Предыдущая публикация
იცი?
ხმაურს გაქცეული ყოფნა...
სრული სიმარტივე ირგლივ
მე, შენ, წვიმის ხმა და ნდობა...
ბევრი სიმყუდროვე შიგნით..
გარეთ სიცივე და ელვა...
ჩვენი საუბარი მშვიდი..
ღვინო და სურნელი ყელთან..
ხელში მოქცეული ხელი..
გარეთ უფრო ხშირი წვიმა..
მზერა ბუნებრივი ფერით...
სიტყვა ( შენთან ერთად მინდა)
დრო რომ არ არსებობს მაგ დროს..
ფიქრი ჩვენ შორის რომ რჩება ..
თბილი სხეულები ახლოს...
როგორ მოუხდება ვნებაც...
წვიმას რა უხდება ? იცი ?
ალბათ ყველაფერი ერთად..
ზოგჯერ ნოსტალგიაც, ფიქრიც..
ზოგჯერ მხიარული სევდაც..
/გიორგი ჩომახიძე/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев