თავი 13
გამარჯობა მარიამ,ჩემო უცნაურო მარიამო.დღეს განსაკუთრებული გრძნობით გწერ წერილს .ეს ის შემთხვევაა; არც ყვავილებს, რომ არ დაგიტოვებ და არც შეფარულად მოგეფერები,რადგან ახლა ტბის მაგიურ ტყვეობაში აღარ ვარ,მტკივნეულად გამომაფხიზლა და დამაფიქრა ერთმა შემთხვევამ.
Დღეს მინდა გითხრა , რომ თითქმის ყველაფერი ვიცი. შენი მეგობრები გავიცანი მარიამ. იცი მეც ვიცნობ მათ. არა ყველას ,არა უბრალოდ ლაშას ვიცნობ მაყაშვილს, დიდებულ ადამიანს. გამეხარდა მისი მეგობარი,რომ ხარ,მართლაც, რომ საუკეთესო პიროვნებაა. მე ტბაზე მანუჩარიც გავიცანი, მანუჩარ ხიმშიაშვილი. გავიგე ,მანუჩარი შენთვის უცხო არ არის და გული გამიჩერდა ის მართლაც საოცრად კარგი ვაჟკაცია და მივხვდი შეიძლება დაკარგო . მე კი შენი დაკარგვის შემეშინდა. მინდა ყველაფერი მომიყე მარიამ. ალბათ ფიქრობ :,,რა შენი საქმეა",მაგრამ ჩემი საქმეა მარიამ, შენ და ეს ტბა ჩემი სიცოცხლე ხართ და მინდა ვიცოდე,რა ადგილი უკავია მანუჩარ ხიმშიაშვილს შენ ცხოვრებაში. ამ წერილს ,ამ წერილს ,რომ მიღებ და აქ მოსვლას აღარ მოისურვებ ,გაგიგებ,მაგრამ მინდა ისევ მოხვიდე , მინდა შემხვდე ჩვენი ტბის პირს და სულ ერთად ვიყოთ მე შენ და ჩვენი ტბა.მე მანუჩარის არ მეშინია ოღონდ ვიცოდე ,რომ შენთვის ჩვენი წერილები და ჩვენი ნაფიქრალი რაღაცს ნიშნავს .მე მანუჩარზე ნაკლები კაცი არ ვარ. მე ჩემს მარიამს არავის დავუთმობ. გელოდები მარიამო,შენ უნდა გადაწყვიტო . მე,შენ ტყე და ტბა,ამიტომ ჩვენ უსასრულოდ დაგელოდებით.
დათა.
მანუჩარის გამოჩენამ მარიამი გააკვირვა.ის ისე გაუჩინარდა , ისეთი საიდუმლოებით იყო მისი ცხოვრება მიცული,რომ სულ დაივიწყა მისი არსებობა.მასზე არც უმწუხარია და არც მერე უფიქრია,როდესაც მანუჩარმა დედას გამოუცხადა საქართველოში აღარასდროს ჩამოვიდოდა და ამ ფაქტს უნდა შეჰგუებოდა. ერთი სიკეთე მაინც ჰქონდა მის წასლვლას, დალი დეიდას ფული არასდროს აკლდა ძალზე ხელგაშლილად ცხოვრობდა და როდესაც ავად გახდა და ის საშინელი დიაგნოზი დაუსვეს მომვლელიც აიყვანა და არც ექიმი და წამალი აკლდა. დალი ისე გარდაიცვალა მანუჩარი არ გამოჩენილა,არც ემდუროდა დალი უბრალოდ ერთხელ წამოსცდა შენ გაგერიდაო. მარიამმა კი აუღლვებლად უპასუხა:- მე კი არა მის არეულ ცხოვრებას და იმ სირცხვილს გაერიდა ინვალიდი ბავშვი ,რომ გაჩნდა მისი უწესრიგო ნარკომანი ცხოვრების საჩუქარიო.- დალი მიხვდა, რომ ამ უაზრო საყვედურით მარიამს გული ვერ ატკინა და სამიდამოდ გაჩუმდა.
ახლა კი როგორც უთხრეს უკვე ჩამობრძანდაო,გაუკვირდა ვისთან მოდიოდა ამდენი ხნის შემდეგ, ნეტავ რას ელოდა ცხოვრებიდან . ლალისგან გაიგო:,,როგორც კი გიკითხა და გაიგო ისევ გასათხოვარი ხარ,ამაყად გადახედა ბიჭებს და თქვა -ასეც ვიცოდი რომ ვუყვარდი და ჩემს იქით გზა არ ჰქონდაო.ახლა მივაკითხავ და პასუხს მოვთხოვ ფუჭად გაფრენილი ცხოვრებისთვის რა ცხოვრებითაც მაცხოვრაო,კარგახან ,რომ არ მივალ არ ვნახავ და არაფრად ჩავაგდებ მერე ნებას იბოძებს და ბოდიშსაც მომიხდისო. მარიამს ირონიით გაეცინა და მეორე დღესვე ლაშა ნახა. ლაშამ როგორც კი მარიამი დაინხა მიხვდა მარიამი აქ ისე უბრალოდ არ მოვიდოდა.
