თავი3
გამარჯობა მარიამ
------
როგორც არასდროს ისე გამომიწია გულმა აქეთ,მაინტერესებდა ჩემი მადლობის ბარათები თუ ნახე,მოვედი და გავიხარე,მაგრამ ჩემს უცნაურ ფოთლების თაიგულზე,რატომ არაფერს მწერ ,არ გიყვარს თუ არ დაგხვდა? მე კი სხვა ვერაფერი მოვიფიქრე ,არა და ძალიან მინდოდა ყვავილები მომერთმია და ჩემი პატივისცემა ამით კიდევ ერთხელ გამომეხატა, რადგან შენ ძალიან ძვირფასი ნივთის დაბრუნება შეძელი,ის რომ შემთხვევით გამვლელს ენახა აიღებდა ,რადგან საჭირო ნივთია,აი თქვენ კი იმდენად მიხვდით მის მნიშვნელობას სასწაული, რამ მოიფიქრე,ამისთვის კი სულ მადლობას გადაგიხდი ,როცა დავხედავ.არადა იმდენად ხშირად მოვიხმარ,სულ შენი მადლიერი უნდა ვიყო მარიამ .დღეს ცოტა მოღუშული ამინდია ,მაინც სუსხიანი შემოდგომის მიწურულია . დარჩენით ვერ დავრჩები, ცოტა ვიბოდიალებ და დავბრუნდები,
ქალაქში. ისე აქ რატომღაც მოვუხშირე სიარულს, რაღაც უხილავი ძაფი მექაჩება,ჯერ მინდა გავიგო ჩემი წერილი თუ ნახე,მერე შენი პასუხი მაინტერესებს და გამოდის ხშირი მოგზაური გავხდი ამ ტყისა. მომავალ პასუხამდე, უცნობო
მარიამ
პატივისცემით დათა.
☆☆☆☆☆☆☆☆☆
მარიამი ლოდზე იჯდა და აგიზგიზებული კოცონის გვერდით თან თბებოდა და თან დათას წერილს კითხულობდა. ბაბი მის გვერდით დაწოლილიყო და ტყის უცნაუს ზრიალს წკმუტუნით და ყეფით ეხმაურებოდა. მარიამმა საჭმელი მისცა.თვიათონ კი კოცონს შეშა მიუმატა. ირგვლივ სასიამოვნო ჰაერი ტრიალებდა ორ ცეცხლზე ჩაი დუღდა. მარიამმა პატარა, გასაშლელი მაგიდა მანქანიდან გადმოიღო და ზედ პატარა მშრალი საჭმელის ასორტი გაშალა. ცხელ ჩაის სვავდა და თან იმაზე ფიქრობდა,რომ ადრე აქეთ წამოსვლა გოგოებთან ერთად უყვარდა,ახლა ცდილობდა მარტო ყოფილიყო ,რადგან ისეთ გრძნობა ჰქონდა აქ დათა ეგულებოდა და არ უნდოდა მათი მყუდროება ვინმეს დაერღვია. გოგოებს არ უყვარდათ შემოდგომის ტყე და არც არასდროს ნატრულობდნენ მას. იქნებ მასაც არ უყვარდა, მაგრამ ახლა იქ დათას წერილები ეგულებოდა და უნდოდა პასუხი გაეცა. ეგონა ელოდა და მარტოობისთვის ვერ იმეტებდა..
უკვე კარგა ხანი იყო გადასული,
როცა ყველაფერი მიალაგა და დათას წერილიც მისწერა.
--ბაბი მოიწყინე პატარა,გინდა წერილი წაგიკითხო?.-ბაბიმ ისეთი თბილი და ერთგული თვალებით შეხედა მისდაუნებურად ბარათი გაშალა და ხმამაღლა კითხვა დაიწყო:
☆☆☆☆☆☆☆☆
გამარჯობა დათა
ვნახე შენი წერლი და ულამაზესი ფოთლების თაიგული. . ისეთი ამაღლებული გრძნობით მივიღე ,როგორც ზღაპრულმა პრინცესამ, რომელიც დიდი გმირობისთვის დაასაჩუქრეს. იცი შენი ფოთლები წავიღე და ულამაზესი ჰერბარიუმი გავაკეთე ,რომ ნახო ისევ ცოცხლებივით იყურებიან და მახსენებენ ,რომ სადღაც არის დავითი.მეც რატომღაც ძალიან მოვუხშირე აქ ყოფნას ,აქ ხშირად ამოვდივართ მე და ჩემი ლაბრადორი ბაბი,ვსეირნობთ, ვერთობით და მგონია ,როდესღაც ჩვენი გზები გადაიკვეთება. არა და ეს ურთიერთობა მომწონს,რადგან ბანალურ შეხვედრებს და რელურ ცხოვრებას ბევრად ჯობია . იცი გამოგიტყდებით არ მინდა თქვენი ნახვა და არც გაცნობა, უბრალოდ მე ისიც მყოფნის, რომ მყავს იდუმალი მეგობარი დაჳითი, რომელსაც ბევრ რამეს გავანდობ. ჩემ ბევრ საიდუმლოსაც, რადგან ასაკიდან გამომდინარე ბევრი მეგობარი შემომეფანტა. ერთგული და პირდაპირი ადამიანი მჭირდება, რომელიც დამანახვებს, რომ ცხოვრება ვარდისფერი ბუშტი არ არის და იძულებული უნდა ვიყო ყველა ტკივილი რეალურად მივიღო.
