დედა-შვილი სასარგებლო დესერტის მომზადებას გასწავლით, რომლისთვისაც ცოტა თავისუფალი დრო და ორი ინგრედიენტი - ხილი და თაფლი დაგჭირდებათ.
ბლენდერში ხუთი ჭიქა ახალი ხილი (მარწყვი და სხვა კენკრა) და 1/2 ჭიქა თაფლი აურიეთ. კონსისტენცია თხევადი უნდა იყოს. ლანგარი პერგამენტით დაფარეთ და მასზე მიღებული მასა დაასხით. შედგით ღუმელში და 110°С-ზე გამოაცხვეთ. დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოიღეთ ღუმლიდან. მიღებული მასა წებოვანი არ უნდა იყოს. ტკბილი ფირფიტა პერგამენტთან ერთად დაჭერით და ქაღალდი მოაცილეთ. ეს გემრიელი და სასარგებლო დესერტი ადვილი მოსამზადებელია და ბავშვებსაც ძალიან მოსწონთ.