ძალიან გვიანია, და უკვე მათენდება თავს შენზე ფიქრებში,ვერ გაგვიგია თუ რა გვინდა ერთმანეთისგან ან რას მოველით..არ ვიცი ჩვენი ეს მუდმივი საუბრები სიყვარულზე თუ ლტოლვა შეიძლება კარგი იყოს შეიძლება დამღუპველი ჩვენთვის..ვზივარ ჩემთვის მარტოდ ფიქრებში წასული და ველოდები შენს წერილს, ველოდები სულმოუთქმენლად მაგრამ რატომღაც არ ჩანხარ.
ძალიან მომენატრე და გელოდები მთელი ჩემი არსებით და სიყვარულით..ჩემმა კარგმა და გულიანმა ხასიათმა სევდიან ბილიკებზე მატარა და ცხოვრებამ ძალიან დიდი გაკვეთილი ჩამიტარა მთელი განვლილი ცხოვრების სადარაჯოზე..განვიცდი იმასაც რომ ჩვენი ეს გულები ერთმანეთს მიეკრო მიენდო და წარმოიშვა ნაპერწკალი სიყვარულისა..იმ დიდი სიყვარულისა რომელიც ჩვენ ვიგემეთ უკვე და გულში დაგვიტოვა წუხილი და ნაღველი..
ჩემო კარგო გთხოვ იქნებ გაგეღვიძა და ძილშიც მწერ ბარათებს სიყვარულისა, სიშორისა, რომელიც ასე გვაშორებს ეს გზები ერთმანეთისგან..სულმოუთმენლად ველოდები შეტყობინებას იქნებ რაიმე წერილი მოგეწერა ჩემთვის რომ მე წყნარად მეგრძნო თავი...თვალზე ცრემლებით ვკითხულობ ძველ წერილებს რომელმაც გული გამიპო და სევდა მომგვარა..უკვე დილის ხუთი საათი ხდება და ისევ არ ჩანხარ, არვიცი ხვალ როგორ შემხვდები და რა პასუხი გექნება ერთ კითხვაზე რაც მე მოგწერე..არ ვიცი რა იქნება მაგრამ თვალწინ მიდგას და შევყურებ შენს სურათს რომელიც დიდი სიყვარულით გადმომიგზავნე..შევყურებ შენს ხალიან ტუჩებს და თვალები ცრემლებით მევსება..როგორი გაღიმებული გადმომცქერი ამ სურათიდან,სურათიდან რომელსაც მე სიხარულის ცრემლები,მონატრება დავარქვი..
მერამდენე ღამე დამათენდა თავზე უშენოდ, როგორ მახალისებს და ძალას მმატებს შენი ერთი კითხვა აქ ხაარ? რომელსაც ყოველთვის იმედის თვალით შევყურებ..შეკითხვა რომელიც ძალას მმატებს და სიყვარულის იმედს მისახავს მიზნად..თურმე როგორ მომნატრებიხარ....ჰაერიც შენი სუნთქვის ფერია ჩემს გარშემო..ახლა როგორ მოვიქცე აღარ ვიცი რადგან უძილობამ მაინც მისი გაიტანა და საშინლად ამეწვა თვალები,გაორმაგდა ყველაფერი და მთელი გულით და სულით შენს ფოტოს შევყურებ ორს ერთად ხალიან ტუჩებს ბურუსად ქცეულს, იცი რა გრძნობა მეუფლება?..ბედნიერი ვარ და ველოდები ხვალ ისევ შენი ზარი აწკრიალდება ბოლო ხმაზე და მეტყვი როგორ ხაარ?..გადის ეს ერთი ღამეც უშენოდ ტკივილიანი ოდნავ ხალისიანიც იმ იმედით რომ ისევ შევხვდებით და მოვუყვებით ერთმანეთს ზღაპრებს სიყვარულისას..
მომნატრებიხარ!..
მე ამ ერთ დღეს ერთი ღამის ტკივილიანი მონატრება დავარქვი მხოლოდ შენს საპატივცემულოდ... უკვე თავს დამათენდა და ვხედავ ცა ამონათდა, ვარსკვლავები გაფერმკრთალდა და აღარ კაშკაშებს ისე.. ვნატრულობ მხოლოდ მზიან დღეს შენს შესახვედრად, დაე ნათელი იყოს ჩვენი შეხვედრის ყველა ლამაზი წუთები..მე ყოველთვის სავსე გულით დაგელოდები დილა იქნება თუ ბინდი, ქარი თუ წვიმა რადგან
ვგრძნობ რომ ჩემი გულის ნაგლეჯი ხარ..მე მხოლოდ მახარებს ჩვენი შეხვედრის მხოლოდ ხვალინდელი დღე ჩვენი სიშორისა, სიყვარულისა..
მაინც არ ჩანხარ, მეც მეძინება უკვე მწარედ დავიღალე, ჩიტუნებმა უკვე ჭიკ–ჭიკი იწყეს ნახე როგორ უმღერიან ახალი დღის დაბადებას..მაშ კარგი, ვგრძნობ რომ ძალიან მოკლე ხანში აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და მოვუყვებით ამ ერთი ღამის ტკივილიან ისტორიას..
უზომოდ მიყვარხარ,ჩემო გათენებავ..მენატრები...
/ მერაბ სალუქვაძე /
24.06.2015
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 52
მართლა
მოგენატრები,
როცა მიხვდები, ჩემგან წასვლით
რა დაგიკარგავს,
მოგენატრება სევდიანი ჩემი
თვალები,
ჩემი ბაგედან წარმოთქმული
სიტყვა "მიყვარხარ."
გვიან მიხვდები იმ გათელილ
სავალ-ბილიკებს,
ჩემამდე მოსვლას ნურასოდეს
დაელოდები,
შენი წარსულით შემორჩები
მწარე
ტკივილებს
და ყოველ ღამე ჩემზე ფიქრებს
დაემონები.
მთვარიან ღამეს მობარბაცე შენი
აჩრდილი,
ნაცნობ ადგილას ჩვენ შეხვედრას
თუ გაგახსენებს,
მაშინ მიხვდები, დაგიკარგავს
გულის ნაწილი,
გზა გააგრძელე და ჩემ სახელს
ნუღარ ახსენებ.
ყველა შეცდომას, ყველა ცოდვას
ღმერთი დაგითვლის,
უფლის წინაშე "სამსჯავროზე"
როცა წარსდგები,
მე უშენობა, არ იდარდო, მალე
გამივლის,
მაგრამ ჩემსავით შენ არავის
შეუყვარდები.
კოცნის სურვილიც იკარგება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ გული გულსაც ვეღარ პოულობს
და ვერც სიცოცხლე ვერ ზეიმობს უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ დედის ხელსაც ვეღარ დაკოცნი,
მზის სხივიც კი იკბინება უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდ ბაღში ვარდიც ჭკნება უაზროდ,
წყაროც კი შრება მარტოსული, უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ სიმღერაც კი მოსაწყენია,
უსიყვარულოდ დედის ძუძუს რძეც კი გაურბის
და არც მერცხლები ბერდებიან უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ მარტოსული სიკვდილი მოდის,
საფლავიც ქრება უპატრონოდ, უსიყვარულოდ..
Принимайте!