ახლა უკვე დაზამთრდება და ადრეულ გაზაფხულამდე ვერ ამოვალ ,მინდა დაგემშვიდობო,ბედნიერი თოვლის მოსვლა და დამდეგი შობა ახალი წელი გისურვო.იმედი მაქვს გაზაფხულზე ისევ დამხვდება შენი წერილები,რადგან როგორც მითხარი მონატრებული იებისა და ყოჩივარდების სურნელი ისევ ამომიყვანს ამ ტბასთან,შენ კი თევზაობის და ტბასთან დანთებული კოცონის მონატრება .მომავალ გაზაფხულამდე.
მარიამი.
გზაში ძალზე დაბალი სიჩქარით მოდიოდა,თითქოს გული სწყდებოდა დიდი ხნით ,რომ ემშვიდობებოდა ტბას და ტყეს , ახლად შეძენილ ,იდუმალ მეგობარს.
უეცრად ტელეფონი აწკრიალდა ელისო რეკავდა.
-- რა ხდება ხომ მშვიდობა გაქვს.-გაეპასუხა დაქალს და მოემზადა ახალი სენსაციისთვის,რადგან ასე ექსტრემალურად და უდროოდ ელისო მაშინ რეკავდა,როცა რამე ისეთი იცოდა,რასაც გულში ვეღარ იტევდა.
--სად ხარ?-ისეთი იდუმალი ხმით იკითხა ელისომ თავი საიდუმლო ორგანიზაციის წევრი ეგონა.
--მანქანაში ვარ და თბილისში შემოვდივარ.--თავადაც ისეთი იდუმალი ხმით უპასუხა,თითქოს ეშინოდა არავის გაეგო მისი ადგილ- სამყოფელი .
--ღმერთო გამაგიჟებს სად იყავი ქალო ამ ღამიანად .-გაიკვირვა ელისომ.
--ტბიდან მოვდივართ მე და ბაბი.
--რაღა დროს ტბაა ხომ არ გაგიჟდი, სანამ დათვები არ გაგაქანებენ ბუნაგში არ მოეშვები მანდ სიარულს?-გაწყრა ელისო.
--რა გინდა რაზე მირეკავ ,დამაცადე მოვიდე. ორ საათში შენთან ვიქნები.ახლა თავი დამანებე. გაწყრა მარიამი და ტელეფონი გათიშა .
ქალაქში შესული პირდაპირ ელისოსკენ გაემართა იცოდა ახლა თუ არ ნახავდა, ელისოს გაუგონარი ისტერიკა დაემართებოდა და მის შემორიგებას პარლამენტის გადაწყვეტილებაც ვერ უშველიდა.კარები ისე სწრაფად გააღო ელისომ თითქოს კარებში იჯდა და ელოდა.
--კიდევ კარგი მოხვედი თორემ ,მოსაკლავი ადამიანების სიის თავში მოხვდებოდი შე საცოდავო.-დაემუქრა ელისო და სამზარეულოსკენ გაემართა.
--ისე ექიმს ,რომ ეჩვენო შენი აწეწილი ნერვებით არ გინდა?-ირონიულად ჩაიცინა მარიამმა და დაქალს ირონიულად შეხედა.
--იმდენ რამეს ვიგებ ამ ჩემი პატარა ლამაზი ყურებით,რომ მიკვირს ჭკუაზე როგორ ვარ.-თავი გააქნია ელისომ და ყავის მომზადებას შეუდაგა
--არც ჩვენ ვიგებთ ნაკლებს ,მაგრამ ვცდილობ არავის აბობოქრებულ ცხოვრებაში თავი არ ჩავყოთ,რადგან ღვარცოფი ან წაგლეკავს ან ჩაგითრევს. -ეცინებოდა დაქალის ქოთქოთზე მარიამს.
--გოგოოო,ისეთი რამე გავიგე,გუშინს აქეთია ჭკუაზე აღარ ვარ.-გამოცოცხლდა ისევ ელისო.
--ეხლა ვის მოხვდა ,,ეშმაკის მათრახი"-გაეცინა მარიამს.
--მართა ეგ ჩუმჩუმელა,ისეთი საუდუმლოებით მოცული ქალბატონი ყოფილა ,რომ გავიგე კინაღამ გულის შეტევა დამემართა.
გულზე ხელი მიიდო ელისომ და გაოცებული ,თვალებით მიაცქერდა მარიამს.
--მართააა?-წამოიძახა მარიამმა და გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
გაგრძელება იქნება.
თამარელა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2