იმას რასაც ერთერთი ტელეკომპანია ბედავს არ არის არც ხელოვნება, არც მედიის თავისუფლება. ტელევიზია
ერის დაჩლუნგებისა და გაპირუტყვების საშუალებად იქცა,
როცა ასეთი სახით წარმოგვიდგენენ სასულიერო პირებს, ეს არ არის კონკრეტული ადამიანების, თუნდაც უღირსი ღმრთისმსახურების წინააღმდეგ მიმართ ქმედება, არამედ სრულიად მკაფიო მცდელობა ეკლესიის დესაკრალიზაციისა, რათა ეკლესია, სარწმუნოება, უფალი და, ზოგადად, სიწმინდის ცნება ამოიძირკვოს ადამიანის ცნობიერებიდან. ამას ერის არსის, ღირებულებათა სისტემის მოშლა მოჰყვება, რაც ბუმერანგად დაუბრუნდება სახელმწიფოს და ქვეყანას.
საბჭოთა კავშირის დროს იღებდნენ ფილმებს, სადაც ეკლესიას და სასულიერო პირს შეურაწყობდნენ, თუმცა ასეთ უსინდისობას მაშინაც კი არ კადრულობდნენ.
დღეს მხოლოდ ქრისტეს სჯული და მისი დამცველი ეკლესია დარჩა უმაღლეს და ლამის ერთადერთ ღირებულებად და არ არის გასაკვირი, რომ ბნელეთის ძალების ეირიშის მიზნად იქცა, მაგრამ ყველაზე გულსატკანი არის ის რომ, ამის მონაწილე და გამავრცელებელი ადამიანები არიან მრევლნი - მაზიარებელი ადამიანები. როდესაც დედაეკლესიას დასცინიან, აბუჩად იგდებენ და ხალხში მის სიძულვის თესავენ, შენც ვინც ხარ ამ სერიალის მაყურებელი, შენც მოგეკითხება. როდესაც შენი ეკლესის გამო პულტზე თითის დაჭერაც კი არ შეგიძლია, ხარ კი ქრისტიანი?
,,დუმილით გაიცემა ქრისტე", მაგრამ ჩვენ ეგეც კი არ შეგვიძლია, ჩვენ ტაშის კვრით ვამცირებთ ეკლესიას და მის მწყემსებს.
ეკლესია ამასაც გაუძლებს, ამ განსაცდელსაც გადალახავს, მაგრამ აი, ჩვენს სულიერ სიგლახაკეს რა ეშველება ეგ არის საკითხავი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3