თავი 6 (მზია კაპანაძე)
დილის 11 საათიც არ იყო ჯერ. სასტუმრო ოთახში შეკრებილიყო 3 ძმა ცოლ-შვილით. ყველა ჩუმად იყო და ერთმანეთს უყურებდნენ. ბოლოს უფროსმა ძმამ ირაკლიმ გადახედა ლუკას და სოსოს.
- მაინც სად უნდა წასულიყო ის ქალი. სად ვეძებოთ.
-ის ქალი თუ დედა? შეხედა ლუკამ.
-ხო დედა, დედა. იმ დღეს ისე მომიშალა ნერვები, რომ...
-შენ სულ მასე გეშლება ნერვები ყველაფერზე. ირაკლიმ ცოლს შეუბღვირა.
-თეო, ხომ არ აჯობებს მოკეტო...
-მარტო იკომ არა, ჩვენც დავაშავეთ. ამოიოხრა ლუკამ.
-ხო აბა... ეხლა პენსიის დრო მოდის და ბებოს პენსიაზე უფრო დარდობთ მგონი. არ დაინდო მშობლები ანიმ.
-ხმა ჩაიწყვიტე ლაწირაკო. დაუყვირა იკომ შვილს.
-რატომ მამიკო. სიმართლე მწარეა ხო... ბებოს პენსიის კრედიტის აღება გინდოდა. უარი გითხრა და ამიტომაც ეჩხუბე ბებოს. პატარა არ ვარ და ყველაფერი კარგად მესმის.
-გვჭირდება შვილო და იმიტომაც ვთხოვე. ისევ თქვენთვის მჭირდება. მაგრამ ჩემმა ძმებმაც მოსთხოვეს, რამდენსაც იკას მისცემ, ჩვენც მოგვეციო.
-ყველაფერი შენ რომ გინდა, ჩვენ რა არ გვინდა? ფული ვის არ ჭირდება ნეტავ. გაბრაზდა ლუკა.
-ჩხუბის და კამათის მაგივრად, მოგეძებნათ ლალი, არ ჯობდა. ჩაერია საუბარში ლელა.
- მართალი ხარ ცოლო, მაგრამ სად ვეძებოთ?
-სად ლუკა და საავადმყოფოებში, ან მილიციაში განვაცხადოთ. ჩაფიქრდა ლელა.
-საბუთები კი აქა აქვს დააა... დღეს დილით დავალაგეთ. პირადობა, საზღვარგარეთის პასპორტი, საპენსიო წიგნახი და ტანსაცმელიც კი აქაა.
-სად იქნება ნინო აბა. სახლიდან ისეთი გამწარებული გავარდა, ქოლგაც კი აქ დარჩა. ხელი გადახვია სოსომ ცოლს.
ამ დროს ანის ტელეფონი აწკრიალდა. ანიმ უპასუხა და სასწრაფოდ გავიდა გარეთ, ეზოში ჩაირბინა, რომ ვერავის გაეგო მისი საუბარი.
-ბებო, ბებიკო როგორ ხარ? აუცრემლიანდა თვალები.
-ეხლა კარგად ვარ ჩემო ლამაზო. საავადმყოფოში ვწევარ. ერთმა ღვთისნიერმა ახალგაზრდამ უგონო მდგომარეობაში მიპოვნა და მიპატრონა. არ იტირო ძვირფასო. რაღაც მინდა გთხოვო.
- გისმენ ბებო, მთხოვე.
-ანი ძვირფასო ჩემი საბუთების მინდა. ნახევარ საათში მოვა ბექა, ამ ნომრით დაგირეკავს და იქნებ მოახერხო ჩუმად მომაწოდო.
-კარგი ბებო. ეხლავე შევალ შენს ოთახში და ავიღებ. ისეთი უნამუსოები არიან მამაჩემიც და ბიძებიც, არ მეგონა. ატირდა ანი.
