ალბანელი ფანების ახალი შეფასებები
ალბანელმა გულშემატკივრებმა, რომლებიც მატჩამდე ჯოჯოხეთის მოწყობით ემუქრებოდნენ ქართველ ფეხბურთელებს, თამაშის დაწყებისას კი საქართველოს ჰიმნს გამაყრუებელი სტვენით შეხვდნენ, „პლასტინკა“ გადააბრუნეს
მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელებში უკვე სულ სხვაგვარი კომენტარები დაწერეს. აი ზოგი მათგანი:
„თქვენ ვინ ყოფილხართ, ასეთ რთულ მატჩებსაც კი იგებთ".
„არ ველოდი, ვერც ვბრაზდები ისე კარგად თამაშობენ".
„ვერ ვუტევდით, კარშიც ვერ დავარტყით, დამსახურებული გამარჯვება საქართველოს".
„სრულიად დამსახრებული გამარჯვება, მეორე ტაიმში ფეხი არ გაგვანძრევინეს".
„რომ არა სტრაკოშა, 4:0-ს წავაგებდით",
„ვერცერთი მხრიდან ვერ ვუტევდით, ეს რა იყო?!"
„ბოდიში საქართველოს
Комментарии 1