თავი 2
,, გამარჯობა მარიამ
მე დავითი ვარ,გამახარა თქვენმა საზრიანმა და მეტად გონივრულმა საქციელმა,ეს პორტსიგარი მართლაც ძვირფასი ნივთია ჩემთვის ,მამის სახსოვარია,არა მამას არ უჩუქებია ის ,რომ დაიღუპა მაშინ პატარა ვიყავი,როცა გავიზარდე და მოწევა დავიწყე დედამ მაჩუქა,სულ ატარე და იგრძნობ, რომ მამა გვერდით გყავსო.მეც ხშირად დავდივარ აქ, გავშლი კარავს და ვრჩები ამ სიწყნარეში და სიმშვიდეში,ეს პორტსიგარი აქ ნამდვილად არ მეგონა თუ დავკარგე,გამეხარდა ფუღუროში, რომ აღმოვაჩინე.მეც ბევრი რამე დამიტოვია ამ ფუღუროში ახლაც შენახული მარილისთვის შევიხედე და ჰოი საოცრებავ .დიდი მადლობა ,ეტყობა შენთვისაც ძვირფასია ძველი ნივთები.მადლობა მარიამ, ყურადღებიანი ხარ,იმედია ამ წერილს ნახავ.
პატივისცემით დავითი.
☆☆☆☆☆
გამარჯობა დავით
იცი როგორ ვინერვიულე? ,პორტსიგარი ,რომ იქ დავტოვე თავი გავკიცხე და უპასუხისმგებლო ვუწოდე.,ვინმეს ,რომ აეღო თავს ვერასდროს ვაპატიებდი.რა გარანტია მქონდა,
რომ ეს ადგილი სხვისთვისაც არ იყო საყვარელი და მნიშვნელოვანი. მაგრამ მერე თავი იმით დავიმშვიდე ადამიანი ვისაც ასეთი ადგილით და ბუნებით ტკბობა შეუძლია მდაბალი ზრახვების ადამიანი ვერ იქნება. შენ წარმოიდგინე გამიმართლდა თურმე მართლა არსებობენ ასეთი ადამიანები.ან იქნებ ,არც არავინ იცის ეს მშვენიერება და მარტო ჩვენი აღმოჩენილია ეს სილამაზე.თავს
მეტს აღარ შეგაწყენთ კარგად იყავით დავით.
მარიამი
☆☆☆☆☆☆☆☆
მარიამი მთელი კვირა ეჩიჩინა გოგოებს ტბაზე წასულიყვნენ ,მაგრამ არავის გამოთქვავს სურვილი ამ ცივ და უფერულ შემოდგომის დღეს ტბაზე წასულიყო,ბოლოს მათთან თხოვნას თავი მიანება და ,,ბაბისთან" ერთად ტბაზე გაემგზავრა. ციოდა, ჟინჟლავდა,მაგრამ ,რაღაც ძალა იმ მისტიური ადგილისკენ ეწეოდა,თავს არ უტყდებოდა თორემ აინტერესებდა უცნობი დავითი
ვინ იყო,ან საერთოდ თუ რამე შეტყობინებას დაუტოვდა.უბრალოდ მოეწონა ბარათებით თამაში, გულში უნდოდა დავითი მასავით რომანტიკოსი ყოფილიყო და მასაც ბარათებათ დაეტოვებინა მისთვის უმნიშვნელო შეტყობინება. ეცინებოდა საკუთარ გულუბრყვილობაზე ,რადგან ამხელა ქალს კიდევ სჯეროდა,მისტიკური საიდუმლოებების.. უნდოდა დაეჯერებინა,რომ ამ ქვეყნად დადიოდა ის,უცხო მაგრამ მაინც მისი ნახევარი,რომელასაც,როდესღაც შეხვდებოდა.პორტსიგარის პოვნა, მისი დაბრუნება და უცნობი დავითი, რაღაც სასწაულთან გააიგივა და უნდოდა ამ უცნაურ ამბავს გაგრძელება ჰქონოდა.
მარიამისთვის რომ გეკითხათ,უნდოდა კი დავითის ნახვა? გეტყოდათ,ნამდვილად არა,რადგან მისთვის ისე ლამაზად დაიწყო ყველაფერი ,არ უნდოდა რეალობას მისთვის გული ეტკინა.
ტბაზე ასულს საშინელი სიჩუმე დახვდა მხოლოდ შაშვები ჭახჭახებდნენ და ტყე ზრიალებდა. ცოტა შეაკრთო ამ ხმაურმა, მაგრამ ბაბი სწრაფად გადმოხტა მანქანიდან და ყეფა ყეფით დაუარა ხეებს. ბაბის მხიარულმა ყეფამ მარიამიც გაამხიარულა და სულ გადააავიწყდა მარტოობა.ხის ფუღუროსკენ გაიხედა და უხერხულად აიწურა ,ისეთი შეგრძნება დაეუფლა ,
ბებერი ხის გვერდიდან დავითი გამოვიდოდა და მისკენ წამოვიდოდა. მისდაუნებურად თვითონ გაემართა ხისკენ. ფუღუროში ხელი ჩაჰყო და სიხარულისგან გააჟრჟოლა იქ ბარათი და კიდევ ფოთლების ულამაზესი თაიგული იდო. გაეღიმა, სახე ფოთლებში ჩამალა,რათა ბედნიერი სიმორცხვე დაემალა. ისეთი გრძნობა ჰქონდა დავითის წინ იდგა და მისთვის თვალის გასწორების რცხვენოდა.ბაბი გაკვირვებული შესცქეროდა პატრონს და ქურთუკზე ექაჩებოდა,
რათა სათამაშოდ გაეტაცნა.
