გთავაზობთ ძალიან ორიგინალური მანიკიურის გაკეთებას, რომელსაც სალონში შეღებილისგან ვერაფრით გაარჩევთ. მის გასაკეთებლად ღია ფერის ლაქი, გაზეთის ფურცელი და 70%-იანი სპირტი დაგჭირდებათ. ფრჩხილები ლაქით დაიფარეთ. შემდეგ პატარა ჭურჭელში სპირტი ჩაასხით და მასში 5 წამით ფრჩხილები ჩაყავით. ჯერ კიდევ ნესტიან ფრჩხილს გაზეთის ნაგლეჯი დაადეთ და თითი კარგად დააჭირეთ. რამდენიმე წამის შემდეგ ქაღალდი აიღეთ. ფრჩხილზე გაზეთის ტექსტი დარჩება. ბოლოს კი ფრჩხილები დამაფიქსირებლით დაფარეთ.