Фильтр
Все темы

🇷🇺🇮🇷 ლავროვმა ირანი დაიცვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ომითა და კონფლიქტის გამწვავებით ირანი კი არა, ისრაელია დაინტერესებული.
რუსი მინისტრი ირწმუნება, რომ საომარი დაძაბულობა ირანის ინტერესებში არ შედის.
თავად ნახეთ:
  • Класс!0

🇦🇲 სომხეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა

დღეს, დილის 09:30 საათზე, სომხეთის ქალაქ ეგვარდში თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაღუპულია ორი ადამიანი.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სასწავლო თვითმფრინავი „იაკ-52“ იყო.
დადგინდა ისიც, რომ დაღუპულთაგან ერთი ოფიცერი, მეორე კი კურსანტი იყო.
ამ დროისათვის კატასტროფის ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. იქ იმყოფებიან სამართალდამცველები, ექიმები, ექსპერტიზის წარმომადგენლები და ასევე დაღუპულთა ოჯახების წევრები.
⚫ ვუსამძიმრებ
  • Класс!1

🇪🇺 ფონ დერ ლაიენი მიწასთან გაასწორეს

ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევა ევროკომიის თავმჯდომარის პოსტზე ზოგ ევროდეპუტატს უკიდურესად არ მოეწონა.
უბრალოდ არ მოეწონა კი არა, საშინელი რეაქციები ჰქონდათ. აი, მაგალითად, პოლონელ ევროპარლამენტარ ევა ზაიონჩკოვსკა-ჰენრიკს 2 წუთიც არ დასჭირდა იმისთვის, რომ პრაქტიკულად მიწასთან გაესწორებინა ფონ დერ ლაიენი: მან დაურიდებლად მიახალა თავმჯდომარეს, თქვენი ადგილი აქ კი არა, ციხეშიაო და მის მიღებული დოკუმენტები, შეიძლება ითქვას, თავზე გადაახია.
თვითონ ნახეთ:
  • Класс!3

🌍 ინტერნეტში გლობალური შეფერხებაა

IT-სისტემების გლობალურმა პრობლემამ მთელ მსოფლიოში შეაფერხა ავიაკომპანიების, მედიისა და ბანკების მუშაობა.
ასე მაგალითად, პრობლემებია აშშ-ის, შოტლანდიის, საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთის, ნიდერლანდების, ისრაელის, ავსტრალიის აეროპორტების მუშაობაში. ბრიტანეთში კი პრობლემები შეექმნა რკინიგზას.
უფრო მეტიც, ამერიკულმა ავიაკომპანიებმა მთლიანად შეაჩერეს ფრენები.
  • Класс!0

🔴 მეზობელი გვესტუმრა

🇦🇲 🇬🇪 სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ანაჰიტ ავანესიანი საქართველოში ჩამოვიდა და თოდუას კლინიკას ეწვია ქართველ კოლეგა, მიხეილ სარჯველაძესთან ერთად.
სომეხ მინისტრს კლინიკაც დაათვალიერებინეს და ის უფასო პროგრამებიც გააცნეს, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს პაციენტებს. მერე ონკოპაციენტებსაც შეხვდა, რომლებმაც სარჯველაძეს მადლობა გადაუხადეს ძვირადღირებული მკურნალობის უფასოდ ჩატარებისთვის.
ჩვენი მეზობელი, მგონი, სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა.
  • Класс!0

🔴 დოლარი გაიაფდა

💲 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6975 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. შესაბამისად, ქართული ვალუტის კურსი 0,0022 ლარით გამყარდა.
შეგახსენებთ: გუშინ, 18 ივლისს, ერთი დოლარი 2,6975 ლარი ღირდა.
სხვა ვალუტების კროსკურსი* დღეისათის ასეთია:
  • Класс!0

🔴 სომხეთი ვიზალიბერალიზაციის მოლოდინში

🇪🇺 🇦🇲 ევროკავშირი 22 ივლისს სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყებაზე იმსჯელებს.
„სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების, ასევე ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მეშვეობით სომხეთისთვის დახმარების მიწოდების საკითხები ევროკავშირის საბჭოს საგარეო საქმეთა საბჭოს 22 ივლისის დღის წესრიგშია შეტანილი. ორივე ამ საკითხზე გადაწყვეტილებები, შესაბამისად, ამ დღეს იქნება მიღებული", - წერს „ფეისბუქზე“
სომხეთის­ პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე არმან იეგოიანი.
  • Класс!0

