მერაბ კვირიკაშვილი ცოლის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა
15:55 / 10-10-2016
საქართველოს ჩემპიონატის მე-5 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში, "აია არენაზე" გაიმართა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ლელო" იმერეთის მთავარ ქალაქში ლიდერის რანგში ჩავიდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ოთარ ბარკალაიას ნაცვლად თამაშში მერაბ კვირიკაშვილი (23 ნომრით) ჩაერთო. საქართველოს ნაკრების გამოცდილი მოთამაშე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოედანს პირველად დაუბრუნდა.