"ყველა ადამიანს აქვს პასუხისმგებლობა თავისი შვილების და მომავალი თაობის მიმართ. 2 ივლისს აქციაზე ვინც არ გამოვა, მას ოდესმე საკუთარი შვილი შეეკითხება, თუ ვინ არიან ეს ადამიანები (ლგბტ აქტივისტები) და მას მოუწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
უნდა ითქვას, რომ ბავშვების აღზრდაში სოციუმის როლი ძალიან დიდია. ისინი ამ თემის მიმართ ყველაზე მოწყვლადები და მოუმზადებლები არიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვებს სახლიდან რომ გავუშვებთ, არ გვეშინოდეს მათზე საინფორმაციო და პროპაგანდისტული ზეწოლის, ან იმის, რომ საკუთარი პოზიციის გამო, მათ ვინმე დააბულინგებს და დაამცირებს. ამის პასუხისმგებლობა ყველა ქართველს აქვს და ვალდებულნი არიან ორ ივლისს აქციაზე იდგნენ."
ირაკლი მორგოშია