ნაწილი 18.
—ვერაფერი გავიგე, ეს სიზმარია თუ ცხადი? გამარკვიეთ ვინმემ კარგად, ხომ უნდა დავიჯეროთ რასაც ამბობთ. ამიტომ აგვიხსენით კარგად.
მათ თავიანთი მეუღლეებიც დაემატნენ.
ლევანს არაფრის გაგონება არ უნდოდა და პროტესტის ნიშნად, ისევ გარეთ გავიდა.
თამაზი და ჯემალი იძულებული გახდნენ დარჩენილიყვნენ ოთახში და მათთვის გასაგებად აეხსნათ ვითარება,დასხდნენ მაგიდასთან, სასაუბროდ უკეთესად რომ ეგრძნოთ თავი. დასხდნენ დანარჩენებიც და... ჯემალმა დაიწყო, ლევანის ნაამბობი ცოტა განავრცო და ისე უამბო მათ, რაც კი იცოდა, ყველაფერი. პარალელურად ერთვებოდა თამაზიც. ყველა გაოგნებული იყო მოსმენილით, მაგრამ ბოლოსდაბოლოს მიხვდნენ, რომ ზღაპარი და სიზმარი კი, არა, სინამდვილე იყო, რეალობა იყო ყველაფერი. განსაკუთრებული საყვედური მამას უთხრეს—როგორ დაუშვა ბავშვის დატოვება და ამდენი წელი არც კი უკითხავთ, ეს ხომ უპატიებელი დანაშაული იყო.. როგორც იქნა მანუჩარმა ხმა ამოიღო, ყბა და ხელები უცახცახებდა —მადონა იმდენად მიყვარდა, რომ მის დაკარგვას ვერ გადავიტანდი, თანაც ავადმყოფობა მძლევდა ხშირად და მადონამ მაგიტომ გამიწია ანგარიში, მთავარი დამნაშავე მე ვარ.. დედაჩემს, რომ გაეგო მადონას შვილი ჰყავდა და, მითუმეტეს ქმარიც.. არაფრით არ მომაყვანინებდა, რომც მოვმკვდარიყავი. პატიებას ვერც ვითხოვ, ვიცი რაც მეკუთვნის, საწყალი მისი მამაც დარდს გადაჰყვა თურმე თან, ცოლი გვიან შეირთო და ბავშვი მანაც მიატოვა, იძულებული გახდა, ეს მე გაგებული მქონდა, მაგრამ მადონას დავუმალე, ახლა ვამბობ პირველად...
მადონამ ცრემლიანი თვალებით შეხედა ქმარს და სიბრაზით აინთო—რას ამბობ, სიმართლეა ეგ? როგორ არ დამინდე, არ გრცხვენია?! არ ვითხოვ პატიებას, თუნდაც მიმატოვოთ... მხოლოდ ამას გთხოვთ, იქნებ თქვენ გამონახოთ საერთო ენა და არ დაკარგოთ ერთმანეთი.
შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა
—ნუ გაუშვებთ თქვენს მეგობარს ასე, შეეცადეთ დალაპარაკება, იქნებ დაიყოლიოთ, ეტყობა, რომ თბილი გული აქვს, თორემ ჩემი, ამბავი როცა გაიგო, აქ არ მოვიდოდა. მე სასჯელად ესეც მეყოფა, შვება კი ამათი ურთიერთობა იქნება. მე ბედნიერი სხვების თვალში ვჩანდი, თორემ გულის რაღაც ნაწილი მკვდარი მქონდა სულ, ხმამაღლა ვერ ვამბობდი მხოლოდ... დავკარგე ამ ნაბიჯის გამო სოფელი, მშობლები და შვილი..
ისეთი საბრალო იყო ამ დროს მადონა, რომ თამაზს და ჯემალსაც შეებრალათ და გადაწყვიტეს, მართლა დალაპარაკებოდნენ ლევანს. მადონას ცრემლი ღაპაღუპით სცვიოდა თვალებიდან, სახე გვერდზე მოექცა ტკივილისგან, ცრემლების შემშრალებას არც ცდილობდა, თითქოს ვერც კი გრძნობდა. მანუჩარი წელში ბოლომდე მოიხარა თითქოს, დაპატარავდა და ერთი ბეწო გახდა.
თამაზმა თვალით ანიშნა ჯემალს და ორივე ადგა ფეხზე, გარეთ გავიდნენ, ლევანი. არსად ჩანდა. ახლა თავისუფლად დაელაპარაკნენ ერთმანეთს:
-—რა ვქნათ, მოდი ვცადოთ, იქნებ დაგვიჯეროს და გოგოებთან ჰქონდეს კავშირი, ესენი ხომ. არაფერ შუაში არიან?