🔴 კომიტეტმა გაბიტაშვილს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილს მხარი დაუჭირა.
გაბიტაშვილის კანდიდატურა პარლამენტს საპროკურორო საბჭომ წარუდგინა.
ახლა პროცესი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გადაინაცვლებს, რომელზეც უკვე კენჭისყრა გაიმართება.
  • Класс!1

🔴 ლარის კურსი 18 ივლისს

💵 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6975 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
შესაბამისად, გუშინდელთან შედარებით, ქართული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 0,0023 ლარით გაუფასურდა.
შეგახსენებთ: გუშინ, 17 ივლისს, ერთი დოლარი 2,6952 ლარი ღირდა.
სხვა ვალუტების კურსი დღეისათვის ასეთია:
  • Класс!0

🇬🇪 ოლიმპიელების წარდგენა და ფიცის დადება

დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ქართველი სპორტსმენების პარიზის ოლიმპიადაზე გაცილების - მათი წარდგენისა და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპადაზე, რომელიც 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტომდე გასტანს, ქართული დელეგაციის მედროშეები ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იქნებიან.
❇ განსაკუთრებული ფაქტი: ნინო სალუქვაძისთვის ეს მეათე ოლიმპიადა იქნება!
და ჩვენი ნინო ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია: ის პირველი ქალია, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებში მანამდე უკვე ცხრაჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა.
  • Класс!5

🇨🇳 შოპინგის დღე ჩინეთში

კადრებზე, რომლებსაც გთავაზობთ, ერთი ჩვეულებრივი უქმე დღეა აღბეჭდილი.
აი ასეთი ამბავია ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს სავაჭრო ცენტრში ყველა უქმეზე.
❇ 2024 წლის დასაწყისის მონაცემებით, ჩინეთის მოსახლეობა „სულ რაღაც“ 1 მლრდ 409 კაცია, რაც 2.08 მლნ-ით ნაკლებია (0.15%) 2023 წლის დასაწყისის მაჩვენებელზე.
❇ საკუთრივ გუანჯოუში კი, რომლის ფართობიც 7434,4 კვადრატული კილომეტრია, 14 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
  • Класс!0

🔴 ახალი უფასო პროგრამა

საქართველოში B ჰეპატიტის სახელმწიფო უფასო პროგრამა დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო პაციენტებს სრულად აუნაზღაურებს:
სკრინინგს, დიაგნოსტიკურ კვლევებს, B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს.
პროგრამით ისარგებლებენ ქრონიკული HBV ინფექციისა და ასევე ქრონიკული B ჰეპატიტის მქონეები.
B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისათვის, რომლებსაც ამ ეტაპზე მკურნალობა არ სჭირდებათ, პროგრამის ფარგლებში წელიწადში ერთხელ ჩაუტარებენ განმეორებით დიაგნოსტიკურ კვლევებს.
პროგრამაში ჩართულია 15-მდე კლინიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კლინიკების ჩა
https://www.moh.gov.ge/docs/20240717015918-B%20%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%20%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.pdf
00:12
ჰეპატიტი
199 просмотров
  • Класс!2

🇹🇭 უვიზოდ ტაილანდში!

ვისაც ეგზოტიკურ ქვეყნებშ მოგზაურობა-დასვენება გიყვართ (და შესაძლებლობაც გაქვთ), უნდა იცოდეთ, რომ ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა.
ახალი რეგულაციები უკვე ამოქმედდა - ის 15 ივლისს შევიდა ძალაში.
ტაილანდში უვიზოდ ყოფნა 60 დღითაა შესაძლებელი.
00:06
ტაილანდი
73 просмотра
  • Класс!1