-ნუ ტირი ბებოს ბარტყო. შენ ხომ ბებოს ფერია ხარ. ჩემს ოთახში, წიგნების კარადაში კაპიტან გრანტის შვილები მოძებნე. შიგ 500 ლარი მაქვს საყვარელო. გამოიზოგე. ფეხზე მინდოდა ბათინკები მეყიდა შენთვის. მშობლებს არ მისცე.
- კარგი ბებო. ეხლა შევალ ოთახში და საბუთებს ავიღებ. სანამ შრკრებილები არიან და საუბრობენ. ანიმ მობილური გათიშა, ბებოს ოთახში შევიდა. საბუთები ცელოფანში ჩააწყო, მობილურიც არ დაავიწყდა. წიგნიც მოძებნა. ფული მთლიანად აიღო და ოთახიდან ჩუმად გამოვიდა. საბუთები ეზოს კართან გარედან ბუჩქებში დამალა. მერე თავის ოთახს მიაშურა, ფულიდან 50 ლარი აიღო და ტანსაცმელი გამოიცვალა. დანარჩენი ფული თავის ოთახში სამალავში დამალა.
-ვინ გირეკავდა შვილო? კითხა იკომ.
-თიკო იყო მამა ჩემი კლასელი. ჩემთან გადმოდიო, მთხოვა.
-წადი მერე. უთხრა თეომ.
-მოიცადეთ. ეხლა ვიყავი ლალის ოთახში. მინდოდა მობალ ბანკით შევსულიყავი და მენახა რამე თანხა თუ აქვს. არც მობილურია და არც საბუთები. დილით იყო და სად გაქრა ნეტავ? იყვირა გამწარებულმა ლელამ.
-სად გაქრებოდა, შენ ხომ არ აიღე ლელა და ეხლა სხვას გინდა დააბრალო. ან მობალბანკში როგორ შეხვიდოდი, პაროლი რომ არ იცი?
-მაგას რა ცოდნა უნდა, პაროლი დამავიწყდაო დააჭერდა და ბარათიც ქონდა. უცებ ჩაწერდა ახალ პაროლს. გაბრაზებულმა შეხედა ანიმ ლელას. გულში კი გაიფიქრა, კიდევ კარგი მობილურიც ავიღე და გავთიშეო.
-შენ ხომ არ აიღე ნეტავ? თან წასვლას აპირებ. წამოხტა ლუკა. მომე ზურგჩანთა გაგიჩხრიკო. უცებ წამოხტა ლუკა და ზურგჩანთა წაართვა ხელიდან. ანიმ მწარედ ჩაიცინა.
-რა უფლებით მიჩხრიკავ ზურგჩანთას? ვინ მოგცა ამის უფლება?
-მე ხომ მაქვს დედი უფლება, მე ვნახავ. ვაა ფულიც გქონია? თანაც რამდენი. გაუკვირდა თეოს.
-ხო დედა მავს ფული. ბებო რომ მაძლევდა ვინახავდი. ფეხზე მინდოდა რამე მეყიდა. ნახე ბოტასი გამიფუჭდა და წყალიც შემდის.
-ამასწინ გთხოვე და არა მაქვსო.
-დედა ერთი თვის უკან 100 ლარი გასესხე, ჩემი შეგროვილი. შენთვის კაბა იყიდე. დღემდე არ დამიბრუნე და მე არაფერი მინდა? როგორ ფიქრობ.
-შენთვის ბებო ხომ ყიდულობს ხოლმე?
-კი ბებო ყიდულობს ხოლმე და შენ არ უნდა მიყიდო? წავედი, თიკო მირეკავს, მელოდება. ეხლავე მოვდივარ თიკო, გზაჯვარედინზე დამელოდე, ორი ნაბიჯის მაღაზიასთან. მობილური გათიშა ანიმ. დედას ჩანთა და ფული წაგლიჯა ხელიდან და ოთახიდან გავარდა. ეზოს კარებში გასულმა საბუთები უცებ ჩაუძახა ჩანთაში და გზაჯვარედინისკენ გაიქცა. თეო უკან გაყვა შვილს, ბედად ვერ დაინახა, საბუთები რომ ჩადო ჩანთაში. იდგა და უყურებდა შვილს, როგორ მიდიოდა. ანიმ მეზობლის მანქანის სარკეში დედას მოკრა თვალი. მობილურმა დარეკა, ამოიღო და უპასუხა.
