Фильтр
Все темы

🔴 რამდენი ბავშვი დაიბადა?

მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა.
რეგიონების მიხედვით მონაცემები ასეთია:
  • Класс!0

🔴 „ეფ-ეს-ბეს“ განცხადება

🇷🇺🇬🇧 რუსეთის „ეფ-ეს-ბემ“ (უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა) გაავრცელა განცხადება, რომ ხელთ აქვს დოკუმეტები, რომლებიც ბრიტანეთის მონაწილეობას ადასტურებს საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციაში რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების მიზნით.
უწყების განცხადებით, ამ ფაქტებით მტკიცდება, რომ ბრიტანელი დიპლომატების საქმიანობა რუსეთისთვის სახიფათოა.
აქედან გამომდინარე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აკრედიტაცია შეუწყვიტა ბრიტანეთის საელჩოს ექვს თანამშრომელს, „რომელთა ქმედებებშიც სადაზვერვო-ძირგამომთხრელი მუშაობის ნიშნები აღმოაჩინეს“.
  • Класс!4

🔴 საბერძნეთი ქართული „პრავის“ აღიარებას აპირებს

საქართველომ და საბერძნეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ, მას შემდეგ, რაც მხარეები დეტალებს შეათანხმებენ და დოკუმენტი ძალაში შევა, საქართველოში გაცემული მოქმედი „პრავის“ მქონეები საბერძნეთში თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე მიიღებენ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობას.
ამ დროისთვის დოკუმენტის დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა მათზე იმ შეთანხმებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომელიც მანამდე ესპანეთთან გაფორმდა.
საქართველოსა და ესპანეთს შორის დადებული შეთანხმებით:
  • AM, A1, A2, A, B, B+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდ
00:04
  • Класс!1

🏠 რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში - აგვისტოს მონაცემები

წელს აგვისტოში თბილისში 3,2 ათასი ბინა გაიყიდა, რაც 5%-ით ნაკლებია შარშანდელი აგვისტოს მონაცემებზე.
ირკვევა, რომ ახალაშენებულ კორპუსებში უფრო მეტი ბინა გაიყიდა, ანუ გაყიდვები 0,4%-ით გაიზარდა, ძველი ბინების გაყიდვები კი 17%-ით შემცირდა.
ამასთან, ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი:
  • გარეუბნებსა და ფართო ცენტრში გაიზარდა 8%-ით გაიზარდა,
  • ქალაქის ცენტრში - 7%-ით,
  • ცენტრთან ახლოს - 4%-ით.
ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი:
  • გარეუბანში გაიზარდა 10%-ით,
  • ქალაქის ცენტრში - 9%-ით,
  • ფართო ცენტრში კი 2%-ით დაიკლო.
00:03
ახალი ბინა
49 просмотров
  • Класс!0

🔴 რა ღირს ლარი?

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6984 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
შესაბამისად, გუშინდელთან შედარებით, ქართული ვალუტა 0,0014 ლარით გაუფასურდა.
სხვა ძირითადი ვალუტების კურსი დღეისათვის, 13 სექტემბრისთვის, ასეთია:
  • Класс!0

🔴 სირიელებმა სამიტი დატოვეს

სირიის დელეგაციამ კაიროში მიმდინარე არაბთა ლიგის სამიტი დატოვა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ტრიბუნაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ავიდა სიტყვის სათქმელად.
ამით სირიის დელეგაციამ მათ ქვეყანაში თურქეთის ქმედებები გააპროტესტა.
მათმა ნაბიჯმა არაბული ლიგის წევრებს შორის რეგიონში თურქეთის გავლენისა და სამხედრო ყოფნის შესახებ დებატები განაახლა.
  • Класс!1

