"5 ივლისს იყო სახლალხო ღონისძიება, რომელსაც გაცილებით ნაკლები ექსესები და არასამართლებრივი ხასიათის ქმედებები მოჰყვა, ვიდრე 7 ნოემბერს, 26 მაისს, ტვ იმედში შევარდნას, 20 ივლისს პარლამენტის შტურმს, თუმცა 5 ივლისის ფიგურანტების მიმართ გამოიტანეს გაცილებით უსამართლო განაჩენი, რომელითაც, ერთი მხრივ უნდათ დააშინონ საზოგადოება, რათა მომავალში აღარ აღუდგნენ მსგავსი აღლუმების ჩატარების მცდელობას წინ, მეორე მხრივ კი ამ დრაკონული განაჩენით ერთგვარი პროპაგანდისტული ნარატივი გაატარეს, თითქოს 5 ივლისს შეიკრიბა დანაშაულებრივი ჯგუფი, ეს იყო სიბოროტე და პუტინის მიერ დაკვეთილი ძალადობრივი აქტი."