--რაო მარიამო უკვე გაიგე სამშობლოს ,,უძღები შვილი",რომ დაუბრუნდაო?
--გავიგე ლაშა ბატონო ,გავიგე და შენი პირით დიდი მოკითხვა უნდა შევუთვალო.-დამცინავად ჩაიცინა მარიამმა.
--გიყურებ და ვხვდები კარგი ამბის მოციქული არ ვიქნებიო. გაეცინა ლაშას.
--ჩემგან იცოდე და მასაც გადაეცი ჩემთან პრეტენზიებით მოსვლა და ბაქი ბუქი არ გაბედოს თორემ ,შუბლს თუ არ გავუხვრიტავ კიბეებიდან მაინც დვაგორებ უპატივცემულო პანჩურით. -მარიამს უსეთი აუღელვებელი და მტკიცე გამოხედვა ჰქონდა ,მიხვდა ამ მუქარიდან ერთი ნამდვილად გარანტირებული ჰქონდა მანუჩარ ხიმშიაშვილს და გადაწყვიტა მეგობარს დალაპარაკებოდა და ჭკუა დაერიგებინა,მის ამ უაზრო წარმოსახვებს და მუქარებს რა მოჰყვებოდა.მანუჩარმა ლაშას მოუსმინა და გადაწყვიტა მარიამთან ურთირთობის ტაქციკა შეეცვალა.
ერთ მშვენიერ კვირა დღეს ,ელისოს მიერ წაქეზებული და დამოძღვრილი მანუჩარი მარიამს მიადგა. მარიამი უსიტყვოდ და უემოციოდ მიესალმა მანუჩარს და ოთახში შეუძლვა.
--როგორ შეგიცვლია ყველაფერი ,ძველი და ნაცნობი არაფერი დარჩენილა,მაგრამ მაინც როგორი სიმყუდროვეა.მე კი , ჩამოსვლის თანავე სახლი დავალაგებინე დიზაინს ყველაფერი შევაცვლევინე მაგრამ ისეთი ცივი გარემოა თითქოს ვიღაცის სახლში შევიპარე. -დაიწყო საუბარი მანუჩარმა.
--არა უშავს შეეჩვევი,რამდენი დრო გავიდა რაც სახლში არ ყოფილხარ.
--როგორ ადრე მიგვატოვეს დედებმა,თითქის გვაიძულეს სიმარტოვეს შევჩვეოდით და დამოუკიდებლები ვყოფილიყავით.
--დალი დეიდა,რომ დაიღუპა მაშინ მაინც უნდა ჩამოსულიყავი.-საყვედური გაისმა მარიამის ხმაში.-მიუხედავად იმისა ყველას უკვირდა; იმ ცუდ წლებში დალი დეიდას არაფერი უჭირდა დედოფალივით აცხოვრებდი ,მაგრამ მაინც შეგეშალა.
--ვერ ჩამოვიდოდი ციხეში ვიჯექი. ამას ვერავის ვერც გავაგებინებდი და არც იყო საჭირო. ლაშამ იცოდა.
--მერე რას ერჩი კარგად შეგინახა საიდუმლო. ირონია შეეპარა ხმაში მარიამს.
--უცებ მოერია სენი,ბავშვის სიკვდილს ვერ გაუძლო,ძალიან განიცადა სულ დადიოდა მის სანახავად.ტატაც მთელი გულით და სულით იღებდა
--მე ტატასაც ვეხმარებოდი და დიდძალ ფულს ვუგზავნიდი ბავშვისთვის მიეხედა. ბოლოს ვთხოვე ბავშვი ჩამოეყვანა საფრანგეთში და იქ გვემკურნალა,რადგან ,გულს იქ უკვე წარმატებით მკურნალობდნენ. მაგრამ ტატა არ ჩამოვიდა,ბოლოს გავიგე ბობოლა საყვარელი ჰყავდა და მას ვერ შეელია,ყმაწვილმა არ გამოუშვა.მაგას მე არ ვაპატიებდი,მაგრამ მაგის ბედი ციხეში დამიჭირეს.. მის თავგასიებულ ვითომ ბიზნესმენს
ჩემი ბიჭები შევუსიე და მთლად გავაკოტრე და გავაპარტახე. იმ ბავშვის ცოდვას არავის შევარჩენდი,მე ჩემს თავს არ ვაპატიე და ის ღორის ნაშობი ვინ
იყო. ხოლო მათხოვარი ტატა ბუკია ახლა არავინ არის ჩემთვის და რა მოუვა და როგორ იცხოვრებს სულ არ მაინტერესებს.-ბრაზი შეეპარა ხმაში მანუჩარს .