🔴 კოსმიური გაფრთხილება

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია საკუთარ ფბ-გვერდზე გაფრთხილებას აქვეყნებს.
ნახეთ, ვის ეხება ეს გაფრთხილება და რა არის მოსალოდნელი ახლო მომავალში ჩვენს ქვეყანაში.
მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც პოლიტოლოგი, არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი — არც პოზიციას და არც ოპოზიციას.
ვწინასწარმეტყველებ ხალხისთვის, ქვეყნებისთვის და ვიცი, რომ ეს კარგად უწყიან ადამიანებმა.
ხოლო შავ ძალებს, რომელნიც ცდილობენ ჩაახშონ და დაამარცხონ წინასწარმეტყველება — ქართველი ხალხის იმედი და ასპროცენტიანი რეალობა, მინდა ვუთხრა:
‼ შადიმანებო, დედამიწაზე არ არსებობს კოსმიური ენერგიების შემჩერებელი ძალა. თქვენ ვერ შეაჩერებთ ნამდვილ წინასწარმეტყველებებს!
თქვენი უარყოფითი ქმედებები უაზრობაა და
  • Класс!5

🔴 ელჩი შეშფოთებულია

🇺🇲🇷🇺 თეთრ სახლში აღარავინ მალავს, უმაღლეს დონეზეც კი, რომ კიევში ვაშინგტონიდან დაზვერვის მონაცემები მდინარესავით მიედინებოდა და მიედინება, აცხადებს რუსეთში აშშ-ის ელჩი ანატოლი ანტონოვი.
როგორც რუსი დიპლომატი ირწმუნება, შეერთებული შტატები თანდათან უფრო ღრმად ეფლობა უკრაინის კონფლიქტის ჭაობში და კიევში მილიარდობით დოლარის იარაღის გაგზავნით, რუსეთს კი ვერ აყენებს სტრატეგიულ მარცხს, არამედ ამერიკელების კეთილდღეობას აზიანებს.
„ადმინისტრაცია დაჟინებით უგულებელყოფს რუსეთის ინტერესებს. დღეს სულ უფრო ხშირად საუბრობენ რუსეთის ტერიტორიის შორი რადიუსის იარაღით დაბომბვაზე. ცოტა პოლიტიკოსი თუ ახსენებს მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობას, რასაც ამერიკის ხელისუფლება უხსნის გზას“,
  • Класс!2

🔴 ნავთობი და გაზი საქართველოში

შარშან და წელს საქართველოში ნედლი ნავთობის მოპოვებამ 58 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო ბუნებრივი გაზის მოპოვებამ - 24 მლნ კუბური მეტრი.
2023-2024 წლებში სახელმწიფოს წილმა შემოსავალმა ნავთობიდან და გაზიდან 15,7 მლნ დოლარი შეადგინა, ინვესტორმა კომპანიებმა კი 31,8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ ყულევში მიმდინარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რომლის სიმძლავრე წელიწადში 3 მლნ ტონა ნავთობი იქნება.
გარდა ამისა, 2024 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილია 10 ათას ტონამდე ნედლი ნავთობის რეალიზაცია, მისაღები შემოსავალი კი დაახლოებით 14,5 მლნ ლარს შეადგენს.
  • Класс!2

🔴 ლარი ისევ დაეცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6970 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
შესაბამისად, გუშინდელთან შედარებით, ქართული ვალუტა კიდევ 0,0011 ლარით გაუფასურდა.
სხვა ძირითადი ვალუტების კურსი დღეისათვის, 12 სექტემბრისთვის, ასეთია:
  • Класс!0

🔴 კიდევ ერთი უვიზო რეჟიმი

🇬🇪🇰🇳 საქართველომ სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
შეთანხმების მიხედვით, ორივე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, სამსახურებრივ და ოფიციალურ პასპორტებს, უვიზო რეჟიმით სარგებლობა შეეძლებათ.
ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა 180-დან 90 დღეა. ამასთან, იმ პირებმა, რომლებიც ქვეყანაში უვიზო რეჟიმით ამ პასპორტებით ჩავლენ, ვალდებული არიან გაიარონ აკრედიტაცია 30 დღის ვადაში.
ახლა არ იკითხოთ, სადაა ეგ სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციაო. სადაა და კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. ანუ, აი აქ:
  • Класс!2
საქართველო და სამეზობლო
добавлена 11 сентября в 17:15