💵 ფულის გადმორიცხვები შემცირდა

შარშანდელთან შედარებით, 2024 წლის იანვარი-ივნისში უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვები 30%-ით შემცირდა და 1.0656,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ამ ექვს თვეში ყველაზე მეტი ფული კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა - 328,8 მილიონი დოლარი. ეს ქართულ ბანკებში ფულადი გადარიცხვების 19,9%-ია.
გადმომრიცხავი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
🇷🇺 რუსეთი - 328,8 მლნ დოლარი
🇮🇹 იტალია - 274.6 მლნ დოლარი
🇺🇸 აშშ - 264.7 მლნ დოლარი
🇬🇷 საბერძნეთი - 124.2 მლნ დოლარი
🇮🇱 ისრაელი - 120.6 მლნ დოლარი
თუმცა აღსანიშნავია, რომ შარშანდელ ივნისთან შედარებით, წლევანდელ ივნისში რუსეთიდან გადმორიცხვები 62,3%-ით შემცირდა და მხოლოდ 48.8 მლნ დოლარი შეადგინა.

რამდენი ფული გაიგზავნა საქ

  • Класс!0

🔴 ლარის კურსი 17 ივლისს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6952 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0165 ლარით გამყარდა.
შეგახსენებთ: გუშინ, 6 ივლისს, ერთი ამერიკული დოლარი 2,7117 ლარი ღირდა.
სხვა ვალუტების კურსი დღეისათვის ასეთია:
  • Класс!0

🇷🇺 ინფორმაცია „კროკუსის“ ტერაქტზე

მოსკოვის საკონცერტო დარბაზ „კროკუსში“ მოწყობილ ტერაქტში საერთაშორისო გუნდი მონაწილეობდა, განაცხადა „როსფინმონიტორინგის“ შეფმა იური ჩიხანჩინმა.
„ეს ცენტრალური აზიისა და ევროპის ქვეყნები წარმომადგენლები არიან, და იქ ძალიან ბევრია რუსეთის მოქალაქე“, - განმარტა მან.
ამასთან ჩიხანჩინმა დეტალებზე არ ისაუბრა, ვინაიდან ტერაქტზე გამოძიება ჯერ ისევ გრძელდება.
შეგახსენებთ: „კროკუსში“ ტერაქტი მიმდინარე წლის 22 მარტს მოხდა. შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. შედეგად, დაიღუპა 145 და დაიჭრა 551 ადამიანი.
  • Класс!0

🔴 კარგი ცვლილება

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტები საჭირო მედიკამენტებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებენ.
ანუ მათ აღარ მოუწევთ რეცეპტისთვის ჯერ კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში წასვლა მედიკამენტების შესაძენად და ისევ კლინიკაში დაბრუნება პროცედურის ჩასატარებლად.
სამინისტრო არ აკონკრეტებს, როდიდან ამოქმედდება ცვლილება, თუმცა ითქვა, რომ ეს უახლოეს ხანებში მოხდება.
00:08
ონკოპაციენტი
348 просмотров
  • Класс!3

🇬🇪 საგარეო ვაჭრობა მცირდება

📊 საქსტატის" ცნობით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ივნისში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.8%-ით შემცირდა და 10,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა .
კერძოდ, წლევანდელ ექვს თვეში:
  • ქვეყანაში დაახლოებით 7,5 მლრდ დოლარის საქონელი შემოვიდა იმპორტზე, რაც 2023 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 0,2%-ით მეტია;
  • ქვეყნიდან ექსპორტზე გავიდა დაახლოებით 2.85 მლრდ დოლარის საქონელი.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა, 2022 წელთან შედარებით 12.5%-ით მეტი იყო და 21.5 მლრდ დოლარს შეადგენდა.
00:27
  • Класс!1

🍷🇬🇪 ქართული ღვინის ექსპორტი რეკორდებს ხსნის

მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში (იანვარი-ივნისი) საქართველოდან ექსპორტზე 54,5 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა მსოფლიოს 61 ქვეყანაში.
ღვინის ექსპორტიდან ექვს თვეში ქვეყანამ 156.7 მლნ დოლარი მიიღო. ეს 24%-იან ზრდას ნიშნავს.
00:11
  • Класс!1

🔴 ლარის კურსი 16 ივლისს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7117 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0157 ლარით გამყარდა.
სხვა ვალუტების კურსი დღეისათვის ასეთია:
  • Класс!0
Показать ещё