თავი 14 (მზია კაპანაძე)
მარიმ გზიდან გადაურეკა ლალის და ირაკლის მდგომარეობა გააგებინა. დედა კი გაახარა შვილის ამბით, მაგრამ ანის გაჭაღარავება და მისი გადატანილი სტრესი რას მოუტანდა ლალის, არ იცოდა. ძალიან დარდობდა მომხდარზე და თავს იდანაშაულებდა. ანი საავადმყოფოში რომ არ წაეყვანა, ასე ხომ არ დაემართებოდა. ბექასთან კი მათ მისვლას მოუთმენლად ელოდნენ ყველა. ბექას ამხანაგები ყველა იქ იყო. ირაკლის ამბის გაგებამ დაამშვიდა ლალი, მაგრამ მისი გული მაინც ფორიაქობდა. იქ რაც მოხდა, ვერც კი იფიქრებდნენ ვერავინ.
- მარი შვილო, წყალი და წამალი მომიტანე, რაღაც ვერ მაქვს გული კარგად. სთხოვა ლალიმ. მარიმ მაშინვე მოურბენინა და დაალევინა.
- მგონი მოვიდნენ. თქვა ბექამ და გარეთ გავარდა. ანის დანახვაზე კი ერთ ადგილს მიეყინა და გაოცებული შესცქეროდა გოგონას.
- ასეთი საშინელი შესახედი ვარ, ხო? ცრემლები მოადგა ანის.
- არა ანი, უბრალოდ დავიბენი, შენ ხომ...
- არ გინდა ბექა, ვიცი რაც მჭირს. ბებოს რეაქციის მეშინია ყველაზე მეტად, ცუდად არ გახდეს. ბექამ ცრემლები მოწმინდა ანის.
- ჩემო პატარა დაიკო, ყველაფერი კარგად იქნება. არ ინერვიულო. ანი ატირდა. მარიმ გულზე მიიკრა და მოეფერა. შემდეგ ცრემლები მოწმინდა და ღიმილით უთხრა:
- შენ ხომ ჩვენი ძლიერი გოგო ხარ. ძლიერი ბებოს, ძლიერი გოგო. ყველაფერს ერთად გადავლახავთ ერთად, არ იჯავრო კარგი? მთავარია ბებო და მამა კარგად არიან. დათო უკვე შესულიყო ოთახში და მათ ელოდათ. ანის დანახვისას ყველა დადუმდა. რამოდენიმე საათის წინ წასულ ანის ვერავინ ცნობდა.
- ეს რა არის ბებო, თმები შეიღებე? გაკვირვებულმა კითხა ლალიმ.
- არა ბე, მეც შენნაირად გავჭაღარავდი, ასე უცებ დავბერდი. მოიბუზა ანი.
- რას ამბობ ბებოს გულო. რა დროს სიბერეა. სავარძლიდან ძლივს წამოდგა ლალი, წაბორძიკდა. ანი უცებ მისკენ გაიქცა და დაიჭირა. ლალიმ ხელები შემოხვია ანის და მაგრად მიიკრა გულზე.
- შენ ყოველთვის ჩემი საყრდენი იქნები ბებოს კუდრაჭა. ხედავ როგორ გადამარჩინე წაქცევას.შენ ჩემი იმედი და მომავალი ხარ.
- ბებო იცი რა მოხდა, ბებო იცი როგორ შემეშინდა... აღრიალდა ბებოზე მიკრული ანი. მისმა ნათქვამმა ყველა დააფიქრა.
მარიმ დაიწყო მოყოლა საავადმყოფოში რაც მოხდა. მოყოლილმა ყველა გააოგნა. ლალის გული გაეგლიჯა მოსმენილზე.
- ჩქარა წამალი მოუტანეთ ბებოს, გული აქვს ცუდად. ანი დამფრთხალი უყურებდა ბებოს, რომელსაც ცრემლი სდიოდა და თან ეფერებოდა ანის.
- ნეტავ არ წასულიყავი ბებიკო, ნეტავ არ გამეშვი. ეს რა გადაგიტანია ჩემო პატარავ. იმ უნამუსო ქალმა სულ დაკარგა ჭკუა. რას აკეთებდა, ვერ ხვდებოდა? ცხარობდა ლალი და ანის ლოყებს უკოცნიდა.
- თეომაც მიიღო სტრესი.
- არა მარი, არა. შენ არ იცნობ კიდევ თეოს. ის ასე ვერ დანებდებოდა. ნამდვილად თამაშობს. თამაშობს.
- არა ქალბატონო ლალი, გულწრფელი ჩანდა. ჩაერია დათო მათ საუბარში.
- თქვენ ხომ საერთოდ არ იცნობთ ქაბატო ბაბა იაგას. ის ყველაფერზე წამსვლელია. მიუჩინეთ მეთვალყურე, ან დააყენეთ სახლში მინი ვიდეო კამერები და ნახავთ რაც მოხდება.
- ეგ როგორ მოვახერხოთ.