🔴 კადრები იმიტირებული არჩევნებიდან

დღეს ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა გაიმართა.
ამომრჩევლები კენჭისყრის წესებსა და ხმის დამთვლელი აპარატების მუშაობას გაეცნენ.
როგორც იცით, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი, რომელიც ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით ჩატარდება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
  • Класс!0
საქართველო და სამეზობლო
добавлена 11 сентября в 15:50

⚫ მკვლელობა სასტუმროში

სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში თურქმა მამაკაცმა ქართველი ქალი მოკლა.
როგორც თურქული მედია წერს, კაცმა შეყვარებული ქალი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი დანა რამდენჯერმე დაარტყა. ბოლოს კი ცოცხალ-მკვდარი დატოვა სასტუმროს მისაღებში.
ამის შემდეგ მამაკაცი გაიქცა, რაც სასტუმროს თანამშრომლებს საეჭვოდ მოეჩვენათ და ამიტომ გაედევნენ.
დევნა რამდენიმე წუთი გრძელდებოდა, საბოლოოდ კი მკვლელი დააკავეს.
რაც შეეხება მსხვერპლს, ქალს პირველი დახმარება სასწრაფოს ექიმებმა გაუწიეს, მერე კი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
  • Класс!4
საქართველო და სამეზობლო
добавлена 11 сентября в 14:30

🇺🇲🇮🇷 ახალი სანქციები ირანს

შეერთებული შტატები ახალ სანქციებს უწესებს ირანს, რომელიც უკვე წლებია, ისედაც მძიმედაა სანქცირებული.
ახალი შეზღუდვები თეირანს იმის გამო უწესდება, რომ მან
ახლო მოქმედების ბალისტიკური რაკეტები გადასცა რუსეთს, რაც, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით, უკვე დადასტურებული ფაქტია.
„ჩვენ გავაფრთხილეთ თეირანი საჯაროდ, გავაფრთხილეთ პირად საუბრებში, რომ ეს ნაბიჯი სახიფათო ესკალაცია იქნებოდა. რუსეთმა უკვე მიიღო ამ რაკეტების რამდენიმე პარტია“, – განაცხადა ბლინკენმა.
სანქციების ახალი სია მოიცავს ირანისა და რუსეთის ათ ფიზიკურ და ექვს იურიდიულ პირს, ასევე ოთხ გემს, რომელთა მეშვეობითაც თეირანი რუსეთს იარაღს, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდიდა.
გარდა ამ
00:10
სანქციები
86 просмотров
  • Класс!0
საქართველო და სამეზობლო
добавлена 11 сентября в 12:55

⚫ 🇺🇸 ტრაგედია სხვა ჭრილში

2001 წლის 11 სექტემბერს ისლამისტურ-ექსტრემისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ბოევიკებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს და აშშ-ს რამდენიმე ობიექტს შეუტიეს.
ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს შეეჯახა, ერთი - პენტაგონს, ხოლო ერთი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა ისე, რომ ტერორისტების ამოცანა ვერ შეასრულა.
ამ ბოლო შემთხვევის შესახებ დეტალები დღემდე უცნობია. ამბობენ, რომ ტერორისტებს თავად მგზავრებმა შეუშალეს ხელი მიზნის მიღწევაში. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მსხვერპლი და ნგრევა კიდევ უფრო მასშტაბური არ იყო. თუმცა მეოთხე თვითმფრინავის მიზანი, ანუ რომელი ობიექტის აფეთქება ევალა მას, არავინ იცის.
11 სექტემბრის ტერაქტებს 300
  • Класс!2
საქართველო და სამეზობლო
добавлена 11 сентября в 11:20

🔴 ლარის კურსი 11 სექტემბერს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6959 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
შესაბამისად, გუშინდელთან შედარებით, ქართული ვალუტა მცირედ - 0,001ლარით გაუფასურდა.
სხვა ძირითადი ვალუტების კურსი დღეისათვის ასეთია:
  • Класс!0
საქართველო და სამეზობლო
добавлена 11 сентября в 10:15

🔴 „ოცნების“ ოცეული

„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიის პირველი ოცეული წარადგინა.
სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილია, სრული ოცეული კი ასე გამოიყურება:
  1. ბიძინა ივანიშვილი
  2. ირაკლი კობახიძე
  3. ირაკლი ღარიბაშვილი
  4. შალვა პაპუაშვილი
  5. მამუკა მდინარაძე
  6. თეა წულუკიანი
  7. ლაშა ტალახაძე
  8. ვახტანგ თურნავა
  9. მაკა ბოჭორიშვილი
  10. გენო პეტრიაშვილი
  11. სოზარ სუბარი
  12. მარიამ ქვრივიშვილი
  13. ანრი ოხანაშვილი
  14. ნიკოლოზ სამხარაძე
  15. ეკა ჭიჭინაძე
  16. შოთა ბერეკაშვილი
  17. ლევან მახაშვილი
  18. მიხეილ ყაველაშვილი
  19. გიორგი გაბუნია
  20. ლიკა შარტავა

საპარლამენტო არჩევნები 2024

არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ხმის მიც
  • Класс!10
საქართველო და სამეზობლო
добавлена 11 сентября в 09:10

⚽ ალბანელი ფანების ახალი შეფასებები

ალბანელმა გულშემატკივრებმა, რომლებიც მატჩამდე ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრებოდნენ ქართველ ფეხბურთელებს, თამაშის დაწყებისას კი საქართველოს ჰიმნს გამაყრუებელი სტვენით შეხვდნენ, „პლასტინკა“ გადააბრუნეს 😄
მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელებში უკვე სულ სხვაგვარი კომენტარები დაწერეს. აი ზოგი მათგანი:
✅ „თქვენ ვინ ყოფილხართ, ასეთ რთულ მატჩებსაც კი იგებთ".
✅ „არ ველოდი, ვერც ვბრაზდები ისე კარგად თამაშობენ".
✅ „ვერ ვუტევდით, კარშიც ვერ დავარტყით, დამსახურებული გამარჯვება საქართველოს".
✅ „სრულიად დამსახრებული გამარჯვება, მეორე ტაიმში ფეხი არ გაგვანძრევინეს".
✅ „რომ არა სტრაკოშა, 4:0-ს წავაგებდით",
✅ „ვერცერთი მხრიდან ვერ ვუტევდით, ეს რა იყო?!"
✅ „ბოდიში საქართველოს
  • Класс!5
საქართველო და სამეზობლო
добавлена 10 сентября в 16:31

⚫️ ასპინძაში მეხმა კაცი მოკლა

ასპინძის სოფელ ოთასთან მეხი ჩამოვარდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. როგორც იქაურები ამბობენ, უბედური შემთხვევა ტყეში მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფოს ერთი ადამიანი უკვე დაღუპული დახვდა, მეორე კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, როგორაა მეხისგან დაშავებული.
00:04
  • Класс!1
საქართველო და სამეზობლო
добавлена 10 сентября в 16:05

🍇 ველოდებით რეკორდულ მოსავალს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, კახეთში უკვე 56 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.
აქედან:
  • 27 ათას ტონამდე რქაწითელი,
  • 22,6 ათას ტონამდე საფერავი.
ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
როგორც სააგენტო წერს, დღეღამეში 9 ათას ტონამდე ყურძენი მუშავდება, რაშიც 70-მდე კომპანია და მარანია ჩართული.
‼ ვარაუდობენ, რომ წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას მიაღწევს.
00:09
რთველი
111 просмотров
  • Класс!2
Показать ещё