--ბაბი იცი რა ბედნიერი ვარ,დავითმა წერილი დატოვა. რა გაკვირვებული მოყურებ არ იცი ვინ არის დავითი და გაგიკვირდა?დავითი ერთი კარგი ბიჭია. რა ვიცი რომ კარგია?,ასე მგონია ბაბი და ნუ მიყურებ ასე გაკვირვებული გთხოვ.-ცხვირი აუბზუა ბაბის და იქვე ქვის ლოდზე ჩამოჯდა, წერილის წასაკითხად. ბაბი წინ დასკუპდა და გონიერი თვალებით მიაცქერდა მარიამს. მარიამმა წერილი გადაიკითხა და ბაბის გაუცინა. -ისეთი ინტერესით მიყურებ უნდა წაგიკითხო.
☆☆☆☆▪︎☆☆☆☆☆
გამარჯობა მარიამ
დღეს ისევ გამოვისეირნე ტბაზე,ბევრი ვისეირნე ტყეში,შემოდგომა მძლავრობს უკვე .მიყვარს შემოდგომა,რადგან პეწს არ ჰკარგავს და თავისი ლამაზი მსუბუქი ფერთა პალიტრით გვაჯადოვებს. ასეთ ფერთა გამას მხოლოდ აქ შეხვდები ამ ტყეში.გადავწყვიტე ფერადი ფოთლების თაიგული გავაკეთო და დაგიტოვო. იმდენი ლამაზი ფოთოლი მოვაგროვე და ისეთი ლამაზი თაიგული შევკარი ,თავად გამიკვირდა ,თურმე რა რომანტიკოსი და ხელოვანი ვყოფილვა(მეცინება). ახლა მალე ზამთარი მოვა და ეს თაიგული ამ საიდუმლო ხის ზღაპრულ ფუღუროში დაგელოდება.არ მიყვარს ზამთარი,ამ დროს სევდიანი, მარტოსული და მურა დათვივით ბურდღუნა ვხდები.მაგრამ ახლა ვიცი ,რომ ამ ტყეში მალე გაზაფხულდება და მონატრებული იების, ყოჩივარდების სურნელი ამოგიყვანს და ამ თაიგულს და ბარათსაც ნახავ.რომელსაც იმ ხის ფუღუროში ვტოვებ. ისე გული დამწყდა ძველი ბარათი ,რომ ისევ იქ დამხვდა,მაგრამ იმედი მაქვს მოხვალ და ნახავ ჩემი მადლობის ბარათს,თავად თქვი ,რომ ხშირად დადიხარ მეგობრებთან ერთად,მეც ხშირად დავდივარ ოღონდ მარტო.ხშირად ვთევზაობ,ან ისე,უბრალოდ ვსეირნობ და თავისუფლად ვსუნთქავ.არ ვიცი ამ ყველაფერს თქვენ რატომ გიყვებით, მაგრამ როგორღაც მომინდა მომეთხრო თქვენთვის,რადგან ორივეს მოგზაურობა გვყვარებია,ისე საინტერესოა კიდევ რამე არის ისეთი ,რაც ორივეს გვიყვარს,ან როგორი ხარ?ვფიქრობ როცა მოხვალ აუცილებლად შეამოწმებ ფუღუროს ,რადგან დაგაინტერესებს თუ ნახა პატრონმა თავის პორტსიგარი,დიახ ვნახე და მადლობელიც ვარ,რადგან ის ჩემთვის დიდი სახსოვარია მამისგან ,რომელიც ძალიან ადრე დავკარგე.ამ ბარათებთან ერთად ამ უცნაურ თაიგულსაც გიტოვებ და ვიცი ისევ ასეთი ლამაზი დაგხვდება გაგაკვირვებს თავისი სილამაზით და შემოდგომას გაგახსენებს ,ლამაზი მოგონებებით . უზომოდ მადლობელი ვარ.
პატივისცემით დავითი.
☆☆☆☆☆☆☆
-ხედავ ბაბი ,თურმე გულისხმიერი ადამიანებიც არსებობენ. იცი ახლა მიხარია გოგოები,რომ არ Წამოვიდნენ. ასე გახარებას ვერ შევძლებდო .მართლაც რა ლამაზი ფოთლების თაიგულია. გამეხარდა და გულიც გამითბა .გაუცინა ბაბის და მიეფერა.
--მოდი ტბისკენ წავიდეთ ცოტა გავიაროთ, შეშები მოვაგროვოთ. საჭმელი გავიცხელოთ ყავა დავლიოთ და გავემგზავროთ.ახლა მშვიდად ვარ ვიცი ,რომ გაზაფხულამდე დავითი არ მოვა. ისიც საზამთროდ დაემშვიდობა ტბას. ადრეულ გაზაფხულზე,როგორც კი გზა გაშრება აუცილებლად ამოვალ ყოჩივარდების და იების მდელოს სანახავად.
მარიამმა იქაურობა მიალაგა ,ბაბისთან ერთად კიდევ გაისეირნა და ბედნიერი ქალაქში დაბრუნდა.
გაგრძელება იქნება.
თამარელა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2