თავი 3 (მზია კაპანაძე)
რეანიმაციაში აპარატები გაკიოდნენ და ყველას პაციენტის ცუდად ყოფნას ამცნობდნენ. ლადო და გიორგი შეშფოთებული შევარდნენ და ავადმყოფი გასინჯეს.
- გული გაჩერდა. ჩქარა დეფიბრილატორი. 180. დაიყვირა გიორგიმ. ექთანმა მყისვე მოარბენინა აპარატი. გიორგიმ დამუხტული ფირფიტები გულზე დაადო. ლალი შეხტა, მაგრამ აპარატები ისევ წიოდნენ.
-200. გაიმა გიორგის ხმა.
ამ დროს ბექა რეანიმაციის კარებთან მუხლებზე დამხობილი უფალს უცნობი ქალბატონის გადარჩენას სთხოვდა. ასე ეგონა მეორედ უკვდებოდა დედა...
რეანიმაციაში კი გიორგი და ლადო სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილში იყვნენ.
-220. ბოლო იმედს ჩაეჭიდა გიორგი. ცოტახნის მერე კი უჟანგბადობით ტვინიც მოკვდებოდა და აზრი აღარ ქონდა ბრძოლას. უცებ აპარატები გაჩუმდნენ და სუსტად განაგრძო გულმა ფეთქვა. რეანიმაციის პალატაში ყველამ შვებით ამოისუნთქა. კიდეც ერთხელ გაიმარჯვეს სიკვდილზე, კიდევ ერთხელ იზეიმა გამარჯვება სიცოცხლემ.
გახარებულნი გამოვიდნენ ბექასთან. ორივეს შეეცოდათ მუხლებზე მლოცველი ბიჭი, რომელიც შვილივით განიცდიდა უცნობი ქალბატონის მდგომარეობას. მხარზე ნელა დაადო გიორგიმ ხელი, ბექა შეტრიალდა და მათი მომღიმარი სახის დანახვისას შვებით ამოისუნთქა.
-მადლობა უფალო მისი გადარჩენისთვის. ჩაილაპარაკა და მალვით მოიწმინდა ცრემლები.
-ვაჟკაცს ხანდახან ცრემლთა ღვრაც უხდება. მიმართა ლადომ მას და ადგომისას ხელი შეაშველა. სამივე გიორგის კაბინეტისკენ გაემართნენ. გიორგიმ ექთანი მოიხმო და მოსთხოვა სასწრაფოდ გულის ექოსკოპისტი გამოეძახა და პაციენტისთვის გადაეღოთ. ექოსკოპიაზე ჩვენც გვინდა დავესწროთ. ექთანი მითითებების შესასრულებლად გავიდა.
-ყავას ხომ არ მიირთმევთ. გახედა მათ. თანხმობა თავის დაქნევით, უსიტყვოდ მიიღო და 3 ფინჯანი ყავა გააკეთა. სამივე ცხელ ყავას მიირთმევდნენ. სიჩუმე კარის ხმამ დაარღვია. კარებში ექოსკოპისტი გამოჩნდა.
-სასტავს გაუმარჯოს. აბა რა ხდება ძმებო. უცებ ბექას მოკრა თვალი და შეცბა.
-მოდი ნიკა. ერთ ქალბატონს ვჭირდწბით და გულზე გვაინტერესებს რა მდგომარეობა აქვს. ეს ბექაა... მან მოიყვსნა უცნობი ქალბატონი და პატრონობს. ყველა ერთად გაემართა რეანიმაციისკენ. ბექა ისევ გარეთ ელოდებოდა ექიმების განაჩენს. უცნობი ქალბატონის გამოკვლევა ზედმეტი რეპლიკების გარეშე მიმდინარეობდა. საკმაოდ რთული მდგომარეობა აღმოჩნდა გულის არეში. კორონალურმა არტერიების დაზიანებამ, გამოიწვია გულისთვის ჟანგბადის მიწოდების შეფერხება.
-ავადმყოფს სასწრაფოდ ესაჭიროება სტენტირება, რადგან შევიწროვებული აქვს კორონალური არტერიების სანათური. ნიკას პასუხმა ექიმები ჩააფიქრა. მაშინვე ბექასთან გავიდნენ და მდგომარეობა აუხსნეს. ისიც დაამატეს, რომ სტენტირების გარეშე სიკცდილის უფრო მეტი შანსი არსებობდა.
-მოცდის დრო არ გვქონია. სასწრაფოდ გაუკეთეთ სტენტირება. თანხაზე საუბარიც არაა. გამოაცხადა ბექამ. რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაგარი ადამიანია. ხელად დატრიალდნენ ექთნები, მოამზადეს უცნობი ქალბატონი საოპერაციოდ. დაიწყო დამღლელი წუთების ათვლა. 2 საათზე მეტ ხანს მოუნდნენ ოპერაციას, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. ბექას საოპერაციოსთან სკამზე იჯდა და გულისტკივილით ელოდა კეთილ დასასრულს. მხოლოდ ერთხელ გავიდა სიგარეტის მოსაწევად.
საოპერაციოს კარი გაიღო. ლადო და გიორგი ღიმილით მოდიოდნენ.
-ყველაფერი შედეგიანად დასრულდა. სანერვიულო არაფერი გვაქვს. გამოკეთდება უცნობი ქალბატონი. გაუღიმა ბექას გიორგიმ.
-გონს რომ მოვა, მაშინ გავიგებთ ვინაობას. ჯერჯერობით კი საბუთებშიც ვერ ვაფიქსირებთ. ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა ლადომ.
-მაშინ ცოტა ხნით სამსახურში შევირბენ. რაღაც საბუთებზე ხელი მაქვს მოსაწერი. შვებით ამოისუნთქა ბექამ.
-როგორც მახსოვს იურიდიული ფირმა გაქვს ვაჟკაცო. გიორგიმ მხარზე დაარტყა ხელი.
-დიახ, იურიდიული ფირმა მაქვს. ადვოკატური მომსახურებით. ხვალ სასამართლოზე უნდა ვიყო. დღეს კი შედარებით თავისუფალი ვარ. ხვალინდელი პროცესისთვის უნდა მოვემზადო.
-დღეს აღარ მოხვიდე ბექა, ყველაფერს მივხედავთ. უკვე ოთხი დაიწყო. დაისვენე და მოემზადე სახვალიოდ. თუ რამე სიახლე იქნება, დაგირეკავთ. ლადომ ხელი ჩამოართვა ბექას.
ბექა გულდამშვიდებული გააცილეს ექიმებმა.
გაგრძელება იქნება
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3