Фильтр
Все темы

🔴 ძალიან მასშტაბური პროექტი

მთავრობის გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, ახალი, „ძალიან მასშტაბური“ პროექტის ფარგლებში, 43 კორპუსი შენდება.
50, 80 და 100 კვადრატული მეტრის ფართობის ბინები 1 200 სამხედროს თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე გადაეცემა; ანუ ისინი კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან. ამ თანხის დასაფარად კი უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს.
როგორც პრემიერმა კობახიძემ განმარტა მთავრობის სხდომაზე, ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება, რასაც თავდაცვის ახალი კოდექსი უზრუნველყოფს.
  • Класс!2

🔴 უძლიერესი 75 წლის შემდეგ

🇨🇳 ჩინეთში ტაიფუნი „ბებინკა“ გამძვინვარდა და თბილისის დროით დილის 4-ის ნახევარზე ქალაქ შანხაის მიაღწია.
ეს ყველაზე ძლიერი ტაიფუნია, რომელიც ქალაქს 1949 წლის შემდეგ დატყდომია თავს. მეტეოროლოგების თქმით, ქარის სიმძლავრე წამში(!) 42 მეტრს აღწევდა.
  • Класс!0

🔴 უცნაური განცხადება

🇦🇲 დასავლეთს სურს, რომ სომხეთს ისტორია წაართვას - მათ შორის, განათლების საშუალებით, განაცხადა სომხური ოპოზიციური ბლოკის, „დედა სომხეთის“ ლიდერმა ანდრანიკ თევანიანმა.
სომეხ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ სსრკ-ის დაშლის შემდეგ, მოწინააღმდეგემ პირველ რიგში სწორედ განათლების სისტემას დაარტყა, რამაც შემდგომში „ადამიანების განვითარების დონეზე მოახდინა გავლენა. ამას კი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ცნობილი ნეგატიური შედეგები მოჰყვა“.
თევანიანის თქმით, სომხეთი სულაც არ არის დასავლეთის მტერი. უბრალოდ სომხებს არ სურთ, რომ დასავლეთმა ისინი თავის ინტერესებში გამოიყენოს.
„ჩვენ არ ვართ დასავლეთის მტრები, ომს არ ვუცხადებთ, მაგრამ საკუთარ ინტერესებს ვიცავთ და არ გვინდა, რომ გამოგვიყენონ“,
Фото
  • Класс!1

🔴 ლომი ოქტაგონზე

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია
და ეს უკვე ყველამ იცით.
ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა - თანაც ისე, რომ ლამის ხელი არ გაანძრევინა მას.
ოქტაგონზე სიტუაციას ყველაზე უკეთ და მოკლედ ეს ფოტო ასახავს, რომელიც UFC-მა გამოაქვეყნა.
Фото
  • Класс!2

🔴 ლარი ისევ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6984 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
შესაბამისად, გუშინდელთან შედარებით, ქართული ვალუტა 0,0014 ლარით გაუფასურდა.
სხვა ძირითადი ვალუტების კურსი დღეისათვის, 16 სექტემბრისთვის, ასეთია:
Фото
  • Класс!0

🔴 სიახლეები სკოლებში

დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება, რასაც თან რამდენიმე სიახლე ახლავს.
მაგალითად:
1. გახანგრძლივდა საბაზო განათლების ვადა და ის სამის ნაცვლად, ოთხწლიანი გახდა.
ანუ, სრული ზოგადი განათლების სამი საფეხური ამიერიდან ასეთი იქნება:
  • დაწყებითი განათლება - I-VI კლასები;
  • საბაზო - VII-X კლასები;
  • საშუალო - X-XII კლასები.
2. სკოლაში სწავლის შეწყვეტა და პროფესიულ სასწავლებელში გადასვლა სწავლის გასაგრძელებლად მხოლოდ საბაზო განათლების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ადრე ეს მე-9 კლასის შემდეგ შეიძლებოდა.
  • Класс!3
საქართველო და სამეზობლო
добавлена 13 сентября в 16:00

🔴 რამდენი ბავშვი დაიბადა?

მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 18 633 ბავშვი დაიბადა.
რეგიონების მიხედვით მონაცემები ასეთია:
Фото
  • Класс!1
საქართველო და სამეზობლო
добавлена 13 сентября в 14:45

🔴 „ეფ-ეს-ბეს“ განცხადება

🇷🇺🇬🇧 რუსეთის „ეფ-ეს-ბემ“ (უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა) გაავრცელა განცხადება, რომ ხელთ აქვს დოკუმეტები, რომლებიც ბრიტანეთის მონაწილეობას ადასტურებს საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციაში რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების მიზნით.
უწყების განცხადებით, ამ ფაქტებით მტკიცდება, რომ ბრიტანელი დიპლომატების საქმიანობა რუსეთისთვის სახიფათოა.
აქედან გამომდინარე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აკრედიტაცია შეუწყვიტა ბრიტანეთის საელჩოს ექვს თანამშრომელს, „რომელთა ქმედებებშიც სადაზვერვო-ძირგამომთხრელი მუშაობის ნიშნები აღმოაჩინეს“.
  • Класс!7
საქართველო და სამეზობლო
добавлена 13 сентября в 13:00

🔴 საბერძნეთი ქართული „პრავის“ აღიარებას აპირებს

საქართველომ და საბერძნეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ, მას შემდეგ, რაც მხარეები დეტალებს შეათანხმებენ და დოკუმენტი ძალაში შევა, საქართველოში გაცემული მოქმედი „პრავის“ მქონეები საბერძნეთში თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე მიიღებენ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობას.
ამ დროისთვის დოკუმენტის დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა მათზე იმ შეთანხმებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომელიც მანამდე ესპანეთთან გაფორმდა.
საქართველოსა და ესპანეთს შორის დადებული შეთანხმებით:
  • AM, A1, A2, A, B, B+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდ
00:04
  • Класс!1
საქართველო და სამეზობლო
добавлена 13 сентября в 11:40

🏠 რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში - აგვისტოს მონაცემები

წელს აგვისტოში თბილისში 3,2 ათასი ბინა გაიყიდა, რაც 5%-ით ნაკლებია შარშანდელი აგვისტოს მონაცემებზე.
ირკვევა, რომ ახალაშენებულ კორპუსებში უფრო მეტი ბინა გაიყიდა, ანუ გაყიდვები 0,4%-ით გაიზარდა, ძველი ბინების გაყიდვები კი 17%-ით შემცირდა.
ამასთან, ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი:
  • გარეუბნებსა და ფართო ცენტრში გაიზარდა 8%-ით გაიზარდა,
  • ქალაქის ცენტრში - 7%-ით,
  • ცენტრთან ახლოს - 4%-ით.
ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი:
  • გარეუბანში გაიზარდა 10%-ით,
  • ქალაქის ცენტრში - 9%-ით,
  • ფართო ცენტრში კი 2%-ით დაიკლო.
00:03
ახალი ბინა
97 просмотров
  • Класс!1
საქართველო და სამეზობლო
добавлена 13 сентября в 10:00

🔴 რა ღირს ლარი?

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6984 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
შესაბამისად, გუშინდელთან შედარებით, ქართული ვალუტა 0,0014 ლარით გაუფასურდა.
სხვა ძირითადი ვალუტების კურსი დღეისათვის, 13 სექტემბრისთვის, ასეთია:
Фото
  • Класс!0
საქართველო და სამეზობლო
добавлена 12 сентября в 16:10

🔴 სირიელებმა სამიტი დატოვეს

სირიის დელეგაციამ კაიროში მიმდინარე არაბთა ლიგის სამიტი დატოვა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ტრიბუნაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ავიდა სიტყვის სათქმელად.
ამით სირიის დელეგაციამ მათ ქვეყანაში თურქეთის ქმედებები გააპროტესტა.
მათმა ნაბიჯმა არაბული ლიგის წევრებს შორის რეგიონში თურქეთის გავლენისა და სამხედრო ყოფნის შესახებ დებატები განაახლა.
  • Класс!1
საქართველო და სამეზობლო
добавлена 12 сентября в 15:00

🔴 კოსმიური გაფრთხილება

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია საკუთარ ფბ-გვერდზე გაფრთხილებას აქვეყნებს.
ნახეთ, ვის ეხება ეს გაფრთხილება და რა არის მოსალოდნელი ახლო მომავალში ჩვენს ქვეყანაში.
მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც პოლიტოლოგი, არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი — არც პოზიციას და არც ოპოზიციას.
ვწინასწარმეტყველებ ხალხისთვის, ქვეყნებისთვის და ვიცი, რომ ეს კარგად უწყიან ადამიანებმა.
ხოლო შავ ძალებს, რომელნიც ცდილობენ ჩაახშონ და დაამარცხონ წინასწარმეტყველება — ქართველი ხალხის იმედი და ასპროცენტიანი რეალობა, მინდა ვუთხრა:
‼ შადიმანებო, დედამიწაზე არ არსებობს კოსმიური ენერგიების შემჩერებელი ძალა. თქვენ ვერ შეაჩერებთ ნამდვილ წინასწარმეტყველებებს!
თქვენი უარყოფითი ქმედებები უაზრობაა და
  • Класс!6
საქართველო და სამეზობლო
добавлена 12 сентября в 13:15

🔴 ელჩი შეშფოთებულია

🇺🇲🇷🇺 თეთრ სახლში აღარავინ მალავს, უმაღლეს დონეზეც კი, რომ კიევში ვაშინგტონიდან დაზვერვის მონაცემები მდინარესავით მიედინებოდა და მიედინება, აცხადებს რუსეთში აშშ-ის ელჩი ანატოლი ანტონოვი.
როგორც რუსი დიპლომატი ირწმუნება, შეერთებული შტატები თანდათან უფრო ღრმად ეფლობა უკრაინის კონფლიქტის ჭაობში და კიევში მილიარდობით დოლარის იარაღის გაგზავნით, რუსეთს კი ვერ აყენებს სტრატეგიულ მარცხს, არამედ ამერიკელების კეთილდღეობას აზიანებს.
„ადმინისტრაცია დაჟინებით უგულებელყოფს რუსეთის ინტერესებს. დღეს სულ უფრო ხშირად საუბრობენ რუსეთის ტერიტორიის შორი რადიუსის იარაღით დაბომბვაზე. ცოტა პოლიტიკოსი თუ ახსენებს მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობას, რასაც ამერიკის ხელისუფლება უხსნის გზას“,
Фото
  • Класс!3
საქართველო და სამეზობლო
добавлена 12 сентября в 12:00

