"დღეს არის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე და ღვთისმშობლის წილხვდომობის დღესასწაული. ამასთან დაკავშირებით პრემიერის მილოცვა გავრცელდა, სადაც ამბობს, რომ 2000 წელია ჩვენს იდენტობას და ღირებლებებს განსაზღვრავს ქრისტიანობა. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ზუსტად ეს არის ჩვენი დასავლური არჩევანის და დასავლური ორიენტაციის მარკერი და ამიტომ მივდივართ ევროპაში.
ეს არის სრული აბსურდი. ევროპამ დიდი ხანია გადაუხვია იმ ვექტორს, რასაც ქვია ქრისტიანული ცივილიზაცია. რეალურად დასავლეთში არის პოსტ-ქრისტიანული, პოსტ-ჰუმანიზმის ეპოქა და ის ძირითადი პოსტულატები, რაც იყო ქრისტიანულ დასავლეთში დიდი ხანია ჩამოიშალა."
ზურაბ მახარაძე