Предыдущая публикация
ისევ მომძებნიდი და დაბრუნდებოდი,
კოცნით დამიშრობდი ცრემლებს მონატრების,
გულში ჩამიკრავდი, არსად წახვიდოდი.
შენგან დავიწყება აღარ მემუქრება,
ვიცი გეყვარები, უკვე ჩემო ერთა,
შენგან შორს მყოფი, წმინდა სანთელს ვანთებ
მუხლზე დაჩოქილი თხოვნას ვბედავ ღმერთთან,.
შენზე ვევედრები, მუდამ კარგად მყავდე,
სულში სიყვარულს და ნდობას ეყვავილოს,
შენს გულს არასოდეს დარდი არ ენახოს,
სიყვარულით დამთბარს მხოლოდ ეზეიმოს..
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 27
ცხოვრება დაიწყე თავიდან!
იბრძოლე წარსულმა
გასწავლოს, სინათლის გარჩევა
ღამისგან.
თვალები სინათლით აავსე ,
სევდა და ცრემლები არ გინდა.
ცხოვრება იმდენად მოკლეა,
მხოლოდ სიყვარულით გაიტან!
ხატის წინ ილოცე გულიდან,
სიკეთე დახატე ულევი,
უფლისგან ისურვე წყალობა,
მადლობას ნურვისგან ნუ ელი!
დახატე ფერადი ფერებით ,
ცხოვრება ურჩი და თავნება!
აღარ შეგეშალოს დიდი ხარ,
სიზმრების ცხადიდან გარჩევა.
თვალებში ნაღველი გაფანტე,
მომავლის ფიქრებს ნუ
დასევდავ , ცხოვრება ძალიან
მოკლეა, სევდისთვის ადგილი
არ რჩება!
ღიმილი ჩააცვი ტკივილებს,
აყუჩებს მერწმუნე ყველა-ფერს,
დახატე ფერადი ცხოვრება,
უკეთესს ვერ შექმნი ვერაფერს!
________________________________________________________
Любуюсь Вами!!!
ჩუმად რატომღაც... მომინდა ლექსად მეთქვა და...
მომინდა აღსარებას რაღაც დაეწერა...
მინდოდა მყვარებოდა... და თითქოს არც მინდოდა...
მაგრამ უთქმელობის... მაინც დაიწერა...
განა გაზაფხულის სითბო შემომაკლდა...
ისე!!!.......... შემოდგომამ თავი შემახსენა...
ოღონდ ამატირა ჩემში სიყვარულმა და...
რატომღაც საიდუმლოს... ფარდა შემოეხსნა...
განა გული მთხოვდა... განა დაკარგული...
ისევ საიდუმლო... სულმა დამიჯერა...
სითბოც... სიყვარულიც... ჩუმად გამოვკეტე და...
ლექსსაც ვეღარ მივხვდი რა ბედი ეწერა...
ლექსი დავიწყე და... ცრემლით დავამთავრე...
ლექსსაც რა აზრი აქვს... ვისთვის დაიწერა...
მაინც ვერ მიხვდები... მაინც ვერ გაიგებ...
შენთვის თუ ჩემთვის... დროს და... ბედისწერას...
რატომ ასე დარდი... ვითომ... ასე ცოტა...
რატომ ასე ბევრი... აქაც რა ეწერა...
აღარც სიყვარული... აღარც სიძულვილი...
ლექსიიი???... არაფერი და... მუზამ შემაწერა...
/მზია კაჯილაშვილი/
ის თქვან რაც უნდათ.
სად არის ხალხი
როცა შენ გტკივა,
ან თუნდაც მაშინ
როცა მარტო ხარ,
ან ცხელ ზაფხულში
სასტიკად გცივა?
სად იყო ხალხი როცა
შენ გაჩნდი
და ჩასუნთქვისას
იგრძენ ტკივილი...
მარტო იყავი სანამ აქ
მოსვლის,
რთულ და მძიმე გზას
გამოივლიდი...
და როცა წასვლის
ჟამი დადგება,
მაშინაც ვიცი, იქნები
მარტო...
სიკვდილს პირისპირ
შეეფეთები,
რაც უნდა ბევრი,
ხალხმა იდარდოს...
ხალხი რას იტყვის?
რაც უნდათ ის თქვან.
სინდისთან იყავ
მართალი მარტო..
დიდხანს მელოდი გინდოდა გეთქვა,
მე ჭრელ სიზმარში გიხილე ღამით,
ვიგრძენი გულის ლამაზი ფეთქვა..
ცის კაბადონზე ჩამოწვა ნისლი
თვალუწვდენ ნათესს ბინდებთან ახვევს,
და გაუკვალავ უსასრულ გზაზე
ფიქრის ტალღები ფსკერისკენ აღწევს..
იქნებ მართლაც და იყავ ერთგული
ვინც შეგიყვარდა გწამდა უბრალოდ,
ის გუშინ იყო შენი მეგზური.
დღეს მიგატოვა ასე უბრალოდ..
da tkivils gulshi momitans sevda,
momenatrebi vici usazgvrot
da monatreba momiyvans shentan.
----
გრძნობამ მომტაცა
ძილი და სიმშვიდე,
სული დამძიმდა,
გულს ვერ ვიმშვიდებ.
https://www.youtube.com/watch?v=Ti6l2OzR8Yw&list=RDTi6l2OzR8Yw#t=4
მკლავდა მოლოდინი, ცრემლით გალეული,
გულში ვიხუტებდი მე შენს მონატრებას
და კვლავ დაგეძებდი, როგორც მთვარეული,
სულის კარიბჭესთან სიზმარს ჩავეჭიდე,
მზერა მემღვრეოდა სუნთქვა არეული,
მაშინ შეგიგრძენი, როცა ჩამეხუტე,
თვალს ვერ გისწორებდი შენით დაბნეული,
იცი?
სასახლეში, ჩვენ რომ ავაშენეთ,
ბუხარი გიზგიზებს, ჩვენი ანთებული,
გთხოვ ნუ გააცივებ, კერას, საყვარელო,
ისევ ჩამეხუტე, გრძნობა არეული,
სიზმრად ჩემთან ხარ და ცხადში ისევ გკარგავ,
მერე უსაშველოდ გეძებ დაბნეული,
აღარ გავიღვიძებ, ჩემთან თუ დარჩები,
გულში ჩაგეკვრები ზმანებადქცეული,
ღიმილს მოგტაცებ და ბაგეს დავადნები,
მზერას გაგისწორებ, ვნება ანთებული,
სიზმრად ჩემთან ხარ და უკვე აღარ გიხმობ,
უკვე აღარ გეძებ, როგორც მთვარეული...
ქეთი ალასანია.
ჰოდა ერთგულებაც ზღაპარია,
აქ სულ უმიზეზოდ გაისვრიან,
რაც სურთ ის მიიღონ მთავარია.
პატიოსნებას არ ახარებენ,
ფული ჯოჯოხეთს კვლავ ანათებს
ერთხელ თვალს არ დაახამხამებენ,
ისე გადაგცემენ ანათემას.
შეგიწირავენ და რომ მოკვდები,
წაგიქცევენ ჭიქა ღვინოს წესით,
ზოგიერთი ისეც გამოთვრება,
თითქოს კუბო ჩადეს საწნახელში.
ცოცხალი რომ ყველამ ცოცხლად გჭამა,
ახლა მიცვალებულს გაგწურავენ,
მერე ყველა თავის გეზით წავა,
ისევ ძმათა ცრემლში გაცურავენ.
რომ ფიქრობდი გული ჩემთვის უცემს,
ისე გაგისტუმრებს ჩქარა-ჩქარა,
კიდეც დაგაყვედრებს ნაბახუსევს,
თუ რამდენი მიწა მოგაყარა.
როგორ დაიღალა შენი ზიდვით
სამარემდე,როგორ დასწყდა გული,
როგორ გეამბორა შუბლზე, ზიზღით
როგორ გამოხატა სიყვარული.