გამოცემა Business Insider-მა გაარკვია, რომ iPhone-ის დამუხტვის სიჩქარე დამოკიდებულია ადაპტერზე, სმარტფონზე გაშვებულ პროგრამებზე, და, ვერ დაიჯერებთ, ბუდის არსებობაზე. რედაქტორებმა პატარა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 20%-მდე დამუხტული iPhone 6 მონაწილეობდა. მისი დატენვა ორი გზით სცადეს: პირველი - სტანდარტული მეთოდით, რაც გულისხმობდა ქსელთან კავშირს ჩვეულებრივი სტანდარტული ადაპტერით. ხუთი წუთის შემდეგ დამუხტვის დონემ 3%-ით მოიმატა.
მეორე მეთოდი გამოდგება სიტუაციისთვის, როდესაც მოწყობილობის გადაუდებელი დამუხტვაა აუცილებელი. პირველ რიგში სმარტფონის "ავიარეჟიმში" გადაყვანაა საჭირო, რადგან ამ რეჟიმში ტელეფონი ზარების და პროგრამების განახლებების მიღებას ვერ შეძლებს და ქსელისა და ინტენეტის მოსაძებნად ენერგიას არ დახარჯავს.
საჭიროა ეკრანის გათიშვაც, რადგან იგი ენერგიის მთავარი "მომხმარებელია". ასევე ყურადღება მისაქცევია ფაქტი, რომელიც სმარტფონის ინსტრუქციაშია აღნიშნული - iPhone-ის ბუდეში დატენვამ შესაძლოა მოწყობილობის გადახურება გამოიწვიოს და შედეგად ბატარეას ავნოს, ამიტომ დამუხტვის დროს სასურველია ნებისმიერი აქსესუარი მოვხსნათ. და კიდევ ერთი: iPad-ის ქსელური ადაპტერი უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე სმარტფონის.
გამოცემის ინფორმაციით, ბუდის, "ავიარეჟიმის" და iPad-ის ადაპტერის გამოყენებით სმარტფონი ხუთ წუთში 6%-ით დამუხტა, რაც ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე სტანდარტულ პირობებში.