- მაგას მე მოვახერხებ დათო. წავიდეთ ეხლავე, სანამ კიდევ გონს მოსულა ქაბატო ბაბა იაგა. საყვარლად დაოჯღანა მარი. ყველას გაეცინათ. ანიმ გადაიკისკისა.
- ეგ ქაბატო ბაბა იაგა ვინღაა ბებო.
- ბოროტი ჯადოქარი, რომელიც ქათმის ფეხებზე შემდგარ ქოხში ცხოვრობს და საძაგლობებს სჩადიის. ბოხი და ჩახლეჩილი ხმით უპასუხა ლალიმ. ოთახში სიცილი არ წყდებოდა.
- სად ვუშოვოთ თეოს ქათმის ფეხება ქოხი? მარტო ეგ აკლია. გახალისდა ანი.
- მე ავუშენებ, არ ინერვიულო პაწიავ. სიყვარულით გახედა დათომ გამხიარულებულ ანის. მარტო ბექამ შეამჩნია დათოს თვალებში გამკრთალი სიყვარულის სხივი. საერთო მხიარულებაში უცებ მისწერა სმს. " რაო დათუჩი, გაები სიყვარულის მახეში...💘 პატარა საყვარელმა გოგონამ დაატყვევა ჩვენი უკარება ბიჭი?"
დათომ შეხედა ძმაკაცს, რომელიც ირონიული ღიმილით უყურებდა. თავადაც გაუღიმა. "რას ვიზავთ ძმაო, ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემში და დამიპყრო" უპასუხა ღიმილით.
"ჯერ პატარაა ტო..."
" გაიზრდება, დაველოდები."
" სხვა რომ შეუყვარდეს, მერე?"
"მაგას ვერ დავუშვებ. მის გვერდით ვიქნები მუდამ."
"ოხ, სერიოზნულად ფიქრობს ბიჭი... გიკადრებს როო... ხომ ხედავ რა მდიდარი მემკვიდრეა."
"მე გოგო მიყვარს და არა მისი ფული, გაიგე..."
"გავიგე, ოღონდ არ მცემო. ოკ. " მიწერა ბექამ და საცოდავი სახე მიიღო. მარიკო უცებ მივარდა.
- ცუდად ხარ, თუ რა გჭირს?
- დათო ცემას მიპირებს. ამოიკნავლა საცოდავად ბექამ და მოიკუნტა.
- არ გაბედო თითის დაკარება, თორემ ჩემთან გექნება საქმე. უტიფრად გაეჭიმა მარი დათოს წინ. დათომ ჯერ გაოცებით შეხედა გოგოს, მიხვდა რომ არ ხუმრობდა და ბექას გახედა.
- ეხლა კი მართლა მოგხვდება ღრანჭებში და ეზოში გავარდნილ ბექას გაეკიდა სიცილით.
ბექა ხარხარით ცდილობდა გაქცევას. მანძილი მათ შორის საკმაოდ შემცირდა. უცებ დაიჭირა დათომ ბექა და ჭიდაობა დაიწყეს. ყველა აივანზე გამოვიდა და მათ ძიძგილაობას ღიმილით უყურებდნენ. მარიკო მიხვდა რომ მაიმუნობდნენ ორივე, იქვე მიყუდებული ჯოხი აიღო და მათკენ გაემართა. დათომ უცებ მოკრა მას თვალი და გაანალიზა რაც მოხდებოდა.
- დაგვერხა ძმაო, არიქა გავიქცეთ. შესძახა მან, მაგრამ ვერ მოასწრეს. მარიკომ მოასწრო და თითო-თითო უთავაზა საჯდომზე.
- აუუუ, მწარეაა. ერთხმად დაიძახეს ბიჭებმა და სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ.
- აი როგორ უნდა გააშველო მოჩხუბრები. კისკისებდა მარიკუნა და ვერ დაინახა უკნიდან როგორ მიეპარა ბექა. ბექამ ხელში აიყვანა მარიკუნა, რომელსაც მოულოდნელობისაგან ჯოხი ხელიდან გაუვარდა.
- აი როგორ უნდა მოიტაცო გოგო. ხარხარებდა ბექა და ხელში აყვანილ მარიკუნას მიაბენინებდა მარი. მარიმ უცებ ყელზე მოხვია ხელები. ბექა შედგა და მის მარწყვივით ტუჩებს დაეწაფა. მარი გაინაბა და უცებ ხელიდან გაუსხლტა. თუმც გაქცევა ვერ მოასწრო, ბექამ დათვივით შემოხვია ხელები და კიდევ ერთხელ დააგემოვნა მისი ტუჩები. ტაშის ხმა და ოვაციები არ წყდებოდა.
- ნეტავ ქორწილში არ დაგვპატიჟებეენ... ახარხარებულმა დათომ მხარზე ხელი დაკრა ბექას.
- ჩემს ბექას შეეშვი, ხელი აუქნია მარიმ. საერთო ოვაციებში აწითლებული სახე ისევ ბექას მკერდში ჩამალა. ასე ჩახუტებული შეიყვანა ბექამ მარიკუნა სახლში.
გაგრძელება ქნება
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2