-ანი ბექა ვარ. ეზოდან გიყურებენ. გაუყევი გზას. გხედავ სადაც მიდიხარ და ისე გააკეთე, მოუხვიო. საითაც წახვალ, გამოგყვწბი.
-კარგი თიკო, ჩამოვალ შენთან. კი მეზარებოდა ისე. მობილური გათიშა და გზა გააგრძელა. შემდეგ თიკოს დაურეკა და მოკლედ აუხსნა, რომ ბებოს ნახვა უნდოდა და ვითომ მასთან იყო, თუ დარეკავდნენ.
-მეც სახლში არა ვარ ანი. მასე ვეტყვი. გამიხარდა ბებო რომ იპოვე.
-საავადმყოფოშია ესლა. მერე დაგელაპარაკები. დროებით. დაემშვიდობა მეგობარს ანი. იქვე გაჩერებულ მანქანას შიშით შეხედა. მძღოლი ღიმილით გადმოვიდა, მობილურზე დარეკა. ანიმ მობილურს უპასუხა.
-ანი გამარჯობა. ბექა ვარ. ხომ დარწმუნდი. გაეღიმა ბიჭს და ხელი ჩამოართვა გოგოს. ანიმაც შესცინა და ბექას მანქანაში ჩაუჯდა.
-სად გაიცანით ბებო?
-ქუჩაში უგონოდ იწვა, წვიმაში და ვუპატრონე.
-მადლობა ბექა. შვილებმა კი... ეეხ... ამოიოხრა ანიმ და ტირილი დაიწყო.
-ნუ ტირი პატარავ, კარგადაა ბებო. თავზე ხელი გადაუსვა ბექამ.
-გეხვეწები წამიყვანე ბებოსთან, გთხოვ.
-წაგიყვან, ოღონდ ჯერ ერთ გოგონას შევხვდები, თუ წინააღმდეგი არ ხარ.
-არა, რას ამბობ, რა წინააღმდეგი. შეხვდი. ბებო მომენატრა ძალიან. მე ხომ ბებოს გაზრდილი ვარ.
-კარგი გოგო გაუზრდიხარ.
-შვილებიც ხომ ბებომ გაზარდა, თან მარტომ. რატომ არიან ასეთები, მართლა ფულის ღორები. ბებოს უთხრეს ფულის ღორი ხარო. არადა თვითონ არიან მასეთები... ატირდა ანი.
-კარგი ნუ ტირიხარ ანი. ხანდახან შვილები ვერ ვგრძნობთ როგორ ვტკენთ დედებს გულს. მერე კი ვნანობთ. შენ არასდროს გიტკენია გული დედისთვის? აბა დაფიქრდი... ბექამ უკანა კარი მიუხურა ანის, ჩაჯდა მანქანაში და მარის სახლისკენ გასწია. ჯერ დილის 12 საათი იყო. ბექამ საავადმყოფოში მისვლაც მოასწრო და მარისთან შეხვედრაც დაგეგმა. ჯერ ერთად მივიდოდნენ მარისთან. მერე კი ორივე გოგოს ლალი დეიდასთან მიიყვანდა. ანის ბებოს ანახებდა, მარის კი გააცნობდა.
მალე მივიდნენ მარის სახლთან. მარიმ ბექას მანქანა რომ შენიშნა, მისკენ გაემართა. ბექა გადახტა და წინა კარი გაუღო. მარი
ბექას გვერდით მოკალათდა და ანის გაოცებით გახედა.
-ეს ანია, ჩემი დედობილის შვილიშვილი. ეს კი მარია, შენს ბებოს უნდა მოუაროს. გააცნო გოგოები ერთმანეთს. მანქანა ღიმილით დაძრა ადგილიდან და საავადმყოფოსკენ გასწია.
გაგრძელება იქნება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 7