წმინდა მამები გვირჩევენ, ყოველი დღის ბოლოს, დაძინების წინ დაიჩოქე ხატებთან, მთელი განვლილი დღის სატკივარი, ცოდვები უფალთან მიიტანე, როგორც საკუთარ დედას, მამას ისე ჩაეხუტე ჯვარცმას მაცხოვრისას, ღვთისმშობელსა და წმინდანთა ხატებს მოუყევი შენი გასაჭირი, პატიება ითხოვე, ცრემლიც გადმოადინე საკუთარი უძლურებისა და უსუსურობის გამო და ნახავ, თუ რამხელა შვებას იგრძნობ იმ წამშივე, როგორ მოგეშვება გულიდან „დარდისა და მწუხარების ლოდი“.
უფლის სიახლოვეს, სიმხურვალეს იგრძნობ საკუთარ თავში, რის გამოც მეტად შეგიყვარდება იგი და ახლოს მიხვალ მასთან, სიყვარულით კი შენი ლოცვაც გაძლიერდება.
Комментарии 28