საქართველოსა და აზერბაიჯანი-სომხეთის დამაკავშირებელი – რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მშენებლობაზე.
პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში, აშენდება 61.3 კმ ოთხზოლიანი, ბეტონის ჩქაროსნული გზა – 26 ხიდითა და 11 სატრანსპორტო კვანძით, სადაც დაცული იქნება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი მოთხოვნა.
სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს დაიწყება და ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა ეტაპობრივად დასრულდება 30 თვეში.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკისა (EIB) და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდება, რისთვისაც ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან გამოყოფილია 250 მილიონი ევრ
  • Класс!2
საქართველო და სამეზობლო
добавлена 22 августа в 11:20

🔴 ბაქო უარზეა

🇪🇺🇦🇿 ევროკავშირი ბაქოს მოუწოდებს, ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას ერევანთან, თანაც ნოემბრამდე, როდესაც ბაქოში გაეროს კლიმატის კონფერენცია (COP29) უნდა ჩატარდეს.
მაგრამ აზერბაიჯანი, პრაქტიკულად, უარზეა, რადგან ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ზავზე სწრაფ ხელმოწერას სერიოზული დაბრკოლებები ახლავს.
‼ როგორც ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, ბაქო ევროკავშირს აღარ აღიქვამ ამ პროცესში პატიოსან შუამავლად.
  • Класс!0
საქართველო და სამეზობლო
добавлена 22 августа в 10:01

🔴 ლარის კურსი 22 აგვისტოს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7064 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
შესაბამისად, გუშინდელთან შედარებით, ქართული ვალუტის კურსი 0,0069 ლარით დაეცა.
სხვა ძირითადი ვალუტების კურსი დღეისათვის ასეთია:
  • Класс!1
Показать ещё