--არ მეგონა თუ ბავშვს ეხმარებოდ,გამეხარდა.
--ე. ი. მონსტრი გეგონე უსულგულო მონტრი. არა ჩემო მარიამო მე მიყვარდა ის საცოდავი ბიჭი და ჩემს ცოდვას ვერასდროს გამოვისყიდი.
--უცოდველი არავინ არ არის ყველა ჩვენ წილ ცოდვას მძიმე ჯვარივით დავატარებთ.
--ნეტავ შენ რა ცოდვა გაქვს მარიამო ,ისეთი შენს ჯვარს ,რომ ამძიმებს.-გამომცდელად შეეკითხა მანუჩარი და გამოხედვა ეჭვიანი და ცივი გაუხდა. მარიამს გაეღიმა.
--მე დედას ვერ მოვუარე მანუჩარ , ექიმ ქალს მისი ავადმყოფობა გამომეპარა, ასე მეგონა დედა უკვდავი იყო. ხოლო შენგან მკაცრი და ეჭვიანი მზერა დამიჯერე უადგილოა მე არც ვიმსახურებ და არც მივიღებ შენგან.
--რატომ მარიამ ნუთუ შენს გულში პატარა ადგილიც არ დარჩა, სადაც აქამდე ვიცხოვრებდი,მე ხომ იმიტომ დავბრუნდი ყველაფერი თეთრი ფურცლიდან დავიწყო და შენთან ერთად ბედნიერი ვიყო,ნუთუ ერთ შანსს არ მომცემ?
.ხმაში სუსუსტე შეეპარა მანუჩარს.
--მარიამი ისე უგრძნობლად უსმენდა მანუჩარს მიხვდა ამ ხნის მანძილზე ამ კაცის ხსოვნა და არსებობა მისთვის არაფერს ნიშნავდა. -ნეტავ რა ხდება ტბაზე,როგორ არის დათა ხვალვე დილა უთენია ავდგები და წავალ ვინ იცის როგორ მოიწყინა უჩემოთ. მორჩა აუცილებლად მივწერ, რომ მისი ნახვა მინდა და რაც უნდა ის იფიქროს. უეცრად ისე დამშვიდდა როგორც აღელვებული ზღვა შტორმის დროს. ფიქრებს გაეთიმა და წუთიერად წარმოიდგინა დათა რას იფიქრებდა.-მანუჩარი გაკვირვებული შესცქეროდა მის სახეცვლილებას და ვერ გაეგო მას და მათ მომავალს ეკუთვნოდა თუ არა ეს გაღიმება.
--მე კითხვა დაგისვი მარიამ და პასუხს ველი.-შეეკითხა მანუჩარი და გამომცდელად მიაცქერდა ქალს.
--შენ ამბობ,რომ სუფთა ფურცლიდან?-შეეკითხა მარიამი და სევდიანად გაეღიმა.-კარგი დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან, მაგრამ სად დატოვე ის სუფთა ფურცელი შენ ხომ იმდენი გადადღაბნე და იმდენი ითამაშე ერთი სუფთა ფურცელიც ,არსად დატოვე მანუჩარ. გთხოვ წახვიდე აღარ მინდა უმაქნისი ,არც წარსულის და არც მომავლის იმედად ცხოვრება. შენ უბრალოდ ჩემი ბავშვობის მეგობარი ხარ და მეტი არაფერი.მანუჩარი უსიამოდ შეკრთა.
--ფიქრობ კი რას მთხოვ ეგ ხომ შეუძლებელია.ხმაში ბრაზი შეეპარა მანუჩარს.
--მე დიდი ხნის წინ ვიფიქრე და ეს პასუხი მოვიფიქრე ,ახლა შენი ჯერია მიბრძანდი და ოცი წელი შენც იფიქრე იქნებ ,რამე ღირებული მოიფიქრო.-მამუჩარი წამოდგა და უსიტყვოდ დატოვა ოთახი.
მარიამი სამზარეულოში გავიდა და დილისთვის სამზადის შეუდგა,რათა ტბაზე წასულიყო.
გაგრძელება იქნება
თამარელა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1