ქართველმა მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. პეტრიაშვილმა ფინალში თურქი ტაჰა აკგული დაძაბულ ბრძოლაში 10:8 დაამარცხა.
ფინალამდე პეტრიაშვილმა სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძეს დიდი უპირატესობით მოუგო, მანამდე კი კანადელი კორეი ჯარვისი და რუსი ანზორ ხიზრიევი დაამარცხა.