დღეს, ამ დუნიაზე ძალიან გაიშვიათდა წრფელი, უპირობო სიყვარული, რადგან მეტი ფასი დაიდო მატერიალურმა მხარემ….
ჩვენ კი გვავიწყდება, რა მიიღო იუდამ, როცა იესო გასცა სულ რაღაც 30 ვერცხლად?!
არაფერი!
საერთოდ არაფერი….
ამიტომ ჩემო დედამიწელებო, ნუ გააუფასურებთ გრძნობას, რომელიც უფალმა გიბოძათ ბონუსად!
ნუ შეურაწმყოფ შენს გვერდით მყოფი ადამიანს, ნუ დაამცირებ, ნუ გაწევ განზე მის ერთგულებას, გვერდში დგომასა და პატივისცემას!
ნუ დაგავიწყდება მან საკუთარი თავი დაივიწყა შენი ბედნიერებისათვის!
ნუ დაგავიწყდება მან სიყვარული გასწავლა და შენთან ერთად გაიარა ცხოვრების ეკალ- ბარდი!
და შენ?
შენ მას ზიანი მიაყენე და თავის სიმართლეშიც ადანაშაულებ?!
რატომ?
რისთვის?!
უფალი ყველას სათქმელს იტყვის ბოლოს!
რატომ სრულდება ურთიერთობა?!
ერთ-ერთი დაუნახავი უმადურია, ის ვერ ამჩნევს მისი პარტნიორის ღირებულებებს, ძალისხმევას, თანადგომას, დაფასებასა და შეფასებას მანამ, სანამ არ დაკარგავს მას!
ჩვენ უმნიშვნელო დეტალებს , ნივთებსა და ფერებს ვაქცევთ მეტ მნიშვნელოვან ყურადღებას, ვიდრე პარტნიორს და გვავიწყდება, რომ სიყვარულისთვის ბრძოლის ნაცვლად, ჩვენ უფრო მარტივ ჩანაცვლებებს ვეძებთ.
ძნელი ხდება მართლა კარგი ადამიანის პოვნა, რადგან ის უიშვიათესია დღევანდელ
გასულერთებულ დუნიაზე და თუ გერგო უფლისგან ეს ბონუსი, გაუფრთხილდი მას, როგორც ქრისტეს!
დააფასეთ და პატივი ეცით იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ხართ.
ნუ გარისკავთ თქვენს სახლს ზედაპირული ატრაქციონების დევნით.
ურთიერთობა ორმხრივი პროცესია და სწორედამ დროს -დრო მხოლოდ ორმხრივობაში დახარჯოთ!
ქალი ზრუნავს თავის მამაკაცზე, კაცი კი - ქალზე.
და ეს არის სრული იდილია ბედნიერებისათვის!
გახსოვდეთ, რომ რაც ერთისთვის ძველია, მეორისთვის ახალია.
თუ სხვებს უყურებ, სხვა ასევე შენს პარტნიორს უყურებს!
არ დაკარგო რაღაც ნამდვილი რაღაც დროებითისთვის, თუ არა სიკვდილამდე მოგენატრება ის, ის , ვინც უფალმა
გიბოძა და ვერ კი არა, არ დააფასე!🌗
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев