სასტუმრო "ბილტმორში" დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების მიმდინარეობს.
შეხვედრაზე , რომელსაც დარგის სპეციალისტებთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, "სითი ინსტიტუტი საქართველოს" წარმომადგენლებიც ესწრებიან ოპოზიციისა და მერიის წარმომადგენელთა შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
ხმაური ელენე ხოშტარიას გამოსვლას მოჰყვა, ელენე ხოშტარია საუბრის დასრულებას ითხოვდა, თუმც აკალაძე მოუწოდებდა ხოშტარიას, რომ პროფესიონალებისთვის მიეცა დრო.
გაწევ-გამოწევაში საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარიშვილი ჩაერთო, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლებს ასე მიმართა,”ბოზო ქალებივით წიკვინებთ.”