🔴 ნავთობი და გაზი საქართველოში

შარშან და წელს საქართველოში ნედლი ნავთობის მოპოვებამ 58 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო ბუნებრივი გაზის მოპოვებამ - 24 მლნ კუბური მეტრი.
2023-2024 წლებში სახელმწიფოს წილმა შემოსავალმა ნავთობიდან და გაზიდან 15,7 მლნ დოლარი შეადგინა, ინვესტორმა კომპანიებმა კი 31,8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ ყულევში მიმდინარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რომლის სიმძლავრე წელიწადში 3 მლნ ტონა ნავთობი იქნება.
გარდა ამისა, 2024 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილია 10 ათას ტონამდე ნედლი ნავთობის რეალიზაცია, მისაღები შემოსავალი კი დაახლოებით 14,5 მლნ ლარს შეადგენს.
  • Класс!3
საქართველო და სამეზობლო
добавлена 12 сентября в 10:20

🔴 ლარი ისევ დაეცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6970 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
შესაბამისად, გუშინდელთან შედარებით, ქართული ვალუტა კიდევ 0,0011 ლარით გაუფასურდა.
სხვა ძირითადი ვალუტების კურსი დღეისათვის, 12 სექტემბრისთვის, ასეთია:
Фото
  • Класс!0
საქართველო და სამეზობლო
добавлена 12 сентября в 09:10

🔴 კიდევ ერთი უვიზო რეჟიმი

🇬🇪🇰🇳 საქართველომ სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
შეთანხმების მიხედვით, ორივე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ, სამსახურებრივ და ოფიციალურ პასპორტებს, უვიზო რეჟიმით სარგებლობა შეეძლებათ.
ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა 180-დან 90 დღეა. ამასთან, იმ პირებმა, რომლებიც ქვეყანაში უვიზო რეჟიმით ამ პასპორტებით ჩავლენ, ვალდებული არიან გაიარონ აკრედიტაცია 30 დღის ვადაში.
ახლა არ იკითხოთ, სადაა ეგ სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციაო. სადაა და კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. ანუ, აი აქ:
Фото
  • Класс!2
საქართველო და სამეზობლო
добавлена 11 сентября в 17:15

🔴 კადრები იმიტირებული არჩევნებიდან

დღეს ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა გაიმართა.
ამომრჩევლები კენჭისყრის წესებსა და ხმის დამთვლელი აპარატების მუშაობას გაეცნენ.
როგორც იცით, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი, რომელიც ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით ჩატარდება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
  • Класс!0
საქართველო და სამეზობლო
добавлена 11 сентября в 15:50

⚫ მკვლელობა სასტუმროში

სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში თურქმა მამაკაცმა ქართველი ქალი მოკლა.
როგორც თურქული მედია წერს, კაცმა შეყვარებული ქალი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი დანა რამდენჯერმე დაარტყა. ბოლოს კი ცოცხალ-მკვდარი დატოვა სასტუმროს მისაღებში.
ამის შემდეგ მამაკაცი გაიქცა, რაც სასტუმროს თანამშრომლებს საეჭვოდ მოეჩვენათ და ამიტომ გაედევნენ.
დევნა რამდენიმე წუთი გრძელდებოდა, საბოლოოდ კი მკვლელი დააკავეს.
რაც შეეხება მსხვერპლს, ქალს პირველი დახმარება სასწრაფოს ექიმებმა გაუწიეს, მერე კი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
  • Класс!4
საქართველო და სამეზობლო
добавлена 11 сентября в 14:30

🇺🇲🇮🇷 ახალი სანქციები ირანს

შეერთებული შტატები ახალ სანქციებს უწესებს ირანს, რომელიც უკვე წლებია, ისედაც მძიმედაა სანქცირებული.
ახალი შეზღუდვები თეირანს იმის გამო უწესდება, რომ მან
ახლო მოქმედების ბალისტიკური რაკეტები გადასცა რუსეთს, რაც, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით, უკვე დადასტურებული ფაქტია.
„ჩვენ გავაფრთხილეთ თეირანი საჯაროდ, გავაფრთხილეთ პირად საუბრებში, რომ ეს ნაბიჯი სახიფათო ესკალაცია იქნებოდა. რუსეთმა უკვე მიიღო ამ რაკეტების რამდენიმე პარტია“, – განაცხადა ბლინკენმა.
სანქციების ახალი სია მოიცავს ირანისა და რუსეთის ათ ფიზიკურ და ექვს იურიდიულ პირს, ასევე ოთხ გემს, რომელთა მეშვეობითაც თეირანი რუსეთს იარაღს, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდიდა.
გარდა ამ
00:10
სანქციები
124 просмотра
  • Класс!0
Показать ещё