ტორტი "ნაპოლეონი" ბევრს უყვარს. ნაყიდი დესერტი ყოველთვის ისეთი გემრიელი არ არის, როგორც სახლში მომზადებული, მაგრამ თუ გინდათ, სახლის ნამცხვარი მიირთვათ, დრო კი არ გაქვთ, მაშინ "ზარმაცი ნაპოლეონის" მომზადება შეგიძლიათ.
იმისთვის, რომ ეს დესერტი მოამზადოთ, ღუმელი არ დაგჭირდებათ. ტორტი ხრაშუნა გამოვა, კრემი კი პირში დადნება. მის მოსამზადებლად 800 გრამი ფენოვანი ორცხობილა "ყურები", 1 ლ რძე, 4 კვერცხი, 150 გრ კარაქი, 6 სუფრის კოვზი ფქვილი და მწიკვი ვანილის შაქარი დაგჭირდებათ.
მომზადების ხერხი შეგიძლიათ ვიდეოში ნახოთ.