მარნეულში, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა პარალელურად შეკრებილნი არიან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები. როგორც ისინი აცხადებენ, ხმის დათვლის პროცედურას ელოდებიან. "ოცნების" მხარდამჭერები პარტიის ოფისთან არიან შეკრებილი.
მათივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები სხვადასხვა გზებით ცდილობენ ვითარების პროვოცირებას. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები. ასევე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
მარნეულში იმყოფება PalitraTV.ge-ს ჟურნალისტი ეკა მელიქიძე. გთავაზობთ მის მიერ მოწოდებულ