"ქვეყნებს შორის გეოპოლიტიკური ნიუანსების გარკვევაში ჩვენ ყოველთვის უნდა ვეძებოთ ინტერესები. მოვლენებს უნდა შეხედო როგორც შენი ინტერესებიდან გამომდინარე, ასე მოწინააღმდეგის თვალით. ეს უნდა გააკეთო ცივსისხლიანი გონებით. ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის მოწინააღმდეგის მოტივაცია - ანუ რამდენზე არიან წამსვლელი მხარეები.
უკრაინა-რუსეთის ომში კაგად გამოჩნდა ამერიკისა და რუსეთის მოტივაციები და ის თუ რაზე არიან წამსვლელი მხარეები. გამოჩნდა, რომ ამერიკა არაფერზე არაა წამსვლელი უკრაინის გამო, გარდა იარაღის მიწოდებისა და მცირე სანქციების დაწესებისა. ხოლო რუსეთი, რომ დამარცხდეს უკრაინაში, ის უბრალოდ გაქრება, აღარ იარსებებს. აქედან გამომდინარე ის ყველაფერზეა წამსვლელი, რათა მსგავსი რამ თავიდან აიცილოს."