ამ დროს თვალი მოჰკრეს ლევანს, ეზოს გარეთ გასულიყო და მანქანასთან ტრიალებდა. მაშინვე იქით გასწიეს, გააღეს კარებები და სამივე ულაპარაკოდ ჩაჯდა მანქანაში. ჯემალი უკან შემობრუნდა:
—ლევან, ჭკუის დარიგებას არ ვაპირებ, სრულიად მესმის შენი მდგომარეობა, მაგრამ ერთი რამე უნდა გითხრა და არ გეწყინოს, ძმურად გთხოვ, ხომ გჯერა ჩემი?
—ალბათ, არც მე ვაპატიებდი დედაჩემს იგივეს, მაგრამ შვილებმა რა დააშავეს, მათთვისაც რამხელა დარტყმაა ეს ამბავი, მეხის გავარდნას უდრის. შენ განათლებული ადამიანი ხარ, დიდი ცხოვრება გადატანილი, ამიტომ ჩემი აზრით, გოგოებთან რომ გქონდეს ურთიერთობა, არ იქნება ცუდი, იქნებ გამოადგეთ კიდეც ერთმანეთს და მათთან მაინც ნახო სიყვარული.
—ჩემო ძმაო ლევან, იგივე აზრის ვარ მეც. მოდი მოვსინჯოთ, იქნებ გაგითბეს გული, აეწყოს ურთიერთობა და სიყვარულიც მოვა თანდათანობით. - ხმადაბლა დაამატა თამაზმა.
ლევანი ჩუმად უსმენდა მათ საუბარს, არც მერე ამოუღია ხმა კარგა ხანს, სადღაც შორს იხედებოდა ფანჯრიდან. ატც მეგობრებს უცდიათ ხმის ამოღება. ამ დროს სახლის აივანზე სიძეები გადიოდნენ და გამოდიოდნენ, ვერ ხვდებოდნენ, შედეგი რა იქნებოდა.
ბოლოს ლევანი შეინძრა სავარძელზე და ბიჭებისკენ შემობრუნდა
—ე. ი. თქვენ მირჩევთ,, დებთან"ურთიერთობას, რომელთა არსებობაც არ ვიცოდი აქამდე? მართლები ხართ, ისინი რა შუაში არიან, მაგრამ მე რომ ამ ყველაფრის,, თავში" ვარ? შევძლებ? თუმცა ისეთი გული მაქვს, სულ პატარა ნაპერწკალიც კი გააღვივებს სიყვარულს, მაგრამ მათ, რომ მაქციონ მერე ზურგი, გადავიტან მაგას? პატარა კი აღარ ვარ... არ ვიცი.. არ ვიცი... ძნელია პასუხის გაცემა.. მაშინ თვითონ უნდა გამითბონ გული. —ამოილაპარაკა ლევანმა.
—კი მაგრამ, თუ არ მიუშვი გულთან, როგორ გაგითბობენ, ხომ უნდა მისცე საშუალება?! არ ჩანან უგულო გოგოები, რა დღეში ჩავარდნენ, რაც გაიგეს. მშობლებიც შემეცოდნენ ცოტა —პატიებას ვერც ვითხოვთო.. ახალგაზრდული შეცდომა მოხდა, თავიანთი მოკლე ჭკუით მიღებული გადაწყვეტილება. —უთხრეს მეგობრებმა.
—მე იქ აღარ შევალ, მათთან არანაირი საუბარი არ შემიძლია, არც ფიქრის თავი მაქვს., თქვენ შედით და როგორც გინდათ ისე უთხარით—ამოიოხრა ლევანმა.
—დავიღალე.. ძალიან დავიღალე.. - დააყოლა შემდეგ.
ჯემალი და თამაზი მაშინვე გადმოვიდნენ მანქანიდან და სახლისკენ წავიდნენ, აივანზე მომლოდინე სიძეებმაც ნათკენ გადმოდგეს ნაბიჯი, მაგრამ თვალი აარიდეს მათ და პირდაპირ სახლში შევიდნენ.. შეჰყვნენ ისინიც..
შესვლისთანავე ოთახში მყოფები ფეხზე წამოდგნენ, მათ თვალებში ერთიდაიგივე კითხვა მოსჩანდა.
—დრო გადაწყვეტს ყველაფერს. ლევანს ძალიან ჩვილი გული აქვს. თუ ურთიერთობა გინდათ, შეეცადეთ აჩვენოთ სითბო შეძლებისდაგვარად. ახლა კი მივდივართ, ჩემი ტელეფონის ნომერი ორივე თქვენთაგანის ტელეფონშია, თქვენი კი ჩემთანაა... ჰოდა, გამოიყენეთ.. ვნახოთ რა იქნება... - განაცხადა ჯემალმა და ჩქარი ნაბიჯით დატოვეს სახლი.
,, ეთო"09.01.21.
გაგრძელება იქნება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев